მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჰოროსკოპი 2017 - ოჯახი, სიყვარული, პირადი ურთიერთობები

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი.

 

 

 

 

 

 

 

 

ვნახოთ რას გვიმზადებს 2017 წლის ჰოროსკოპი ოჯახში, სიყვარულსა და პირად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის:

alt

ვერძი.

ვერძებს მეტი მოთმინება გმართებთ. თქვენ უნდა მიეჩვიოთ, რომ სასიყვარულო საქმეებში სიჩქარე არ ივარგებს. ციხესიმაგრის დაუყოვნებლივ აღება კი გჩვევიათ, მაგრამ ამ წელს პარტნიორის მოხიბვლას მეტი დრო უნდა მოანდომოთ. სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა თქვენმა ეჭვიანობამ გააფუჭოს. თუ ამის თავიდან აცილება გინდათ, ისწავლეთ პარტნიორის ნდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, დაანგრევთ ყველაფერს, რაც ასე რთულად შეგიქმნიათ. დააყენეთ საკუთარი თავი თქვენი რჩეულის ადგილზე და შეხედეთ სიტუაციას მისი თვალებით. ყვირილი და უხეშობა სიმართლის დამტკიცებაში ვერ დაგეხმარებათ, მხოლოდ ურთირთობას გააფუჭებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ეჭვიანობა და ისტერიკები კარგად აგებულ ურთიერთობასაც კი ბოლოს მოუღებს.

მამაკაცი ვერძები ძალიან ბევრ დროს ატარებთ სამსახურში. ამიტომაც ვარსკვლავები სამსახურეობრივი რომანის შესაძლებლობაზე მიგვანიშნებენ. გახსოვდეთ, რომ 2017  წელს თანამშრომლები გამუდმებით თვალს გადევნებენ და ახალი ურთიერთობა მაშინვე გამჟღავნდება. თუ ზურგს უკან ჭორებისათვის მზად ხართ, მაშინ ასე გააგრძელეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რომანტიკული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. დაოჯახებულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ უფრო მომთმენნი იყვნენ და მეტი ყურადღება დაუთმონ მეორე ნახევარს. ჩააქრეთ კონფლიქტები წარმოშობისთანავე თუ თქვენი ოჯახური ბუდის გადარჩენა გინდათ.

მანდილოსან ვერძებისთვის გამაღიზიანებელი იქნება მდორე და ზომიერი პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული მოდუნება სასიყვარულო სფეროში წლის პირველ ნახევარში შეინიშნება. მაგრამ ნუ განაწყენდებით, თქვენ სასიყვარულო იმედგაცრუება არ შეგეხებათ. პარტნიორთან კომფორტული და მშვიდი ურთიერთობა გელით. უბრალოდ ისწავლეთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ  და ნუ ელოდებით დღესასწაულებს ყოველ დღე. სტაბილურობა და ზომიერება ყოველთვის ცუდი როდია.

თავისუფალ ვერძებს შეუძლიათ მოულოდნელი რაუნდისათვის მოემზადონ ურთიერთობაში, რომელიც ოდესღაც დაანგრიეს. მეტი ყურადღებით შეხედეთ ამ ადამიანს, იქნებ ესაა თქვენი ბედი.

უამრავი საზრუნავი ექნებათ შვილებიან ვერძებს, - ბავშვი ყოველ წუთს თქვენს ყურადღებას მოითხოვს. არ უნდა გაგაღიზიანოთ გამუდმებულმა წუწუნმა და თხოვნებმა, პატარა მხოლოდ ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

alt

კურო.

სასიყვარულო ურთიერთობის სფერო კუროებს სტაბილურობით ვერ გაგახარებთ. ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები გელოდებათ. თუმცა თქვენ მოახერხებთ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებას თუ აგრესიას მოთოკავთ და საყვარელ ადამიანთან წვრილმანებზე ჩხუბს არ დაიწყებთ. მიუხედავად ემოციურობისა, ამ წლის სიმბოლო - ცეცხლოვანი მამალი - ცნობილია, როგორც კარგი დიპლომატი. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ის მხოლოდ მიესალმება. შეეცადეთ მოუსმინოთ და დაუჯეროთ საყვარელ ადამიანს და სიტუაციას ნუ გაამწვავებთ ხოლმე.

მამაკაცი კუროები ამ წელს მეტისმეტად შთამბეჭდავი იქნებით. მეორე ნახევრის ნებისმიერ სიტყვას მახვილით ნუ დახვდებით. მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე გამოხატეთ უკმაყოფილება - თქვენ აუცილებლად გაგიგებენ, ურთიერთობაში ჰარმონიასა და სიმშვიდესაც მიაღწევთ. გახსოვდეთ: ლოიალურობა და მოთმინება ყველაზე მაღლა დგას! თუ ამ თვისებებს ფლობთ, ცეცხლოვანი მამალი თქვენი ბედნიერებისთვის იზრუნებს. ასტროლოგები გირჩევენ ცვლილებებისთვის მოემზადოთ - დადგა დრო თქვენი ხასიათის გაუმჯობესებისა.

მანდილოსანი კუროებისთვის მთავარ როლს ოჯახი შეასრულებს. ამ წელს, როგორც უნდა მოინდომოთ, თქვენს ცხოვრებაში  ნათესავების ჩარევას ვერაფერს მოუხერხებთ - ისინი გამუდმებით მოგცემენ რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათი მხრიდან თქვენს საქმეებში ცხვირის ჩაყოფას ნუ მიიღებთ ძალიან ემოციურად, უმჯობესია მოუსმინოთ უფროსების რჩევებს - ამ გზით შეძლებთ მტკივნეული და უპერსპექტივო ურთიერთობების თავიდან აცილებას.

თავისუფალი კუროებისთვის ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობას ამზადებენ. იყავით მუდმივ მზადყოფნაში - სერიოზულად იზრუნეთ საკუთარ გარდერობზე და გარეგნობაზე. 

შვილებიანი კუროები შეძლებენ ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას - პატარა თქვენს თხოვნებზე მაშინვე მოახდენს რეაგირებას და ყურადღებით მოეკიდება თქვენს ყოველ შენიშვნას და სწავლებას.

alt

ტყუპები.

წელს თქვენი სასიყვარულო საქმეები მდიდარი და დინამიური იქნება.  ზამთრის პერიოდში ხელთათმანებივით  შეძლებთ პარტნიორების გამოცვლას, თუ ამისი სურვილი გექნებათ. მაგრამ დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ასეთი ცვალებადობა და არასტაბილურობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. თუ მეწყვილე უკვე გყავთ, თქვენი ემოციურობა, ფლირტისადმი მიდრეკილება და მეტისმეტი კეკლუცობა, პარტნიორთან კამათის საბაბი გახდება. ტყუპებს ეს წელი ბედნიერებას გიქადით სასიყვარულო სფეროში, თქვენ განებივრებული იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებით.

მანდილოსან ტყუპებს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მაშინაც კი, თუ თქვენი მამაკაცი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული რომანტიკულობით, გაზაფხულზე მას თქვენი განებივრების სურვილი მოემატება - მოგიწევთ რესტორნებში სიარული, ძვირფასი საჩუქრები, მოულოდნელი მოგზაურობები და ხელის თხოვნაც კი. მადლიერებით მიიღეთ მისი მიპატიჟება მაშინაც კი, თუ სხვა ქალაქში გამგზავრება თქვენს დისკომფორტს გამოიწვევს. კეთილი ზრახვების დაუფასებლობა და უმადურობა მარტო კონფლიქტს კი არ გიქადით, მას საერთოდ გაუქრობს სურვილს როდესმე რამე გაგიკეთოთ.

მამაკაც ტყუპებსაც დიდი წარმატება ელით სასიყვარულო ფრონტზე, მაშინაც კი თუ საკმაო ხანია ქორწინებაში იმყოფებიან. დაფიქრდით, ღირს თუ არა თავგადასავლების ძიება ოჯახს გარეთ. დაუფიქრებელი ნაბიჯები სულ რაღაც რამდენიმე დღეში ძალიან სანანებელი გაგიხდებათ. გახსოვდეთ, რომ 2017 წელს ნებისმიერი ტყუილი გამოაშკარავდება, თქვენ კი კონკურენტი გამოგიჩნდებათ, რომელიც ნებისმიერი ქალის ყურადღების ღირსი შეიძლება გახდეს.

მღელვარე წელი გელოდებათ - მშვიდ პერიოდს აუცილებლად ხმამაღალი კონფლიქტები შეცვლის ხოლმე, მაგრამ შერიგების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. თქვენ აუცილებლად სწორ დასკვნებს გააკეთებთ და შეძლებთ დროულად შეიტანოთ კორექტივები საკუთარ ქცევებში.

შვილებიან ტყუპებს ბავშვების აღზრდის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. წლის შუა პერიოდში შეამჩნევთ, რომ ბავშვი რაღაცის გამო ღელავს. ამ შეგრძნებას ნუ წაუყრუებთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ და დაადგინეთ მიზეზი, რომ მომავალში ის უამრავი პრობლემისაგან იხსნათ.

alt

კირჩხიბი.

ვარსკვლავები ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე წელს გპირდებიან. წლის პირველი ნახევარი რომანტიკით, მღელვარე განცდებითა და მკაფიო ურთიერთობებით იქნება გამორჩეული, რაშიც ემოციური კირჩხიბები მთელიანად ჩაიძირებით. ნუ მოწყდებით რეალობას, თორემ იმედგცრუება არ აგცდებათ. დაოჯახებული კირჩიბები მოულოდნელად ძალიან ეჭვიანები გახდებით. ისწავლეთ იმპულსების მოთოკვა და რეალობის ფანტაზიისგან გარჩევა იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის თქვენი სტრატეგიაა: „ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ". მხოლოდ სრული ურთერთგაგება შეგიქმნით სახლში კომფორტს. მიუხედავად საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან წარმატებისა, იზრუნეთ იმაზე, რომ საღ აზრზე დარჩეთ: ისწავლეთ სამუდამო ნამდვილი სიყვარულისა და მოკლევადიანი უპერსპექტივო ურთიერთობების ერთმანეთისაგან გარჩევა. 

მამაკაც კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ მეტი ისაუბრონ საყვარელ ადამიანთან. მეორე ნახევარი ელოდება აუხსნათ მიზეზები თქვენი ქცევებისა და განწყობის უეცარი ცვლილებებისა. თუ ყველაფრის გარკვევას შეძლებთ, წლის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან უამრავ თბილ საღამოს გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება საცხოვრებელის უსაფრთხოებას დაუთმოთ. გამონახეთ დრო და შეამოწმეთ ელექტროგაყვანილობებისა და მილების მდგომარეობა. თუ წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიქმნება, თქვენი რჩეული აუცილებლად დაგადანაშაულებთ ამ საკითხების მიმართ უყურადღებობაში. 

მანდილოსან კირჩხიბებს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ძალიან ჰარმონიული პირადი ცხოვრება გელით. საყვარელ ადამიანთან დამყარებული ურთიერთგაგება საოცრებებს ჩაგადენინებთ. საკუთარ თავში კარგად გაერკვევით, ემოციურ წონასწორობასა და კოფორტულ სულიერ მდგომარეობას შეიქმნით. სხვათა შორის, თუ ახალი დივანის ან საცხობი ღუმელის შეძენა მოგინდებათ, თამამად შეგიძლიათ მისი ყიდვა ზაფხულის ბოლოსთვის დაგეგმოთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან გონივრულ ფასად შეიძინოთ ყველაფერი სახლისა და ოჯახისათვის.

შვილებიან კირჩხიბებს ბავშვების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ. განსაკუთრებული სიმწვავით სწავლასთან დაკავშირებული საკითხები დადგება. ამიტომაც ნუ დაიზარებთ პერიოდულად სკოლაში ვიზიტებსა და მისი ნიშნების გაცნობას. 2017 წელი კარგი დროა შემოქმედებითი უნარების რეალიზებისათვის. გაერკვიეთ რა უნარებს ფლობს თქვენი შვილი და ჩაწერეთ შესაბამის წრეზე რათა ხელი შეუწყოთ მის მომავალს და თქვენ კი მისი წარმატებებით დატკბეთ.

alt

ლომი.

2017 წელს ლომთა უმეტესობას ახლობელი ადამიანების მიმართ მოთხოვნები ძალიან გაგეზრდებათ. არ ელოდოთ, რომ ამას თქვენი რჩეული ან შვილები მოგიწონებენ. ისწავლეთ ნებისმიერი შედეგით ტკბობა მაშინაც კი, თუ ის უმნიშვნელო იქნება. ეცადეთ შექება არ დაიზაროთ. ახლობელი ადამიანები თქვენგან დამატებით მოტივაციას საჭიროებენ და არა თქვენს მკაცრ კრიტიკას. შეეცადეთ ალერსიანი და კეთილი იყოთ მათ მიმართ.

მამაკაცმა ლომებმა საკუთარი სურვილების ხმამაღლა წარმოთქმა უნდა ისწავლოთ. ტყუილად ელოდებით, რომ ახლობელი ადამიანები თქვენს აზრებს გამოიცნობენ. ზამთარში მეტისმეტი ჩაკეტილობა ოჯახში კონფლიტებს გამოიწვევს. თუ უკმაყოფილო ხართ, ეს მაშინვე გამოხატეთ. არ გინდათ ბრალდებები, უმჯობესია დიპლომატიურად გამოთქვათ სურვილები და წინადადებები. დაივიწყეთ, რომ ოჯახის უფროსი ხართ - მიეცით სხვებსაც ცოტა ხელმძღვანელობის საშუალება. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, წყენები გარდაუვალი იქნება. დაუთმეთ ყურადღება ბავშვებს და მიეცით მათ ცოტაოდენი თავისუფლება.  

მანდილოსან ლომებს ვარსკვლავები პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობის საშიშროებაზე აფრთხილებენ. ამასთან, ეჭვიანობა მარტო სხვა მამაკაცებს კი არა, თქვენს სამუშაოს, გატაცებებსა და დაქალებსაც კი შეეხება. დაუთმეთ საყვარელ ადამიანს ცოტაოდენი თქვენი მეფური ყურადღება, გამორთეთ სახლში სამსახურის ტელეფონი და ნუ უპასუხებთ ზარებს - ამას თქვენი რჩეული სათანადოდ დაგიფასებთ. შემოდგომით ხელსაყრელი პერიოდი დაგიდგებათ სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. თქვენში დიზაინერის ნიჭი გაიღვიძებს და საცხოვრებელის გათანამედროვების გადაულახავი სურვილი მოგეძალებათ. თავისუფლად შეგიძლიათ თავს ამ ექსპერიმენტის უფლება მისცეთ - შედეგი ყველას გააოცებს.

შვილებიან ლომებს მეტი ყურადღება მართებთ ბავშვების მიმართ. იყავით ალერსიანი და ხშირად გაანებივრეთ ისინი თქვენი სითბოთი.

alt

ქალწული.

მამლის წელი აღსანიშნავი იქნება ახლობელი ადამიანების მიმართ გაზრდილი ყურადღებით. ოჯახის ყოველი წევრისათვის მეტი ყურადღება, მხარდაჭერა, მათი ჩივილის მოსმენა, დაგროვილი პრობლემების მოგვარება და ასევე ფინანსური დახმარება მოგიწევთ. ნუ იდარდებთ - საამისო ძალები და ფინანსები გექნებათ. წლის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით საყვარელი ადამიანისაგან. დაოჯახებულ ქალწულებს შეუძლიათ ღირებული შენაძენიც დაგეგმონ - ეს გამორჩეულად წარმატებული იქნება. განსაკუთრებით შეეცადეთ შვებულება მოიწყოთ და სადმე წახვიდეთ მეორე ნახევართან ერთად. ასეთი დასვენება დასამახსოვრებელიც იქნება და ძალებსაც შეგმატებთ.

მანდილოსან ქალწულებს ოჯახზე სანერვიულო არაფერი აქვთ - ურთიერთგაგება საყვარელ ადამიანთან იშვიათი ჰარმონიულობით იქნება აღსანიშნავი. თამამად შეგიძლიათ ამ წელს თხოვნები გამოთქვათ, გაგანებივრებენ და მათ შესრულებაზე უარს არ გეტყვიან. მთავარია ყოველთვის გამოხატოთ მადლიერება. თქვენი რჩეულისთვის სწორედ ეს იქნება საუკეთესო მოტივაცია მომავალში მეტს რომ მიაღწიოს.

მამაკაცი ქალწულები მაქსიმალურ რეაგირებას უნდა შეეცადონ ამ წელს. ნუ დაივიწყებთ რომანტიკას - მაგალითად, სადილის ორგანიზება სანთლების შუქზე დაგეხმარებათ განელებული გრძნობის ასაგიზგიზებლად. თქვენს შესაძლებლობებზე, თავაზიანობასა და ყურადღებიან დამოკიდებულებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ნუ გაუყრუებთ პატარ-პატარა თხოვნებს და ყურადღებით მოეკიდეთ ყველა პრობლემას.

შვილებიან ქალწულებს მეტი ყურადღება მართებთ ბავშვების მიმართ. განსაკუთრებული ძალისხმევა მათი სწავლის საკითხებში დაგჭირდებათ. ნუ დაიზარებთ სკოლაში ვიზიტებსა და ნიშნების გაცნობას.

alt

სასწორი.

იმისათვის, რომ ურთიერთობა სტაბილურობისა და სიმტკიცის რელსზე დასვათ, საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. ახალი ავანტიურები კარგს არაფერს მოგიტანთ - დაჯერდით იმას, რაც გაქვთ და ნუ გადაეშვებით სარისკო თავგადასავლებში. გახსოვდეთ, რომ გრძნობა გამუდმებით საჭიროებს გამოკვებას. მოუწყვეთ თქვენს რჩეულს რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე. აუცილებლად დაინტერესდით ხოლმე მისი საქმიანობით ან წამოიწყეთ საერთო ჰობი. შეეცადეთ მეტად დაისვენოთ, მეტი დრო გამონახოთ და ესაუბროთ მას.

მამაკაცი სასწორებისთვის საჭიროა სანდო ურთიერთობა შეუქმნან თავიანთ პარტნიორს. დააფასეთ ის, რაც ახლა ხდება თქვენს შორის - წარსული მარცხი აიძულებს მას ეჭვი შეიტანოს თქვენს გრძნობაში. იყავით თქვენი რჩეულისთვის ძლიერი და საიმედო მამაკაცი - ამ მცდელობას ღირსეულად დაგიფასებენ. გაზაფხული ხელსაყრელი პერიოდია ერთობლივი მოგზაურობისათვის, მაგრამ არა ნათესავებთან - უმჯობესია დასვენების დღეები მოიწყოთ მხოლოდ ორმა, განმარტოვებულ სასტუმროში. ჰოროსკოპი გპირდებათ, რომ ერთად გატარებული დრო უამრავ სახალისო თავგადასავალს მოგიტანთ და თბილ მოგონებებს დაგიტოვებთ.

მანდილოსანი სასწორები ნუ დაუთმობთ დიდ დროს დაქალებთან შეკრებებსა და წვეულებებს - თქვენი რჩეულის ხშირად მარტო დატოვებით მას გაანაწყენებთ. აი, ერთობლივად წასვლა კინოში ან საერთო მეგობრებთან, თქვენს კავშირს უფრო გაამყარებს. და ნუ დაგავიწყდებათ აკონტროლოთ სიტყვები - მკვეთრი გამოთქმები და იმპულსურობა სასიკეთოდ არ წაგადგებათ. შემოდგომით მიყენებული წყენა განსაკუთრებით საშიშროების შემცველია, რადგან ეს გაცილებით დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.

შვილებიან სასწორებს ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ მათ დასასვენებლად ყოფნის დროს. ზაფხულში ნუ მიატოვებთ უყურადღებოდ, რადგანაც მოულოდნელი ნაცნობობა შესაძლოა მათთვის ცუდი გავლენის მატარებელი იყოს. უმჯობესია ისინი ბებია-ბაბუასთან გააგზავნოთ სოფელში, ან ზაფხულის სკოლაში ჩაწეროთ.

alt

მორიელი.

ვარსკვლავები გირჩევენ მეტად გაამახვილოთ გონება. ნებისმიერი გაუფრთხილებელი ნაბიჯი ორაზროვან შედეგებს მოგიტანთ. შინაურების მხრიდან ღია პროვოკაციების რისკი არსებობს. ეს რისკი განსაკუთრებით გაიზრდება წლის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი კი პირიქით, სიმშვიდით ხასიათდება. თუმცა თქვენ მოგიწევთ ლიდერის როლი აიღოთ საკუთარ თავზე და თავად განსაზღვროთ ოჯახის წევრებს შორის ვალდებეულებები და დავალებები. დადგა დრო, ყველას აჩვენოთ ვინ არის ოჯახში უფროსი!

მამაკაცი მორიელები მამლის წელს არნახულ ავტორიტეტს მოიხვეჭთ - ნებისმიერი თქვენი სიტყვა საჭირო ყურადღებით იქნება აღქმული. ოჯახის წევრებიც სწორედ თქვენგან მოელიან შექებას თავიანთ მიღწევებზე. ნუ დაიშურებთ კეთილ სიტყვებს და მთელი გულით გამოხატეთ სიხარული მათ წარმატებებზე. ასტროლოგები გირჩევენ მოზომოთ კრიტიკა. თუ შენიშვნების რაოდენობას არ შეამცირებთ, თქვენი რჩეული შესაძლოა სერიოზულად განაწყენდეს.

მანდილოსან მორიელებს ოჯახში მეტი დროის გატარება მოგინდებათ.  თქვენ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ დასვენების დღეები. ცეცხლოვანი მამალი ახალი იდეებით მოგამარაგებთ. ზაფხულში რეგულარულად ისეირნეთ ბუნებაში.

შვილებიან მორიელებს ნუ დაგავიწყდებათ ბავშვების შექება მათი წარმატებისას. ისინი გამუდმებით გაგახარებენ სწავლაში თავიანთი მიღწევებით.

თავისუფალი მორიელები გამუდმებული ყურადღების ცენტრში იქნებიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაგან. წლის პირველ ნახევარში საბედოსთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცემათ. ყურადღებით გადახედეთ გარშემომყოფებს. ერთ-ერთმა ყოფილმა თაყვანისმცემელმა შესაძლოა დაქორწინებაზე წინადადება შემოგთავაზოთ.

alt

მშვილდოსანი.

მეორე ნახევართან ურთიერთობაში მშვიდოსნებს დელიკატურობა მოგეთხოვებათ. უადგილო ხუმრობები ხანგრძლივ წყენებს გამოიწვევს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ზედმეტი კეკლუცობა კი - ეჭვიანობის მღელვარე გამოვლინებას. ნუ აეჭვიანებთ საყვარელ ადამიანს - ეს სიკეთეს არ მოგიტანთ.

მამაკაცი მორიელები მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ოჯახურ დასვენებებს. დაივიწყეთ რეგულარული შეკრებები საძმაკაცოსთან და კინოში წადით ხოლმე ოჯახური ფილმების საყურებლად, მოამზადეთ სადილი შინაურებისთვის და ნუ დაივიწყებთ მშობლების მონახულებას. მარტოხელა მშვილდოსნები ადვილად გაიცნობთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ამაში მომხიბვლელობა და სხარტი იუმორი დაგეხმარებათ. მაგრამ ნუ მოცდებით წვრილმანებზე - საზაფხულო რომანი ხანმოკლე იქნება. ზამთარში კი შესაძლოა სერიოზული გრძნობა გეწვიოთ. წლის ბოლოს მოსალოდნელია შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას მოისურვებთ.

მანდილოსან მშვილდოსნებს ცეცხლოვანი მამალი უამრავ საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ ბრმად ნუ გადაეშვებით მორევში, გამოიჩინეთ სიფხიზლე, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.  სიცრუის განსაკუთრებით დიდი რისკი გაზაფხულის დასაწყისში არსებობს. დაოჯახებულ მშვილდოსნებს შეგიძლიათ ოჯახური სიმყუდროვით დატკბეთ. მეუღლე მთელი წლის განმავლობაში გაგანებივრებთ თავისი ყურადღებით. თუ დიდი ხანია საკუთარ ავტომობილზე ოცნებობდით, ზაფხულში შეგიძლიათ მინიშნება გაუკეთოთ თქვენს პირად „თოვლის პაპას" სასურველ საჩუქარზე.

შვილებიან მშვილდოსნებს ბავშვებთან ყურადღებით ყოფნა გმართებთ - ადვილი შესაძლებელია რომ პრობლემები მწიფდებოდეს აღზრდის საკითხებში. ნუ გადაწყვეტთ კონფლიქტებს დასჯის მეთოდით - შეეცადეთ მოისმინოთ მათი ახსნა და გაიგოთ პრეტენზიების არსი. ამ წელს თქვენ შეგიძლიათ ბავშვებთან ნდობაზე აგებული ურთიერთობა დაამყაროთ.

alt

თხის რქა.

მამლის წელი თხის რქებისგან საყვარელი ადამიანის მიმართ გაზრდილ ყურადღებას მოითხოვს. გამუდმებული მოუცლელობა და საქმეებით დატვირთვა სამსახურში, შესაძლოა წყენების, ჩხუბისა და ურთიერთობის შესამჩნევი განელების მიზეზი გახდეს. თქვენს რჩეულს ამ წელს შეუძლია მართლაც სასარგებლო საქმიანი რჩევები და რეკომენდაციები მოგცეთ. ამიტომ მოუსმინეთ მას და გააკეთეთ სწორი დასკვნები. დაუთმეთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ნუ დაანგრევთ ურთიერთობას.

მანდილოსან თხის რქებს ზამთარში დაუდგებათ ხელსაყრელი პერიოდი ახალი ნაცნობობისათვის. ძველი ნაცნობებიც კი შეამჩნევენ როგორი საყვარელი და მომხიბვლელი ხართ. ასე, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაგან გაძლიერებული ყურადღება გარანტირებული გაქვთ. ამან შესაძლოა პარტნიორის ეჭვიანობა გამოიწვიოს. ერიდეთ სხვა მამაკაცებთნ კეკლუცობას.

მამაკაცი თხის რქებისთვის განსაკუთრებით წარმატებული შემოდგომა გახდება. მარტოხელა მამაკაცებისთვის ეს პერიოდი მდიდარი იქნება ახალი სასიყვარულო ნაცნობობით. უკვე დაწყვილებულ თხის რქებს კი ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი ელით. სასიამოვნოდ გააოცეთ თქვენი მეორე ნახევარი. ნუ დაივიწყებთ მათ ყვავილებით, საჩუქრებითა კომპლიმენტებით განებივრებას და გაგიკვირდებათ, რამდენად კომფორტული შემოთავაზებები ექნება მას მადლიერების ნიშნად. წლის ბოლოს ხშირად შეხვდით ხოლმე მშობლებს. ისინი თქვენს რჩევებსა და დახმარებებს საჭიროებენ.

შვილებიანი თხის რქები ძალიან კმაყოფილი იქნებიან ბავშვების მიღწევებით და ქცევებით. ნუ იქნებით ძალიან დესპოტი აღმზრდელობით პროცესებში - ეს დადებით შედეგებს არ მოიტანს, მათთან ურთიერთობა კი შეიძლება გაამწვავოს. ზაფხული საუკეთესო დროა საოჯახო საქმეების დასავიწყებლად და საკუთარი თავის მისახედად.

alt

მერწყული.   

პირადი ცხოვრება 2017 წელს მერწყულებისთვის ურთიერთობების მღელვარე განხილვების სფეროდ იქცევა. სკანდალების რისკი მომატებულია. მოემზადეთ მათ ჩასაქრობად დაწყებისთანავე, რომ მერე უარყოფითი შედეგები არ მოიმკათ. საუკეთესო სტრატეგია - სიმშვიდე, აუღელვებლობა და მომხდარის მიმართ ფილოსოფიური მიდგომა იქნება. ნუ აიცილებთ პასუხისმგებლობას და ნუ დააბრალებთ მეორე ნახევარს, რომ ვერ გიგებთ. იფიქრეთ იმაზე, რომ თავად არ უთმობთ მას საჭირო ყურადღებას. შესთავაზეთ დასხდეთ ერთად ფინჯან ყავაზე და ისაუბროთ, გაერკვეთ სიტუაციაში. დიალოგი ყველაზე კარგი გამოსავალია და ნუ გადადებთ მას გაურკვეველი ვადით.

მამაკაც მერწყულებს თუ რამე გაქვთ დასამალი მეორე ნახევართან, ამ წელს ვერანაირი ალიბები ვერ გიშველით - ცეცხლოვანი მამალი ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას. ეს განსაკუთრებულად ეხებათ იმ მამაკაცებს, რომლებიც თავიანთ რჩეულს ღალატობენ. ამიტომაც ძალები უნდა მოიკრიბოთ, გაწყვიტოთ ეს უპერსპექტივო კავშირი და მიუძღვნათ თავი ოჯახს.

მანდილოსანი მერწყულები მასობრივი წამოწყებების ორგანიზატორებად იქცევით ამ წელს. თქვენ ნებისმიერი ოჯახური დღესასწაულის მოწყობას არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს. არ დაგავიწყდეთ, საჭირო ყურადღება მეორე ნახევარსაც დაუთმოთ. ზაფხულში ერთობლივი დასვენება უფრო დაგაახლოვებთ, ამიტომაც აუცილებლად გამონახეთ ხოლმე დრო კინოში ან რესტორანში წასასვლელად. გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანის სურვილები - საშუალება მიეცით თვითონ აირჩიოს ფილმი ან რესტორანი. თქვენგან მხოლოდ პატარა დათმობაა საჭირო და დივიდენდი კი უზარმაზარი გელოდებათ.

შვილებიანმა მერწყულებმა ყურადღება უნდა დაუთმოთ ბავშვების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. სამუშაო დღის ბოლოს ჯერ ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარეთ, გაისეირნეთ მათთან ერთად, ესაუბროთ. მხოლოდ ამის შემდეგ  შეგიძლიათ მოიკალათოთ ტელევიზორთან და მოდუნდეთ.

alt

თევზები.

2017 წელს პირადი ურთიერთობების სფერო ნერვული დაძაბულობით ხასიათდება. სასიყვარულო ფრონტზე ჩხუბი და უკმაყოფილება გელით. თევზებმა დიდი ძალისხმევა უნდა გასწიონ რთული ზამთრის გადასაგორებლად. პარტნიორი თითქოსდა სპეციალურად მოგიწყოთ სკანდალების პროვოცირებას. ვარსკვლავები გირჩევენ მოთმინებით აღიჭურვოთ და პროვოკაციას არ აჰყვეთ. გამოიჩინეთ გონიერება, სიმშვიდე და მხოლოდ ასე შეძლებთ პრობლემური პერიოდის გავლას ურთიერთობის დანგრევის გარეშე. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული დიალოგი სიმშვიდისა და ჰარმონიის გარანტიაა წყვილის ცხოვრებაში.

მამაკაც თევზებს ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან სასიყვარულო საკითხებში. განსაკუთრებით მკაფიო და მსუყე შემოდგომის პერიოდი იქნება - მარტოხელა თევზები პარტნიორს გაიჩენთ, ხოლო დაქორწინებულნი ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადახვალთ. ვარსკვლავები მეტი ინიციატივისკენ მოგიწოდებენ - დაპატიჟეთ თქვენი რჩეული რომანტიკულ შეხვედრაზე, აჩუქეთ კომპლიმენტები, გაანებივრეთ სიურპრიზებით და საჩუქრებით. თქვენი საქციელი შესაბამისი მადლიერებით იქნება მიღებული და საპასუხო სასიამოვნო რეაქციაც არ დააყოვნებს. 

მანდილოსანი თევზები სასიყვარულო საქმეებში ცეცხლოვანი მამლისგან მფარველობას მიიღებთ. ის უკვე გიმზადებთ საინტერესო შეხვედრას, რომელიც, შესაძლოა, თქვენი ბედი გახდეს. მთავარია, ურთიერთობის განვითარებას ხელი არ შეუშალოთ და ის თანდათანობით გაღრმავდება.

დაოჯახებული თევზები გაზაფხულის დასაწყისში საკუთარ თავში შემოქმედებით უნარებს აღმოაჩენთ და გარემოს შეცვლას მოისურვებთ. მიჰყევით ამ სურვილს. შინაურები და ახლობელი ადამიანები სიამოვნებით დაგეხმარებიან ცხოვრებისეული გეგმის განხორციელებაში. გამოიყენეთ ოჯახური დასვენების ყოველი შესაძლებლობა. თბილ დღეებში ხშირად მოაწყვეთ პიკნიკები, ოჯახური სადილები, ესტუმრეთ მშობლებს. 

შვილებიანი თევზები თავს ლაღად იგრძნობენ. ბავშვები ფაქტიურად არ მოითხოვენ ყურადღებას სწავლის პროცესში და თავისი მიღწევებით ყოველთვის გაგახარებენ.

 

ავტორი: ემილი

2016-11-30.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO