ვერძი. ამ დღეს მოსალოდნელია როგორც თავგადასავლები, ასევე ბედის მოულოდნელი შემობრუნება. გაგიძლიერდებათ ნერვული სტრესი, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის თქვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობას. არსებობს კონფლიქტების წარმოშობის საშიშროება როგორც სამსახურში, ასევე სახლში. თუ ვინმე თქვენს კამათში ჩართვას შეძლებს, ეცადეთ ყვირილით თავი არ დაიმციროთ. ამ დღის სიზმრები ამავე დღეს აგისრულდებათ. თუ ხილი დაგესმიზმრებათ, ეს ავადმყოფის გამოჯანმრთელებას ნიშნავს.
კურო. ბევრი კურო დღეს იმედგაცრუებას იგრძნობს. არ ღირს ახალი სამუშაოს დაწყება და ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ თქვენი რჩეულის მიმართ და მასში ისეთი თვისებები დაინახოთ, რაზეც არც კი ეჭვობდით. თუ დასაყრდენს იპოვით და საღად იაზროვნებთ, ეს ფინანსურ დანაკარგს აგაცილებთ თავიდან და ნერვულ სისტემასაც გაუფრთხილდებით.
ტყუპები. შეეცადეთ უფრო ყურადღებიანი და ეკონომიური იყოთ. თქვენ შესაძლოა სრულებით არასაჭირო ნივთი შემოგაჩეჩონ. უფრთხილდით თაღლითებს.
კირჩხიბი. თქვენს მეგობრებს შეუძლიათ რთულ დროს მხარდაჭერა აღმოგიჩინონ და განწყობ აგიმაღლონ. ნუ დაივიწყებთ მათ. დაპატიჟეთ სტუმრად. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეგობრული დროსტარება ძალიან კარგია, მაგრამ ხვალ სამუშაო დღე გაქვთ.
ლომი. ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. შეიძლება საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვამ მოგიწიოთ ბავშვების აღზრდისა და განათლების მიღების საქმეში. პირად ცხოვრებაშიც ასევე უსიამოვნებები გელით, რაც ფინანსურ უთანხმოებას შეიძლება მოჰყვეს. შეეცადეთ გზაზე ყურადღებით იყოთ. არსებობს სხვადასხვაგვარი ტრავის მიღების საშიშროება.
ქალწული. ძალიან კარგი დღეა წყლისა და ენერგეტიკული პროცედურებისათვის. შეეცადეთ შეამციროთ სიგარეტის მოწევა და ტბილეულის მიღება. თავიდან ამოიგდეთ ცუდი აზრები.
სასწორი. შესაფერისი დღეა თამამი და შეუპოვარი ქმედებებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი, მოახდინოთ გაღვევა მიმდინარე საქმეებში, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. ყოველი თქვენგანი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შანსს მიიღებს. მთავარი დავალებაა - არ გაუშვათ შანსი ხელიდან და შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოთ.
მორიელი. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, პაემანისა და წვეულებებისათვის. თქვენ შეხვდებით უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ადამიანს. ნუ შეგრცხვებათ მათთან ნაცნობობის გაბმა. ისინი თქვენ გამოგადგებიან. ასევე რეკომენდირებულია სალონში სტუმრობა და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.
მშვილდოსანი. მედიტაცია, მშვიდი მუსიკა და თბილი აბაზანა დაგეხმარებათ მოდუნებასა და სულიერი ჰარმონიის აღსადგენად. შეეცადეთ დღეს თავი არიდოთ დაძაბულობასა და ნერვიულობას.
თხის რქა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას გააჩნია საკუთარი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვენთვის უკიდურესად რთული იქნება ამის მიღება. იყავით დამაჯერებელი და ნუ შეეცდებით ვინმეს რამე უმტკიცოთ. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მოთმინება იქონიეთ.
მერწყული. შეეცადეთ ამ დღე განმარტოვდეთ და საკუთარ ცხოვრებაზე იფიქროთ. შეიარეთ ეკლესიაში, აღსარება თქვით. გაისტუმრეთ ვალები, გაეცით მოწყალება და მაშინვე იგრძნობთ შვებას და სიცოცხლის ხალისს.
თევზები. თევზებისთვის უბრალოდ აუცილებელია ამ დღეს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა, რადგან შემდეგი დღეები არახელსაყრელი იქნება ამისთვის.
ავტორი: ემილი
2021-09-26.
წყარო |