მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
უცნაური წერილი

უცნაური წერილის მიზეზი ჩემი შვილის საძულველ საგნად ქცეული რუსულია...

ყველაფერი ტურგენევის "მუმუ"-თი დაიწყო.  გვაღამდება ტექსტის გაუაზრებელი ზუთხვით. ვერ კი არა, არ სწავლობს კატეგორიულად... მას ამ ენის მუსიკალურობა და ტურგენევის გენიალური ტექსტების არ ესმის...  მომიწია ჩემი დისტანციის (ვცდილობ მეცადინეობის პროცესში არ ჩავერთო - დამოუკიდებლობა ძალიან მემნიშვნელოვნება... ) დარღვევა და დავიწყე მისთვის ორიგინალში კითხვა (სასკოლო ადაპტი ძალიან მემარტივ-მეუბრალოვა) და თარგმნა...  იმ სცენაზე, სადაც საზეიმოდ გამოწყობილი გერასიმი საგანგებოდ დავარცხნილ მუმუს გამოიყვანს თავისი ოთახიდან, უბრალოდ გული გამიჩერდა...  ცრემლები თავისით მოდის... - ვხვდები, რომ ამის კონტროლი, უბრალოდ, არ შემიძლია...  ხმის კანკალით ჩავიკითხე, თარგმანი დავუტოვე და ოთახიდან გამოვედი...

ბოლოს როდის წავიკითხე?  - ალბათ ზუსტად ჩემი შვილის ასაკში. მაშინაც განვიცადე, მაგრამ ახლა საკონტროლო გასროლასავით იყო:

,,Она доверчиво и без страха поглядывала на него и слегка махала хвостиком. Он отвернулся, зажмурился и разжал руки... Герасим ничего не слыхал, ни быстрого визга падающей Муму, ни тяжкого всплеска воды; для него самый шумный день был безмолвен и беззвучен, как ни одна самая тихая ночь не беззвучна для нас.."

მუმუს მოკვლა მსხვერპლშეწირვა იყო...  ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვა - ნავახშმევს, ჩაძინებულზე მყუდროებადარღვეული ქალბატონის დასაშოშმინებლად... 

ჩვენ ბევრი შეწირული გვახსოვს. პირველი, ვინც გვახსენდება ყველას, ისაკია ალბათ...    საოცარი სცენაა - სანამ მამა დანას ლესავს, ისაკი ეუბნება:  - ისე შემკარი, რომ საძრაობა არ მქონდეს და დაკვლის დროს სისხლი შენ კალთას არ ესხუროს და საღვთო არ წაგიხდესო...  აბრამი ქოჩორში მოკიდებს ხელს ისაკს, ყელს გადაუწევს და დანას გამოუსვამს, მაგრამ ვერ გაჭრის დანა...   უფალმა იხსნა - აბრამმა რეალურად შეასრულა მსხვერპლშეწირვა... 

დასამახსოვრებელი მსხვერპლადშეწირულია იფიგენიაც...  სულ რაღაც ,,ქარის" გამო ,,დაკლული" შვილი...  - ზოგიერთ ვერსიაში - გადარჩენილი  (გვიანი მითები გვამცნობენ, რომ არტემისმა იფიგენიას უკვდავება მიანიჭა). მე კი მაინც მგონია, რომ აგამემნონმა საქმე ბოლომდე მიიყვანა... ეს ,,კაცი" იმდენად არ მიყვარს... არც პომპეის ფრესკის მჯერა, რომლზეც შვილისაკენ ზურგშექცეული აგამემნონი სახეზე იფარებს ხელებს...   ეს მისი ფსიქოემოციური ტიპაჟისთვის დამახასიათებელი საქციელი არაა... 

მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება მედეას ამ სიაში შეყვანა. ალბათ შეიძლება...   - საკურთხეველზე დაკლული შვილები (მე არ ვიზიარებ ვერსიას რომ ეს ,,დანაშაული" მედეას ,,ჩაუდეს"), უფრო საკუთარი სისუსტისთვის გამოტანილი განაჩენი და ღირსებისთვის შეწირული ხარკია.  საცნაურია, რომ იაზონი თავს იკლავს - მედეას ემოციებზე კი არაფერი ვიცით...  მხოლოდ ის. რომ გვამებს არ ტოვებს და ჰელიოსის ეტლით მიჰყავს...  

ჯონ სნოუ დენის საკუთარი ხელით კლავს - ეს მშვიდობისთვის და მომავლისთვის გაღებული ხარკია...  (სულ ტირიონის ბრალია რააა - თავისით სნოუ მაგდენს ვერასოდეს მიხვდებოდა...)

ჩვენ ყოველდღე ვწირავთ და ვიღებთ მსხვერპლად  რაღაცეებს და ვიღაცეებსაც კი...   ზოგჯერ, სულაც ბანალური და არასერიოზული მიზეზებით...  ზოგჯერ - სხვა გამოსავალი არ გვაქვს...   თუ ვინმეს არ წაგიკითხავთ ნინო ბურდულის ,,ჩემი თანატოსი", გირჩევთ... - ეს გოგო იმსახურებს ვიცნობდეთ...   - იქ  თვალის ენუკლეაციასთან დაკავშირებით (ონკოლოგიური პაციენტი იყო და თვალი ,,ამოუღეს" - მარტივ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ) გენიალურად უწერია - ,,იმ დღეებში სულ ჩიტი და მელიას ზღაპარი მახსენდება და მე მგონი, პირველად „ვაპატიე" ჩიორას გადაყრილი ბარტყები...ზუსტად იგივე განცდა მაქვს, რომ ვიღაც მომადგა, ბარტყი მომთხოვა და მე გადავუგდე..."   

ჩვენ არ ვიცით რას გრძნობენ შეწირულები, თუმცა, ზუსტად გვესმის რა რთულია ზოგიერთი რეალური მსხვერპლის (მკვლელის) მდგომარეობა...  შეელიო, რაც მთავარია, ნებაყოფლობით, შენთვის ყველაზე ძვირფასს - არაადამიანურ ძალას მოითხოვს...  

არაფერი დამიწერია სამყაროს მთავარ შეწირულზე...  ძალიან მცირე და არაკომპეტენტური ვარ - ქრისტეზე ვწერო - ისიც საკუთარმა მამამ გააკრა ჯვრის სამსხვერპლოზე...  (ნუ გამიპროტესტებთ ამ ფრაზას - ასე იყო მისი ბედი დაწერილი) პ. იანგის ,,ქოხი" გამახსენდა ისევ...  - რატომაა ღმერთი ასეთი ბოროტი, ნუთუ მსხვერპლის გარეშე არ შეიძლებოდაო?!. - მეც ვბრაზობ ზოგჯერ... თუმცა, ალბათ ასაკთან ერთად მოვა ეგ სიბრძნე - მოცემულობებს არ ვეკვეთო უთანასწორო ბრძოლაში და უბრალოდ - მიღება ვისწავლო... 

მთავარი სათქმელი დამრჩა მგონი უთქმელი...  

- სადაც ამდენი - დაე, ითქვას მთავარიც:  

- она выезжала редко и уединенно доживала последние годы своей скупой и скучающей старости. День ее, нерадостный и ненастный, давно прошел; но и вечер ее был чернее ночи...

ეს იმ ქალზეა - მუმუს სიკვდილი რომ ითხოვა...  

ბედნიერ ადამიანებს მსხვერპლი არ სჭირდებათ...  


ავტორი: ლიკა მახათაძე

2019-06-08.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO