მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სიყვარული

საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე ჩვენი თანამემამულის - ბესო ჩუბინიძის სახელს უკავშირდება. სწორედ მან ჩაუყარა ამ მარადიულ ტრადიციას საფუძველი და შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, რომ მისი მეუღლის დაბადების დღე სიყვარულის დღედ გამოცხადებულიყო. და 1993 წლიდან მოყოლებული, უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ დღეს სიყვარულის დღესასწაულს ვზეიმობთ. 

აბა, პერლა რა პერლა იქნება, თუ ამ ლამაზ დღეს არ მიულოცავს სრულიად საქართველოს და არ მოგიყვებათ სიყვარულზე, ანუ იმაზე, თუ ტვინის რომელ ნაწილში იბუდებს ეს ამაღელვებელი გრძნობა და რა ქიმიური და ფიზიკური მოვლენები ახლავს თან.

ყოველ ადამიანურ ემოციას ახლავს თავისი სპეციფიური ქიმიური რეაქცია, რომელიც ააქტიურებს თავის ტვინის ერთ ან რამდენიმე განყოფილებას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია კი, რომელიც ადამიანს ახასიათებს, სიყვარულია.
სიყვარულზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და საფუძვლებზე, აღმოცენებასა და ჩაქრობაზე, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, დღემდე ბევრი ფილოსოფოსი მსჯელობდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო პროდუქტი ადამიანის აზროვნებისა. დღეს კი გთავაზობთ ვისაუბროთ მატერიაზე. კერძოდ, გავერკვეთ ქიმიის ფენომენში, რომელიც სიყვარულის აღმოცენებასა და განვითარებას განსაზღვრავს.

ამერიკელმა მეცნიერებმა, დოქტორმა ჰელენ ფიშერმა სიყვარულის სამი შემადგენელი ემოციური სტადია გამოჰყო: გატაცება-მიზიდულობა, მძაფრი ვნება (ჟინი) და დამოკიდებულება.

გატაცება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სექსუალური მიზიდულობა, იმართება ჰიპოტალამუსის (თავის ტვინის განყოფილება) საშუალებით. ჰიპოტალამუსში ჰორმონი - ტესტოსტერონის შეღწევისას, ხდება ადამიანის სექსუალური გააქტიურება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მამაკაცები ქალებისაგან განსხვავებით, გამოყოფენ 10-20-ჯერ მეტი რაოდენობის ტესტოსტერონს და მათი ჰიპოტალამუსი რამდენადმე დიდია, აღარ გაგიკვირდებათ, რომ სექსუალური გატაცება მამაკაცებში უფრო ძლიერია, ვიდრე ქალებში.

მძაფრი ვნების (ჟინის) სტადია წარმოადგენს ტვინის მცდელობას შექმნას კავშირი პოტენციურ პარტნიორებს შორის. ეს ემოცია იმდენად ყოვლისშემძლეა, რომ შეიძლება გამოიწვიოს წარმოუდგენელი ეიფორია. ამ ეტაპზე გამოიყოფა რამოდენიმე ძლიერი ქიმიური ნივთიერება: დოპამინი - იძლევა კეთილდღეობის განცდას, სეროტონინი - ემოციური სტაბილურობის შეგრძნებას და ნორადრენალინი - შთააგონებს და აიძულებს ადამიანს დაიჯეროს საკუთარი ყოვლისშემძლეობა.

როდესაც პარტნიორები რეალურად გააცნობიერებენ თავიანთ გრძნობებს, შეიძლება ორივემ, ან ერთერთმა უარყოს მეორე, ან დადგება მესამე სტადია - დამოკიდებულება, რომელზეც იგება შემდეგში კავშირი საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ერთობლივი თანაცხოვრებისა.

არსებობს ფიზიოლოგიური განსხვავება მამაკაცებისა და ქალების ინტენსივობის გამოვლინებაში. რაც უნდა უცნაური იყოს, სიყვარულის პირველი სტადია (გატაცება) სწორედ მამაკაცებს განაიარაღებს და დაუცველს ტოვებს მათ. არაერთხელ გაგვიგია, რომ "სიყვარული სიგიჟეა" და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. მამაკაცები იმთავითვე გაჟღენთილნი არიან ტესტოსტერონით, რომელიც რეალობის შეგრძნებას უკარგავს მათ და უბიძგებს "გიჟური" მოქმედებიბესაკენ. ქალებში კი ტესტოსტერონი ნაკლებად გამოიყოფა. მათი ემოცია და ლოგიკა უფრო თავისუფალია. ამიტომ მათთვის უფრო ადვილია შეაფასონ პარტნიორის ღირსებები და უარყოფითი მხარეები. ზუსტად ესაა მიზეზი, რომ დაშორების ინიციატორები როგორც წესი, ხდებიან ქალები.

სიყვარულის ძირითადი ჰორმონებია:

ოქსიტოცინი - ჩახუტებისა და ალერსის მოთხოვნილებას ზრდის;

ვაზოპრესინი - ემოციური კავშირის აძლიერებს;

ფენილეტილამინი - რომანტიულ განწყობას და სექსუალურ აგზნებას განაპირობებს;

ენდორფინი - ზრდის თვითშეფასებას და იწვევს საკუთარი თავით კმაყოფილების შეგრძნებას;

დოპამინი - იძლევა კეთილდღეობის განცდას;

სეროტონინი - ემოციური სტაბილურობის შეგრძნებას;

ნორადრენალინი - შთააგონებს და აიძულებს ადამიანს დაიჯეროს საკუთარი ყოვლისშემძლეობა. 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მგზნებარე სიყვარულის ხანგრძლივობა 3-4 წელია. ამის შემდეგ ჰორმონები სუსტდება და სიყვარულიც ნელდება თუმცა არ ქრება - გადადის უფრო მშვიდ სტადიაში რომელის გაღვივებასაც ყოველთვის შეძლებთ თუ საჭირო "საწვავს" მიაწვდით.

ქალის შინაგანი სამყარო სავსეა გრძნობებით და ემოციებით და თუ ის შეიგრძნობს თავს დაცულად, სასურველად და გაღმერთებულად, პირველსავე სტადიაზე (ეს დამოკიდებულების სტადიაა) მან უკვე იცის, რომ უყვარს. მაშინ, როცა მამაკაცს წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის ეს გრძნობა და ხშირად ურევს აღფრთოვანებასა და ვნებას სიყვარულში. მისი ტვინი დაბრმავებულია ტესტოსტერონით, მას გამუდმებით აქვს ერექცია და არ შეუძლია საღად იაზროვნოს. ხშირად ხდება ისე, რომ რომანის დაწყებიდან, წლები გადის, სანამ მამაკაცი გააცნობიერებს რომ ის შეყვარებულია. და ზოგჯერ ძალიან გვიანაც კი აცნობიერებს ამას. ქალი კი მაშინვე შეიცნობს სიყვარულის არსებობას ან არარსებობას.

ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ თუ გამოუტყდება პარტნიორს სიყვარულში, თავს მოიხვევს ვალდებულებებს მის მიმართ. ამიტომ ხშირად ერიდებიან გრძნობებზე საუბარს. მაგრამ ყველა მამაკაცმა როდი იცის, რომ ქალებში სწორედ ამ საოცნებო სიტყვის გაგონების შემდეგ იზრდება ორგაზმის სიხშირე.

სექსუალური აქტის დროს მამაკაცისათვის ქალის აღქმა დამოკიდებულია მის მიმართ გრძნობის სირღმეზე და სიძლიერეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მამაკაცი შეყვარებულია, პარტნიორი უფრო მომხიბვლელი ეჩვენება მას, ვიდრე სინამდვილეშია. და პირიქით, თუ გრძნობა არა აქვს, მაშინ ქალის ფიზიკურ მომხიბვლელობას რეალურზე უფრო ნაკლებ შეფასებას აძლევს.

ქალი კი აფასებს მამაკაცს, როგორც პარტნიორს, პირველ რიგში მისი პიროვნული თვისებებით და არა მისი ფიზიკური მომხიბვლელობით.

 

ავტორი: ემილი.

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-04-11 12:51:52)

sainteresoaa

zura chikviladze
(2011-10-06 16:38:25)

alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO