ინგრედიენტები:
კვერცხი - 1 ცალი, (ან 2 კვერცხის გული)
ზეთი - რაფინირებული, მზესუმზირის ან ზეითუნის - 200 მლ-მდე;
მდოგვი - 0,5 ჩ/კ - ან გემოვნებით.
მარილი - 0.5 ჩ/კ;
შაქარი - 0,5 ჩ/კ;
ლიმონის წვენი - 1 ს/კ.
მომზადების წესი:
პირველ რიგში უნდა ეცადოთ, რომ ყველა ინგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის. მაიონეზი მზადდება მიქსერის განუწყვეტელი თქვეფით მაქსიმუმ 5 წთ-ის განმავლობაში, სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებთ:
ავიღოთ კვერცხი, დავაშოროთ გული და ცილა. ჯერ ცილა ვთქვიფოთ სანამ გათეთრდება და გასქელდება, შემდეგ დავუმატოთ მარილი, შაქარი და მდოგვი. ამის შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული, კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა ვამატოთ ზეთიც (რაც უფრო მეტ ზეთს ვამატებთ, მით უფრო სქელდება მაიონეზი და როცა მისი სისქე მოგეწონებათ, მაშინ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ზეთის დამატება).
თუ შეატყობთ, რომ ის ძალიან გაგისქელდათ, შეგიძლიათ 1 ს/კ ანადუღარი და გაციებული წყალიც დაამატოთ.
სულ ბოლოს ემატება ლიმონის წვენი, რომელიც მაიონეზს ფერს უცვლის, ათეთრებს და ზეთის გემოს უკარგავს.
პს: თუ მხოლოდ კვერცხის გულით ამზადებთ მაიონეზს, თავიდანვე იწყებთ მათ გათქეფას, სანამ არ გასქელდება და გათეთრდება. ამის შემდეგ ამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
ამ რეცეპტით მიიღებთ დაახლოებით 300 მლ-მდე მაიონეზს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში, ან შეინახოთ მაცივარში 2 დღის განმავლობაში. მისი მომზადება იმდენად მარტივია, რომ აღარასოდეს მოგინდებათ კონსერვანტებითა და არომატიზატორებით გაჯერებული მაიონეზის ყიდვა მაღაზიებში.
ავტორი: ემილი.
2017-01-30. |