თუ დაქორწინებას აპირებთ, და ამასთანავე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებისაც გჯერათ, გაითვალისწინეთ მისი ნაწინასწარმეტყველევი ქორწინებაზე თვეების მიხედვით და არ დაივიწყოთ, რომ წლის ყოველი თვე დაქორწინებას თავის განუმეორებელ თავისებურებებს ანიჭებს:
თუ იანვარში ქორწინდებით - ადრე დაქვრივდებით;
თებერვალში - ქმართან ბედნიერად და შეთანხმებულად იცხოვრებთ;
მარტში - უცხო მხარეს იცხოვრებთ;
აპრილში - ცვალებადი ბედნიერება გელით;
მაისში - ღალატს საკუთარ სახლში შეესწრებით;
ივნისში - თაფლობისთვე მთელი ცხოვრება გაგრძელდება;
ივლისში - ცხოვრების ტკბილ-მწარე მოგონებები დაგრჩებათ;
აგვისტო - ქმარი თქვენთვის შეყვარებულიც იქნება და მეგობარიც;
სექტემბერი - მშვიდი და წყნარი ცხოვრება გელით;
ოქტომბერი - მძიმე ცხოვრება გექნებათ;
ნოემბერი - მდიდარი ცხოვრება გელით;
დეკემბერი - სიყვარულის ვარსკვლავი სულ უფრო ძლიერად იკიაფებს თქვენთვის.
ავტორი: ემილი
|