მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ერიხ მარია რემარკი და მარლენ დიტრიხი

"ეს არ იყო პეტერბურგში" alt - ეს ვენეციაში მოხდა...

ყველაზე უცნაური - წარმოუდგენლად უცნაური შეხვედრა გამოვიდა - კაცმა რამდენიმე საათის შემდეგ, ზუსტად ამ რემდენიმე საათის წინ გაცნობილ ქალს გულწრფელად უთხრა რომ იმპოტენტია... და ქალმა უპასუხა: ოოო - ეს არაჩვეულებრივია! ე.ი. ჩვენ შევძლებთ ბევრი ვისაუბროთ, ვიძინოთ და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი...

მაშ ასე: სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და აღიარებული მწერლის და - ნამდვილი კინოვარსკვლავის, საოცარი ქალის "LOVE STORY" გელით ახლა ჩემგან... alt

ერიხ მარია რემარკს + მარლენ დიტრიხი = alt

ყველაზე ნაკლებად სექსი სჭირდებოდა ამ ორ ადამიანს ცხოვრების ამ ეტაპზე... თუმცა - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობამ განკურნა რემარკის სხეულიც და სულიც...

მარლენი 19 წლის ასაკში გააუპატიურა ვიოლინოს პედაგოგმა - მოგვიანებით მოგონებებში დაწერს რომ - მისთვის მტანჯველ მოგონებად იქცა წითელი დივანი და ამაზრზენი არსება, რომელიც ხროტინებდა მასზე და შარვლის გაუხდელად დააკარგინა ქალწულობა... რემარკი - მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (39 წლის) - თავზე ,,წისქვილისქვადატრიალებული" რთული ბიოგრაფიით - გარეგნულად - უდარდელი დენდი და მექალთანე - რეალურად კალვადოსის ამარა დარჩენილი, კრიზისში მყოფი - უკვე დიდი მწერალი იყო...

მოულოდნელიც არაფერი მომხდარა - წინააღმდეგობებით აღსავსე, ურთულესი ურთიერთობები გამოუვიდათ... - არანორმალური, ავადმყოფური სიყვარული, მუდმივი ეჭვიანობა, განშორებები და წერილების ზღვა, ეს ყველაფერი - ფინალამდე...

ერთხელ რემარკი - ვერ გაუძლებს ცდუნებას და - ჟან გაბენთან გადასახლებულ მარლენს სახლში მიაკითხავს... და აი აქ იწყება კერპის მსხვრევა - მისი სათაყვანებელი დედოფალი ხვდება - მუხლებზე ,,დაცემული", იატაკის ტილოთი ხელში (რაღაცნაირად - ,,თმაგარდატევებული და უხამური - ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი" გამახსენდა ამის წარმოდგენაზე... მისთვის - უფრო დამამცირებელი სანახაობა იყო ალბათ)... ,,დიასახლისი" - ჩაწერს ერთგვარი ზიზღით საკუთარ დღიურში...

წლების მერე მარლენი მიწერს რემარკს - როგორ შეიცვალა ყველაფერი, შენ მარტო ჩემი რავიკი აღარ ხარ, რავიკი ყველასია... მე კი ვინ ვარ - დაფლეთილი ოქროს პუმა...

მარლენმა 21 წლით მეტი იცოცხლა ერიხზე... თეთრი ვარდების თაიგული გაუგზავნა დაკრძალვაზე, მაგრამ - ერიხის მეუღლემ - პოლეტ გოდარმა (საინტერესო პერსონაა ისე - ორი უდიდესი კაცის - ჩარლი ჩაპლინის და რემარკის ცოლობა ,,მოახერხა"...) - ვარდებიც კი არ მიიღო მარლენისგან...

რაც შეეხება ამ საოცარი ქალბატონის ,,ფინალს" - 91 წლის ასაკშიც კი გადაწყვიტა - საკუთარი ხვალინდელი დღის ,,მჭედელი" თვითონ ყოფილიყო და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე... alt როგორც წესი კი არა და - ამ ასაკში გახსენდებათ ვინმე თვითმკვლელი?... მე - არა... (გუდული ბერეჟიანს ნუ შემახსენებთ - პერსონაჟია... alt) ეს ის ასაკია - დღეებს კი არა - წუთებს რომ იზოგავ პათოლოგიური სიძუნწით და არცერთი ამოსუნთქვა არ გემეტება... - ნუ, თუ რა თქმა, უნდა - ალცჰაიმერმა არ მოგიკაკუნა... alt

P.S. არადა - ,,ტკბილ ლუკმებს" ზუსტადაც პოსტ სკრიპტუმისთვის ვინახავ alt

მარლენმა - სიკვდილის წინ საკუთარი დაკრძალვის სცენარი დაწერა. სიუჟეტის მიხედვით - მისი ცხოვრების მამაკაცები - მის ბოლო გზაზე გასაცილებლად - მიხაკებით ხელში მოდიან...

და სცენარის მიხედვით - რემარკმა ცერემონიას ვერ მიუსწრო...

 

ავტორი: ლიკა მახათაძე

2020-03-31.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO