ვერძი. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები და წარუმატებლობები გელით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს. შესაძლოა დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით. პირად ცხოვრებაშიც ბევრი შეცდომები და გაუგებრობები, სასიყვარულო იმედგაცრუება, ეჭვიანობა ან წყენები გელით.
კურო. იდეალური დროა სასაუბროდ. დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია, გაიზიარეთ ცოდნა. მოყევით თქვენს განცდებზე მაგრამ ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. დღეს კარგ ეფექტს მოგცემთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, სუნთქვითი ვარჯიშები, საუნა და არომათერაპია. ერიდეთ თმების შეჭრას ან შეღებვას.
ტყუპები. ორმაგად ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დღეა ტყუპებისათვის. დღის პირველ ნახევარში თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ, გექნებათ სიცოხცლის ხალისი. დღის მეორე ნახევარში კი ეს იმედგაცრუებითა და უკმაყოფილების შეგრძნებით შეგეცვლებათ. ამიტომაც თქვენთვის რთული იქნება ადამიანების სწორად შეფასება და გონივრულად მოქმედება. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს არასასიამოვნო ამბავს შეიტყობს.
კირჩხიბი. ეს დღე შეგიძლიათ სხვადასხვაგვარი პრობლემების მოგვარებას მიუძღვნათ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. დღის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო იდეები გეწვევათ. არ გირჩევთ ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღებას.
ლომი. დღის განმავლობაში ყველა გაჭირვებულის დახმარების სურვილი გექნებათ. თქვენ შეძლებთ კეთილი საქმეების კეთაბას, მაგრამ ამასთანავე ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს.
ქალწული. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმეებისა და მღელვარე კამათისაგან, ნუ აჰყვებით ცდუნებას. არ ღირს დაპირებების გაცემა, - მის შესრულებას ვერ შეძლებთ. საკვები პროდუქტებისგან მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, ყურადრება გამოიჩინეთ მათი არჩევისას.
სასწორი. ბოლო დროს თქვენ კამიკაძესავით მოქმედებთ. ნუ ფიქრობთ შედეგებზე და ნუ აქცევთ მეტისმეტ ყურადღებას გარშემომყოფ ადამიანებს. იქნებ მათთვისაც მტკივნეულია, - ამაზე გიფიქრიათ?! ამ დღეს სიტუაციის გამოსწორება შეგიძლიათ.
მორიელი. ყველა სფეროში ხელსაყრელი დღე გელით. თქვენი შრომისუნარიანობა დღეს დაჯილდოვდება. შესაძლოა ყველაზე სანუკვარი ოცნება აგიხდეთ. პარტნიორების მხარდაჭერა წარმატებას უქადის თქვენს ყველაზე თამამ წამოწყებას. პირად ცხოვრებაში ახალი ამურული ნაცნობობა გელით. თუ ამ დღეს უკვე მრავალჯერ ნანახი სიზმარი გესიზმრათ, აგისრულდებათ.
მშვილდოსანი. დღეს ენერგიის სერიოზული ხარჯვა გელით. არ ღირს დიდი ხნით ყოფნა ხალხმრავალ ადგილას. პირადი ურთიერთობები შეიძლება დალაგდეს. აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ და თავადვე გააკეთეთ აუცილებელი მობოდიშება. არ არის სექსისთვის შესაფერისი დღე, განსაკუთრებით ქორწინების გარეშე.
თხის რქა. ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად აკეთოთ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ან პროექტი. აიყვანეთ მოკავშირედ ვინმე სამსახურეობრივი გუნდიდან. ისინი მადლობას გეტყვიან.
მერწყული. ჭკუიდან შემშლელი დღე გელით. არეულობა და გაურკვევლობა დილიდანვე წყობილებიდან გამოგიყვანთ. მაგრამ თუ დამშვიდებას შეძლებთ, დაგეგმავთ საკუთარ მოქმედებებს და მკაცრად მიჰყვებით ამ გეგმას, საღამოსთვის ყველაფერს მოასწრებთ. კარგი იქნება თუ ამ საღამოს მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ.
თევზები. დღეს მთავარია არაფერი აურიოთ და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. თუ მთავარზე ორიენტირებას სწორად შეძლებთ, მარტივად დაძლევთ ნებისმიერ სირთულეს. ხელსაყრელი დღეა სამომავლო საქმიანობისათვის. სასარგებლო იქნება საუბრები მეგობრებთან და ნათესავებთან. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო სიურპრიზები. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ ცვლილებებსაც გიწინასწარმეტყველებენ.
ავტორი: ემილი.
2021-01-30.
წყარო |