მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ეფექტური მოლაპარაკების „დაუწერელი კანონები“

არ აჩქარდეთ. მიეცით ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. არ შეაწყვეტინოთ სათქმელი, არ ააჩქაროთ და არ დაასრულოთ მისი ფრაზები. კითხვის დასმისას დაელოდეთ პასუხს და არ უბიძგოთ მოსაუბრეს საკუთარი ვერსიებით. 

გამოიჩინეთ ინტერესი. მაშინაც კი, თუ ყურადღებით უსმენთ, მაგრამ თქვენი მზერა სხვაგან გარბის, მას ეჭვი უჩნდება, რომ საუბარი თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა. უყურეთ თანამოსაუბრეს. იმის დემონსტრირებისათვის, რომ მისი გესმით, დროდადრო თავი დაუქნიეთ ან უთხარით მოკლე ფრაზები: „დიახ-დიახ!", „რა საინტერესოა!". არ შეაწყვეტინოთ საუბარი გრძელი ლირიული გადახვევებით: „თქვენმა ნათქვამმა ერთი შემთხვევა გამახსენა..." 

დააზუსტეთ. ხშირად ბანალური გაუგებრობა კონფლიქტების მიზეზი ხდება ხოლმე. გამორიცხეთ ყოველგვარი გაუგებრობა დაზუსტების გზით: „როგორც თქვენი ნათქვამიდან გავიგე...", „თქვენ შეგიძლიათ შემისწოროთ თუ ვცდები...", „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ..." 

დაფიქრდით. აიღეთ პაუზა, თითქოს აანალიზებთ მოსმენილს  და გადაამოწმეთ რამდენად დამაჯერებელია თქვენი გამოწვევა. ხშირად ასეთი მიდგომა თანამოსაუბრეს აიძულებს შეცვალოს საკუთარი შემოთავაზება თქვენთვის უფრო მომგებიანი წინადადებით, თანაც ისე, რომ ამაზე სიტყვის თქმაც არ დაგჭირდეთ. 

ისაუბრეთ  წყნარად და თავდაჯერებულად. შეეცადეთ ისაუბროთ მოკლედ, მკაფიოდ და გასაგებად. გამორიცხეთ ფრაზები: „როგორც ამბობენ", „გულახდილად რომ ვთქვათ". თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი უნდა იყოს, საუბრის ტონი კი - რბილი. 

მოზომეთ ღიმილი. თუ თქვენს სახეზე გამუდმებით ღიმილია აღბეჭდილი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ან თამაშობ კეთილგანწყობას, ან არასერიოზული დამოკიდებულება გაქვს თემასთან. 

არ შეუშინდეთ შეცდომებს. არ შეიძლება თანამოსაუბრეს გაცეცხლებულმა უმტკიცოთ, რომ ცდება. ამ შემთხვევაში შეფარვით აგრძნობინებთ, რომ მასზე ჭკვიანი ხართ. ეს კი არავის მოსწონს! უმჯობესია დაუშვათ შესაძლებლობა საკუთარი შეცდომისა: „მე სხვაგვარად ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება მეშლება. შემისწორეთ თუ ვცდები..." 

გამოიყენეთ ფორმა „დიახ, მაგრამ...". როდესაც „არა" გვესმის, სისხლში ჰორმონი - ნორადრენალინის გამოყოფა იწყება და მაშინვე საომრად ვართ განწყობილნი. „დიახ"-ის შემთხვევაში კი პირიქით, კმაყოფილების ჰორმონი - ენდორფინი გამოიყოფა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა შეეცადოთ მკვეთრი „არას" ნაცვლად უპასუხოთ: „დიახ, მაგრამ მე მინდა, რომ..." და გამოთქვათ საკუთარი მოთხოვნები. ამ გზით კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შენარჩუნებას შეძლებთ და თანამოსაუბრესაც აიძულებთ თქვენთან კომპრომისი გამონახოს. 

პერლა გისურვებთ წარმატებებს!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO