მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2019-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2019-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2019-01-22
ჩახუტების დღე - 2019-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს

ახლოვდება ახალი 2019 წელი - წელი თიხის ყვითელი ღორისა. როგორც ამბობენ, ღორი განსაკუთრებული ცხოველია, ოჯახისა და სახლის მოყვარული, პრინციპული, ინტელექტუალური, მხიარული, ხუმარა, კეთილი, მომღიმარი, გულწრფელი, გულღია და გახსნილი, სძულს ფარისევლები, უყვარს ხალისიანი ადამიანები და წყალობს ყველას, ვინც პოზიტივს გასცემს. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ერთადერთი მინუსი ამ ცხოველისა ისაა, რომ ცხოვრების დაგეგმვა არ უყვარს და დღევანდელი დღის პრინციპით ცხოვრობს. მას უყვარს სწავლას მოწყურებული ადამიანები, განსაკუთრებულ მფარველობას გაუწევს პედაგოგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ასევე სამსახურის მაძიებელ კურსდამთავრებულებს. ორმაგად წარმატებას ჰპირდება იმ ადამიანებს, ვინც შემოქმედებითაა დაკავებული. შეუძლია თვალი დახუჭოს უწესრიგობა-არეულობაზე (დიდი სისუფთავით და სიფაქიზით თავადაც არ გამოირჩევა). ეკონომიას თუ არ აკეთებთ და ხელგაშლილი ხართ, ამასაც გაგებით მოეკიდება, მაგრამ არაფრით გაპატიებთ პედანტობას, სიძუნწეს, ბოროტ საქციელს, სიცრუეს, ორპირობასა, ფარისევლობას.

ზემოთ ჩამოთვლილი ხასიათების მიხედვით, უმჯობესია ახალ წელს ოჯახში შეხვდეთ - თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ღორი ხმაურიანი კომპანიისა და ქეიფის მოყვარულია, ამიტომ დაპატიჟეთ სტუმრები, გაერთეთ და კარგად მოილხინეთ. ახალი წლის შეხვედრის შემდეგ კი შეგიძლიათ ქუჩაშიც გახვიდეთ და სეირნობით, გუნდაობით ან რაიმე მხიარული თამაშით შეიქციოთ თავი, დატკბეთ ფეიერვერკების ცქერით და მიულოცოთ ყველა შემხვედრ ადამიანს ახალი წლის დადგომა. ასტროლოგები არ გვირჩევენ ახალი წლის შესახვედრად საზღვაო ან საჰაერო კრუიზში გამგზავრებას, რადგან ღორი ხმელეთის ცხოველია და ამ დღეს მყარად უნდა იდგეთ მიწაზე, რომ არ დაფრთხეს.

 

ინტერიერი

ინტერიერისა და ნაძვის ხის გასაფორმებლად წელს ყველაზე აქტუალურია ყვითელი, ყავისფერი, მწვანე, ვარდისფერი და კრემისფერი. გახსოვდეთ, რომ ღორი აფასებს უბრალოებას, ვერ იტანს ფუფუნების ამსახველ ბრჭყვიალა და მყვირალა ნივთებს.. ყველაზე მისაღები და აუცილებელი აქსესუარი წელს თიხის მასალისაგან დამზადებული დეკორატიული ფიგურები იქნება. ეს შეიძლება იყოს ყულაბა მონეტებით, ღორის ფიგურა, ნაძვის ხის მოსართავი, ან რაიმე აქსესუარი ინტერიერის გასაფორმებლად. კარგი იქნება პატარა ვაზაში ჩაყრილი ნამდვილი რკოები ან რკოს ფორმის ნაძვის ხის მოსართავები.

 

საჩუქრები

საჩუქრების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღორი ხელგაშლილი, კეთილი ცხოველია და ვერ იტანს სიძუნწესა და ეკონომიას. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ მთელი გულით, დაუნანებლად გააკეთოთ საჩუქარი. არ ღირს სამკაულების, ბრჭყვიალა და ფუფუნების ამსახველი ნივთების ჩუქება, უფრო პრაქტიკულ, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ნივთებზე გადაიტანეთ ყუადღება: ხის, თიხის, ფაიფურის ფიგურები, ჭურჭელი, ნაქსოვი, თბილი ხელთათმანები, შარფები, პლედები ან თქვენი ხელით შექმნილი ნებისმიერი ნაკეთობა, რაშიც სიყვარულსა და მონდომებას ჩადებთ. წარმატების მომტანად ითვლება მონეტების ჩუქებაც. 

 

ნაძვის ხე

ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამ დღეს ყველას გვიჩნდება ზღაპრის დაჯერების სურვილი. სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდება, ახალი წელი ულევი სიხარულისა და სიკეთის, სიუხვისა და მხიარულების მომტანი იქნება, მოიაზრება ნაძვის ხე - ხასხასა, ლამაზი, მორთულ-მოკაზმული. ამ წლის ჰიტად ითვლება ყვითელ, ვარდისფერსა და კრემის ფერში გადაწვეტილი თავმომწონე ნაძვის ხე. თუმცა ღორს ყველა ფერი მოსწონს, რაც ბუნებასთან ასოცირდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ლამაზი ბურთულებით, გირლიანდებითა და სხვა და სხვა ფორმის ფიგურებით დაამშვენოთ თქვენი ნაძვის ხე. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ რკოსა და გირჩის ფორმის ფიგურები . ამ წლის ჰიტად ითვლება თიხის მასალისაგან დამზადებული ღორის ყულაბები. ასევე თქვენთვის იღბლის მომტანი იქნება საკუთარი ხელით შექმნილი მოსართავები, რადგან ღორი თავად კი არ გამოირჩევა ხელსაქმითა და მოხერხებულობით, მაგრამ მზრუნველობასა და სიყვარულს დიდად აფასებს.

ნაძვის ხის ძირში დაწყობილი ლამაზად შეფუთული საჩუქრები კი ახალი საწყისის სიმბოლოა და ამ დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. მათთან ერთად აუცილებლად მოათავსეთ ნებისმიერი ზომის ღორის ფიგურა და დარწმუნებული იყავით, რომ ეს წელი თქვენთვის სიკეთის მომტანი იქნება!

 

სუფრა

ღორი სიმსუნაგითა და სიუხვით გამოირჩევა. თქვენს სუფრას შეიძლება არ ამშვენებდეს დელიკატესები, პირიქით, კერძები იყოს უბრალო, მაგრამ აუცილებლად უხვი, ნატურალური და ჯანმრთელი. სუფრის გასაფორმებლად დომინანტურ ფერებად ყვითელი, ვარდისფერი, კრემიფერი გამოიყენეთ. სუფრა და ხელსახოცები ნატურალური მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული (ბამბა, ქაღალდი). აუცილებლად მოიძიეთ თიხის ვაზა, სასალათე, ან სულაც კეცები და როგორმე ადგილი მიუჩინეთ მას სუფრაზე. შეეცადეთ გქონდეთ წაბლი, ბევრი ხილი, ჩირი, მწვანილი, ბოსტნეული, სოკო... ღორის ხორცი ფრინველის ხორცითა და თევზით ჩაანაცვლეთ. კარგი იქნება თუ ფანტაზიას მოიშველიებთ და სუფრას საკუთარი ხელით შექმნილი მოსართავებით დაამშვენებთ, ღორი ამას განსაკუთრებულ მზრუნველობაში ჩაგითვლით და ნასიამოვნები დარჩება. 

გახსოვდეთ, რომ ღორს მუდამ შია. ამიტომ სუფრა ბოლომდე არ აალაგოთ და საახალწლო დღეებში ყოველთვის დატოვეთ ხოლმე მაგიდაზე ხილი, ორცხობილები და ტკბილეული.

 

მენიუ

ქართული საახალწლო სუფრა წესისამებს უხვი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ეს წელიც გამონაკლისი არ იქნება. ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად (ხაჭაპური, საცივი, ჩურჩხელები, გოზინაყი..) უნდა გაითვალისწინოთ ღორის ხასიათი: ის საკვებად არაფერს იწუნებს, მთავარია ყველაფერი ბევრი იყოს, ჯანსაღი და ნატურალური. გამორიცხეთ ღორის ხორცი, დელიკატესები, ასევე გაყინული პროდუქტები. გარეული ღორის ყველაზე საყვარელი საჭმელი წაბლია. მოიმარაგეთ მწვანილი, ბევრი ხილი, ჩირი და ბოსტნეულის სალათები, სოკო, გოგრა, ასევე ფქვილეული ნაწარმის ნაირსახეობა.

 ყველაფერი მზადაა? მაშინ შეავსეთ სასმისები და ჩაიფიქრეთ სურვილი!

პერლა გილოცავთ ახალ 2019 წელს და გისურვებთ ულევ სიხარულს!

 

ავტორი: ემილი.

2018-12-23

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO