მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    თებერვალი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
არტურ რემბო

ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს დღეს...

მაშ ასე: - არტურ რემბო...

ჟან ნიკოლა არტურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud)

ჩვენს მწირ ვიკიპედიას თუ გადავხედავთ - საქმიანობაში უწერია: პოეტი, იარაღით მოვაჭრე, მკვლევარი და მწერალი.

დავამატებდი: პატიმარი, სამხედრო, დეზერტირი, ქვის სამტეხლოს თანამშრომელი, ყავის ბიზნესის პიონერი... საოცარი გზა განვლო კაცმა, რომელიც პოეზიას, ფაქტობრივად, 21 წლის ასაკში დაემშვიდობა და მაინც შეძლო საკუთარი შემოქმედებითი გავლენა მოეხდინა სიმბოლიზმზე, დადაიზმზე, სიურეალიზმზე... მისი ორიგინალური ენის და სტილისტიკის ზეგავლენა იგრძნობა რიგ შემოქმედებზე შემდეგ თაობებში...

 

მინდა, მის მშობლებზე, უფრო ზუსტად - დედაზე მოვყვე (მამის ,,მონაწილეობა" პოეტის ბიოგრაფიაში საერთოდ სახსენებელი არაა)...
ძალიან საინტერესო მინიშნებები აქვთ ბიოგრაფებს ამ ქალბატონთან დაკავშირებით. - ცოცხალი ქმრის ქვრივად წოდებული (საკუთარ თავს - რემბოს ქვრივად მოიხსენიებდა) - დაბალ და სქელშუბლიანი (რა საინტერესო მეცნიერებაა ეს ანთროპოლოგია. თუ გადავხედავთ ადამიანის ევოლუციის ეტაპებს  ადრეულიდან გვიანამდე, შუბლის სიმაღლე იზრდება... no comment...) - 5 შვილის დედა (აქედან - ერთი ქალიშვილი - ვიტალი - ადრე გარდაიცვალა და სწორედ მის გვერდით დაიკრძალა შემდგომში არტური), ძალიან თავისებური და მკაცრი მეთოდებით ზრდიდა შვილებს, განსაკუთრებით - არტურს, მითუმეტეს, როდესაც მიხვდა, რომ მის ნიჭიერებას შეიძლება ერთგვარი ,,სარგებელი" მოეტანა. ჩვენი შემოქმედი ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში უამრავი სალიტერატურო და ასევე რელიგიისმცოდნეობის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

თავად არტური დედას ასე მოიხსენიებს - "Mouth of Darkness" - ,,წყვდიადის პირი" (პირდაპირი თარგმანით) უფრო ალბათ - ,,წყვდიადით მეტყველი" (რაღაც ჰორორ ,,ჟანრიდანაა აშკარად)... ამ ქალბატონისავე გადაწყვეტილებით მას - პერსონალური ,,მენტორი-პედაგოგი" (აი ქოუჩიო - ყველა ნაბიჯზე რომ გვირახუნებენ ამ ტერმინს - ეგ იგულისხმება სავარაუდოდ) ჰყავდა - ჟორჟ იზამბარი, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება - მისი პირველი ლექსები ეხილა და ასევე - პატიმრობიდანაც დაეხსნა ამბოხებული მოზარდი - მატარებლის ბილეთის თანხის გადაუხდელობის და მაწანწალობის ბრალდებით რომ დააკავეს პარიზში...
წარმოუდგენელია - არტურისნაირ ადამიანს გაეძლო იმ სისტემისთვის და სიტუაციისთვის, როგორში ცხოვრებასაც მას აიძულებდნენ... წარმოიდგინეთ, არსებობს დედის წერილი-საყვედური. ადრესატი პედაგოგია და მიზეზი - რატომ წააკითხეს მის შვილს ვიქტორ ჰიუგოს ,,საბრალონი"...  
სამწუხაროდ არტურის ,,გასეირნება" არ დამთავრდა უმსხვერპლოდ - ის კომუნარმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს... ამ ფაქტს ძალიან მძიმე ლექსი ეძღვნება - ,,განძარცვული გული" ("Le Cœur supplicié" ) . გარკვეული მოსაზრებებით არ მინდოდა ამ კონკრეტული ლექსის ამ სტატიაში მოტანა, მაგრამ რამდენადაც ადრესატები - ლიტერატურის მოყვარულები არიან, მგონი ღირს...


განძარცვული გული
"ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე
ჩემი გული ნიკოტინითაა დაფარული:
ისინი რიგ-რიგობით ასხამენ შხეფებს,
ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე.
გულგრილობის ვულგარული ხუმრობების მიღმა
მეზღვაურების ხრინწიანი უწესობა იფარება
"ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე
ჩემი გული ნიკოტინითაა დაფარული.
ბოლომდე ერეგირებული, უხეში, მოუმწიფებელი
მათმა უხამსმა ხუმრობებმა დააქვეითეს.
მესაჭის ჯიხურთან ხედავ მოხატულ ფრესკებს-
ბოლომდე ერეგირებული და მოუმწიფებელი პენისის.
მიეცით ჩემ გულს ძალა, რათა განიწმინდოს, განახლდეს
მას მშვენიერი ტალღები ძირავენ!
ბოლომდე ერეგირებული, უხეში, მოუმწიფებელი
მათმა უხამსმა ხუმრობებმა დააქვეითეს.
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს,
განძარცვულო გულო, რა გავაკეთო?
მთვრალი სლოკინი, ხითხითი, წივილი.
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს-
ჩემი ნაწლავები (თუ რისი გაკეთებაც შემიძლია
მხოლოდ ნარწყევის გადაყლაპვაა) შეინჯღრევიან.
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს,
განძარცვულო გულო, რა გავაკეთო?
/თარგმანი ინგ. - ალექსანდრე გაბელაია/

მისი ცხოვრების შემდეგი ეტაპი იყო - პოლ ვერლენი, რომელმაც არტურის გამო - მეუღლე და ახალშობილი შვილი მიატოვა... და დაიწყო ამ ორის გიჟური რბოლა - სისულელეების კეთებაში... - ,,life spiced by absinthe, opium and hashish.." (როგორი კოქტეილია - აბსენტი, ოპიუმი და ჰაშიში...) არც ,,გაყრა" გამოუვიდათ ,,ადამიანური"... პოლმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა არტური და ამ ბრალდებით 2 წელი იხდიდა სასჯელს...
აქ რეალურად დამთავრდა რემბო - შემოქმედის ცხოვრება და დაიბადა ახალი - სხვა ინტერესების მქონე ადამიანი - რომელმაც ყველა ზემოთ ნახსენები საქმიანობა მოასწრო...
მინდა მის სიკვდილს შევეხო, უფრო ზუსტად, ერთ უცნაურ ფაქტს (ჩემთვის). არასწორად დიაგნოსტირებული, შემდეგ დადასტურებული ოსტეოსარკომით (ძვლის კიბო) გარდაიცვალა - ფეხამპუტირებული, საშინელი ტკივილებით გატანჯული... და მოძღვარი, რომელმაც აზიარა, აღნიშნავდა, რომ არასოდეს უნახავს მსგავსი რწმენა - "I have never seen such strong faith"...
როგორც ჩანს - უძღებმა შვილმა მოახერხა ,,მამასთან" დაბრუნება...
სტატია ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ლამაზი ლექსით - ,,მთვრალი ხომალდით" / "Le bateau ivre" (ფრანგ) "The Drunken Boat" (ინგ.)/ მინდა დავასრულო.


P.S. აქვე აღვნიშნავ, მიუხედავად კარგი თარგმანისა - გივი გეგეჭკორის ამ ლექსის ვერსიაში - ის მთავარი ,,მარილი" იკარგება ერთგვარად.. - თუნდაც - ფრაზა -,, Où pourrit dans les joncs tout un Léviathan" (ფრანგ) ,,nets where in the reeds an entire Leviathan was rotting" (ინგ.) - ქართულ ვერსიაში - უკვე სიტყვა ,,ლევიათანის" გარეშე რჩება... - არადა, თუ ამ სიტყვის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ (ზღვის ურჩხული ან გველეშაპი, რომელიც ღმრთის მიერ დამარცხებულ ბოროტებას განასახიერებს), ტექსტი ცოტა სხვა მნიშვნელობას იძენს.
შესაბამისად, პაოლო იაშვილის თარგმანს შემოგთავაზებთ.


P.S.S. ,,დიდება მოთმინებასა თქვენსა" - ვისაც ეს ჩემი ნაცოდვილარი ბოლომდე ,,შემოგეკითხათ"...

მთვრალი ხომალდი
როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი
აღარ მათრევდენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები:
იღებდენ მიზნათ მათ მყვირალა წითელკანები,
და ტიტველ ტანებს მიაკრავდენ ფერად სვეტებზე.
მე არ ვზრუნავდი არავითარ ეკიპაჟებზე:
მიმქონდა ქერი, ფლამანდიის ინგლისის ბამბა,
როცა გიდებთან ერთად გაჰქრა დიდი ხმაური,
მდინარეები მე მაძლევდნენ მგზავრობის ნებას.
ცოფიან წყალთა ავ ზრიალში, მე იმ ზამთარში,
რომელიც იყო ყრუ ვით ტვინი პატარა ბავშის_
მივქროდი!.. მიწა, კუნძულები დაშორებული
აღარა გრძნობდენ აურზაურს გაჩირაღდნებულს.
ქარმა დალოცა ჩემი ზღვაზე გამოფხიზლება.
ნაფოტზე მჩალტე ათი ღამე ტალღებზე ვხტოდი,
რომელთაც ჰქვიათ მარად მსხვერპლთა მაგორებელნი
და არ მწყდებოდა გული კანდლის სულელ თვალებზე.
როგორც ტკბილია მწიფე ვაშლის წვენი ბავშვთათვის,
ისე მატკბობდა მწვანე წყალით ტანის ავსება.
მან ჩამომრეცხა სქელი, ლურჯი ღვინის წვეთები,
ჩამომაცალა მინარწყევი, საჭე გასტეხა.
და იმის შემდეგ მე ჩავეშვი ზღვის პოემაში,
რომელიც არის განიერი და დავარსკლული,
რომელიც ყლაპავს მწვანე ლაჟვარდს, რომელიც ხშირად
ჩაფიქრებულად იძირება მკრთალი მცურავი.
საცა უეცრად ცისფერობა შეიღებება...
ქერა დღის შუქში გაგიჟება და ნელი რიტმი,
უფრო მაგარი ალკოჰოლზე, ლირებზე ფართო,
საცა დუღდება სიყვარულის მწარე ამბოხი.
ვიცი ცის ელვა და ქარცეცხლი, ვიცი გრაგანი,
აფეთქებული დილა თითქოს გუნდი მტრედების,
საღამოები... მე მინახავს ხანდისხან ისიც,
რაც ადამიანს ესიზმროდა თითქოს ნახულად.
ვნახე გასვრილი მზე მისტიურ საშინელებით,
იისფერ სხივის ხმელ ჩონჩხებით რომ ანათებდა,
ტალღებს, რომ ჰგავდენ აქტიორებს უძველეს დრამის,
რომელნიც ფართოთ აგორებდენ ფარდების ცახცახს.
მწვანე ღამისთვის ვოცნებობდი, სხიოსან თოვლით
კოცნებს ველოდი ზღვის თვალებს რომ ეშურებიან.
მე ვოცნებობდი სხვა წვენების ადუღებაზე
ხმიან ფოსფორის ყვითლად-ცისფრად გაღვიძებისთვის.
ვაკვირდებოდი როცა ტალღა მოხეთქილ კლდეებს
მიაბღავლებდა ვით საძროხე ისტერიული,
და არ ვფიქრობდი რომ მფრინავი ფეხი მარიის
სადავეს მოსდევს დაუსვრეტელ ოკეანეებს.
მე ვაწყდებოდი _ თქვენ ეს იცით? უღრან ფლორიდებს,
აფთრების თვალთა ფერებს ვრევდი ცისარტყელებში,
რომელნიც იყვნენ აღვირებათ გადაჭიმულნი
ზღვების კიდიდან რუხ და მწვანე ფერის ჯოგებზე.
ვნახე ჭაობის ამაჭრება, უსაზღვრო ტბორი,
რომლის ლაქაშშიც ლპება მთელი ლებიაფანი,
გაჩუმების დროს გადმოვარდნა ნიაღვარების,
და უფსკრულებში სივრცის ავი გადახეთქება.
ვერცხლის მზეები: მყინვარები, სადაფის წყალნი,
და გახირება საზიზღარი სრუტის ფსკერებზე,
სადაც გველები დაძიძგულნი ბაღლინჯოებით
შავი სურნელით მახინჯ ხეებს ეხუტებიან.
მე მსურს ვაჩვენო ბავშებს ზღვათა მოვარაყება,
ოქროს თევზები, მომღერალი ოქროს თევზები...
მე გამგზავრებას მილოცავდენ ყვითელ ქაფები
უცხო ქარები მამზადებდენ მე გასაფრენად.
ხშირად ტანჯული პოლიუსებით ზღვა დაღალული,
რომლის ქვითინი ატკბილებდა ჩემს ქანაობას,
ყვითელ ლაყუჩა ღამის ვარდებს მე მთავაზობდა.
და მე ვრჩებოდი როგორც ქალი დაჩოქებული.
როცა ხომალდთან გროვდებოდა ბევრი ნაგავი
და განავალი თეთრთვალა და მკივან ჩიტების,
მაშინ ჩემს ლარტყებს ეტმასნოდენ თავის მკვლელები
და მიდიოდენ სამუდამოთ დასაძინებლად.
და მე ხომალდი, საშინელად გზა დაბურდული,
გადაგდებული უფრინველო ეთერში ქარით,
რომლის გაბერილ ჩონჩხს ნაპირზე ვერ გაათრევენ
მონიტორები და განზეის მენაოსნები.
თავისუფალი, აყვანილი იისფერ ნისლით
მე გამრღვეველი ნათელ ზეცის, როგორც კედელის,
რომელსაც დააქვს საწუწკარი პოეტებისთვის,
სირსვილი მზისა ქაფიანი დუჟი ლაჟვარდის.
მე ელექტრონის სინათლისგან გამოქცეული,
გიჟი ფიცარი შემორტყმული ბეგემოტებით,
როცა ივლისი კეტის დარტყმით ცას აიძულებს,
რომ ჩამოინგრეს მოვარვარე თავის ძაბრებით.
რომელსაც თრთოლვით მოესმოდა შორი ჭიხვინი,
როცა სქელ მალშტრამს ამაკებდა გიპოპოტამი;
უძრავ სივრცეში ხეტიალას_ მე მეცოდება
ევროპა თავის შეღობილი ნავთსადგურებით.
ბევრი მინახავს დავარსკლული არქიპელაგი,
მათი გიჟი ცა გახსნილია მოცურავისთვის:
იქნებ აქ გძინავს, ჩათრეული ხარ ამ ბნელეთში,
მომავლის ღონე: მილიონი ოქროს ჩიტების.
ბევრი ვიტირე ჭეშმარიტად! სულს მწუხრი ჰპოტნის,
ყოველი მთვარე სასტიკია, ყველა მზე მწარე!
ბასრ სიყვარულის ჯადოსნობით ვარ გავსებული,
ო, დაილეწოს ჩემი ანძა, ჩავძირო ზღვაში!
მე თუ ევროპის წყალი მინდა: მსურს მხოლოდ ფშანი,
ცივი ან შავი, რომელშიაც სურნელ საღამოს,
პატარა ბავში, მოხრილი და კაეშნით სავსე,
სათამაშო ნავს გადაუშვებს, როგორც პეპელას.
ზღვებო! დათენთილს თქვენს წიაღში, არა მაქვს ღონე,
რომ შევაჩერო რბენა ბამბით სავსე გემების,
დროშების, ცეცხლთა ვიგრძნო ძალა და მგზავრად დავრჩე
როს პონტონების საშინელი მზერა მანათებს.

 

ავტორი: ლიკა მახათაძე

2019-06-13.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO