ფრთხილად! თქვენით მანიპულირებენ!!!
ამ ბოლო პერიოდში ისე იმატა სოციალურ ქსელებში საშინელი დეზინფორმაციების გავრცელებამ, რომ საგანგაშოდ ჩავთვალე და მინდა გაგიზიაროთ: ხშირად შეხვდებით ატვირთულ მასალას სათაურით "კახელი გოგონა ცხენთან სექსის მცდელობისას ცხენს შემოაკვდა", "გურიაში ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა", "თბილისის მეტროს ბაქანზე ახალგაზრდები სექსით დაკავდნენ" და ა.შ. გახსნით ამ მასალას და დევს გაურკვეველი ფოტო და ერთადერთი წინადადება, რომელიც სათაურშივე იყო უკვე ცნობილი. ამას ავრცელებენ ძირითადად რუსული სერვერებიდან, მაგალითად, informaciebia.ru, sanaxavi.ru, sainteresonews.ru, looktopnews.ru და სხვა. უბედურება კი ისაა, რომ ასეთ ინფორმაციას ადამიანები ადვილად იჯერებენ. ამას მოწმობს ქვეშ მიწერილი აგრესიული კომენტარები, ბილწი სიტყვებით რომ აგინებენ ვითომდა სექსს დანატრებულ, ცხენისგან მოკლულ არარსებულ კახელ გოგონას... და ასე გრძელდება უსასრულოდ.. რამდენჯერმე გავასაჩივრე, მაგრამ ვერ მოვერიე... მინდა ყველა დაფიქრდეთ, ვის და რისთვის სჭირდება ასეთი "მასალის" გავრცელება ყოველდღიურად? პასუხი მხოლოდ ერთია: ეს სიცრუის აპარატი მხოლოდ ერის დეგრადირებისთვისაა გამიზნული - ხალხში დათესონ ნეგატივი, ბოროტება, აგრესია, შიში, დაუცველობის შეგრძნება, გარყვნილება, რომ დაზაფრულმა იცხოვრონ ადამიანებმა და გამუდმებული მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში ჰქონდეთ - "გაიგეთ რა მოხდა?!" რომ სიამაყე დავკარგოთ და უფრო ხშრად ვიმეოროთ - "ჩვენ არაფერი გვეშველება", "მეტის ღირსები ვართ"... ვირწმუნოთ რომ ყელამდე წუმპეში ვცხოვრობთ.. და ყველაზე ცუდი - დროთა განმავლობაში ისე შევაჩვიოთ ამ ყველაფერს თვალი და ყური, რომ ცხოვრების წესადაც კი გავიხადოთ.. არადა.. არადა, ყველაზე საოცარი და ლამაზი ერი ვართ! მერე რა, რომ ბრიყვულად, მიამიტურად ვიცით ყველაფრის დაჯერება, მაინც კარგები ვართ! და გამოფხიზლდით რა! გაიღვიძეთ! გემუდარებით, გამოფხიზლდით!
თქვენი და თქვენზე გულშემატკივარი პერლა.
ავტორი: ემილი
2016-10-01
|