ვერძი. დღეს სამუშაო ადგილის ორგანიზება მოგიწევთ. მოაწესრიგეთ ყველაფერი. შესაძლოა ხარჯის გაწევა და რაღაცის ყიდვა მოგიხდეთ. წარმატებული დღეა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისთვის. კარგი იქნება გაესინჯოთ ექიმს და გადაამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ეწვიეთ სტომატოლოგს.
კურო. დღეს განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე საყვარელს - საკუთარ თავს დაუთმეთ! მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები, ფიზიკური ვარჯიშები - ძალიან მოგიხდებათ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები იმისათვის, რომ არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ ან პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.
ტყუპები. ამ დღეს არაა გამორიცხული შეცდომები ან უსიამოვნებები პროფესიულ საქმიანობაში. შეეცადეთ რაც შეიძლება ფრთხილად მოეკიდოთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. დიდია ალბათობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარ-პატარა პრობლემებისა. ძალიან გავნებთ ჭარბი კვება.
კირჩხიბი. სწორედ დღეს არის მოსალოდნელი დამაინტრიგებელი წინადადების მიღება. ძალიან მოულოდნელად გეწვევათ იდეა, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტთ.
ლომი. გინდათ ბევრი ფული გამოიმუშავოთ? მაშინ ნუ იზარმაცებთ! როგორც ჩანს, ფილოსოფიური ქვა, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე ეძებდნენ ალქიმიკოსები, დღეს თქვენს ხელში აღმოჩნდება. სხვა შემთხვევაში ვერაფრით ახსნით იმას, რომ ყველაფერი მოგებას მოგიტანთ, რასაც კი შეეხებით.
ქალწული. ჯანსაღი ცხოვრების წესი - აი, რა არის თქვენი დევიზი! კარგი იქნება დილის ვარჯიშით დაწყება. შემდეგ შეგიძლიათ კოსმეტიკურ სალონს ეწვიოთ. სამსახურში უმნიშვნელო სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გონივრულად მიიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი მოგვარდება.
სასწორი. ამ დღეს კარგი იქნება გარკვეული დროით დაივიწყოთ ყველა საქმეს და პრობლემა, მოდუნდეთ და კარგად დაისვენოთ. არაა გამორიცხული ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრა. ამასთანავე გელით უსიამოვნო მომენტებიც - პრობლემები ოჯახში. სცადეთ გარემოს შეცვლა და ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს.
მორიელი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემნებისა და წვეულებებისათვის. თქვენ შეხვდებით უამრავ საინტერესო და სასარგებლო ადამიანებს. ნუ მოგერიდებათ მათთან ნაცნობობის გაბმა. ეს ნაცნობობა თქვენთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. ასევე სასურველია სალონში ვიზიტი და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.
მშვილდოსანი. ნებისმიერი საუბარი დღეს შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. აფსოლიტურად შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.
თხის რქა. თქვენ ძალიან ხშირდ ექცევით ხოლმე სხვისი გავლენის ქვეშ. ზოგჯერ გვერდიდან უკეთ ჩანს სიტუაცია, ამიტომაც მეგობრული რჩევები შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ... იქნებ ამ ადამიანებს, ასე თუ ისე, საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ?! ამაზე დაფიქრდით.
მერწყული. რთული დღე გელით. შესაძლებელია საკუთარი შეხედულებების დაცვა მოგიხდეთ. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აუწიოთ ხმას. ეს, უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც, გამარჯვებას გიქადით. მოსალოდნელია კონფლიქტები მეზობლებთან ან ახლობელ ადამიანებთან. ერიდეთ ამ დღეს მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლას, ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს.
თევზები. თქვენ აქტიური, საინტერესო მოვლენებითა და ადამინებით გაჯერებული დღე გელით. გუნდში უთანხმოებები და განხეთქილებებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ მღელვარე რეაგირებას არ მოახდენთ, ყველაფერი თავისთავად ჩაცხრება. საღამოს განმარტოვდით, მოდუნდით და დაფიქრდით მომავალზე.
ავტორი: ემილი.
2021-01-27.
წყარო |