მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?

ბოლო დროს, როცა კრიზისია და ყველა ეკონომიაზე ფიქრობს, ადამიანებმა, ვისაც რემონტის გაკეთება გადაუწყვეტიათ, ასეთი კითხვა შეიძლება დაუსვან საკუთარ თავს: „რად გვინდა დიზაინ-პროექტი?!"

როცა მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტზეა საუბარი და ბინის პატრონი ძირეულ ცვლილებებზე არ ფიქრობს, დიზაინ-პროექტიც არ წარმოადგენს აუცილებლობას. ამ შემთხვევაში ვეყრდნობით საკუთარ გემოვნებას, ინტუიციას მასალებისა და ფერების არჩევისას და შედეგიც ამართლებს ხოლმე - ვღებულობთ სწორედ იმას, რაც გვსურდა.

მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა ბინის რეკონსტრუქცია (გადაკეთება) გაქვთ გადაწყვეტილი. მაგალითად,  ოთახების განლაგება არ გაწყობთ... ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია... ან, უბრალოდ, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...  ასეთ შემთხვევაში დიზაინ-პროექტი სწორედ ისაა, რაც თქვენ გესაჭიროებათ!  დავამატებ იმასაც, რომ დეტალურად შესრულებული დიზაინ-პროექტი დაგეხმარებათ შეამციროთ სარემონტო სამუშაოების ღირებულება 10-30%-ით მაშინ, როცა თავად დიზაინ-პროექტის ღირებულება რემონტის ღირებულების 3%-მდე შეადგენს.

თუ თქვენ ამ საქმის პროფესიონალი ხართ, რემონტს ადვილად გაართმევთ თავს.  მაგრამ თუ  გამოცდილება არა გაქვთ, რა ენაზე დაელაპარაკებით ხელოსნებს, როგორ აუხსნით და აჩვენებთ მათ, რისი მიღწევაც  გსურთ?!  შეიძლება ჟურნალებში ან ინტერნეტში ეძებოთ და აჩვენოთ მათ ის, რაც მოგწონთ, მაგრამ გარანტია იმისა, რომ თქვენს ბინას ეს მოერგება, პროპორციები დაცული და შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება თქვენთვის, არ არსებობს!

სად უნდა განათავსოთ ელექტროჩამრთველები, გაყვანილობები, რომლებიც რემონტის დაწყებისას პირველსავე ეტაპზე უნდა გაკეთდეს? შეუძლებელია მათი სწორად დამონტაჟება, თუ არა გაქვთ გეგმა. ტექნიკის განთავსებისას კი აღმოაჩენთ, რომ სადღაც გამოგრჩათ ჩამრთველების  დამონტაჟება და მოგიწევთ დამაგრძელებლების გამოყენება, რაც დამატებით დისკომფორტს შეგიქმნით.

თუ არ იცით, როგორ განლაგდება ავეჯი და ინტერიერში სად რომელი ზონა იქნება გამოყოფილი, ასევე გაგიჭირდებათ განათების შერჩევა და დამონტაჯება ზონების მიხედვით. შეიძლება ყველაზე აუცილებელი (სამუშაო) ზონა დაგრჩეთ ჩაბნელებული...

ელექტროობის გარდა თავს იყრის კიდევ უამრავი ტექნიკური მომენტი. მაგალითად, კარის გაღებას ხელს ხომ არაფერი შეუძლის, აუცილებელია თუ არა მისი გადატანა, შიგნით უნდა იღებოდეს, თუ გარეთ.. რა ზომისა და სტილის სანტექნიკა უნდა შეირჩეს... შეკიდული ჭერის რამდენი დონე და რა სიმაღლეზე უნდა გაკეთდეს, რომ არც დაადაბლოს ინტერიერი და მოხდენილადაც გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ...

არც მასალების შერჩევა, დაანგარიშება და ყიდვაა ადვილი გამოუცდელი ადამიანისათვის. ის შეიძლება დაგაკლდეთ და სამუშაოს დასრულებისას მსგავსი ვეღარ იშოვოთ, ან საჭიროზე მეტი რაოდენობისა შეიძინოთ და მორჩენილი მასალა მაღაზიამ უკან არ ჩაიბაროს, რაც თქვენ ფინანსურად დაგაზარალებთ.

აღარაფერს ვამბობ ფერების, მასალებისა და სტილის გადაწყვეტაზე, რომელიც გამოუცდელმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის და წარმოდგენაც კი არა აქვს მოუხდება თუ არა ესა თუ ის მასალა, ფერი და სტილი მის ინტერიერს.

ასე, რომ ის ეკონომია, რასაც დიზაინ-პროექტის გარეშე გააკეთებთ, ორმაგად და სამმაგად დაგეხარჯებათ შემდეგში გადასაკეთებლად, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოთ და შეცდომები გამოასწოროთ.  ან, უბრალოდ, მოგიწევთ დანებდეთ და იცხოვროთ იმ ინტერიერში, რაც გამოვიდა, თანაც უკმაყოფილების შეგძნებით, რომ შეიძლებოდა იგივე თანხაში ყველაფერი გაცილებით უკეთ გაკეთებულიყო.

როცა საქმე პროფესიონალ არქიტექტორ-დიზაინერს გადაეცემა, ის ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებს ბინასთან დაკავშირებით, ამას უმატებს საკუთარ გამოცდილებას და შედეგად ქმნის კომფორტულ ინტერიერს, სადაც რაციონალურად იქნება გამოყენებული ფართი და გათვლილი იქნება ყოველი (წვრილმანიც კი) დეტალი.

როგორც წესი, დიზაინერი განსახილველად დამკვეთს სთავაზობს ინტერიერის დიზაინის რამოდენიმე ვერსიას სამ განზომილებიანი ვიზუალიზაციით. რაც დამკვეთს უადვილებს გადაწვეტოს რომელი ვერსია უფრო მისაღებია მისთვის, რომ თავი საკუთარ ბინაში კომფორტულად იგრძნოს. საბოლოო ვერსიის შემუშავება რამდენიმე დღეს მოითხოვს, დასაწყისში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა დიზაინერსა და დამკვეთს შორის. დაპროექტებისას განიხილავს დამკვეთი პროექტს, შეაქვს (თუ ამის აუცილებლობას ხედავს) ცვლილებები და შენიშვნები და თანდათანობით იქმნება ზუსტად ის ინტერიერი, რაც მას სრულად დააკმაყოფილებს.

ამის შემდეგ დიზაინერი აკეთებს ავეჯის, ტექნიკის, სანტექნიკის, განათებისა და სხვა აქსესუარების ნახაზებს, დახვეწავს დიზაინ-პროექტს და დასრულებულ ნახაზებს აბარებს დამკვეთს. დაზაინ-პროექტის დასრულებისას, დამკვეთმა უკვე ზუსტად იცის როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი ბინა რემონტისა და მოწყობის შემდეგ.

სწორედ ეს ნახაზები წარმოადგენს შესასრულებელ ამოცანას იმ პირისათვის, ვინც ამ ბინის რემონტს ითავებს და შეასრულებს.

დიზაინ-პროექტის მიხედვით მშენებელი ადგენს მასალათა ნუსხას და ითვლება რამდენად ძვირი (ან პირიქით - იაფი) შეიძლება დაჯდეს რემონტი.

თუ მისი ღირებულება დამკვეთს არ აწყობს, დიზაინის შეცვლა მარტივად შეიძლება - აქ ხომ არაფრის დანგრევა არაა საჭირო, ჯერ მხოლოდ ფოტოებზეა ცვლილებები შესატანი, რაც ყოველთვის გაცილებით ადვილია, ვიდრე სარემონტო სამუშაოების დროს.

ასე, რომ აიცილეთ თავიდან ზედმეტი საფიქრალი, მიმართეთ პროფესიონალ დიზაინერებს, გამოიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება და იცხოვრეთ კომფორტულად!

 

ავტორი: ემილი.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO