საყვარელო მკითხველო,
მე პერლა ვარ და ერთი სული მქონდა შეგხვედროდით. დადგა ეს დღე და თქვენთან ვარ. იცით რამდენი მაქვს მოსაყოლი? იმისთვის მოვედი, რომ თქვენი მეგობარი გავხდე. მოვისმინო რჩევები, შენიშვნები და გავითვალისწინო ისინი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ჩემგანაც მიიღოთ რჩევა და ნამდვილ მეგობრად მიგულოთ. მინდა თქვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს მეც შევუერთდე. მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ უმეგობროდ დარჩით, გული არ გაიტეხოთ, ერთი მეგობარი ნამდვილად დაგრჩათ. პერლა მუდამ თქვენი მეგობარია! ყურადღებით მოვისმენ ყველა თქვენს ამბავს და თქვენი მესაიდუმლე ვიქნები.
მინდა, თქვენთან ერთად ვიმხიარულო, გავიგო, წავიკითხო. მითხრათ რის წაკითხვა გსურთ და ამის მიხედვით, ბევრი, ძალიან ბევრი მოგიყვეთ.
პერლას საფოსტო ყუთი თქვენი წერილების მოლოდინშია. მოგვწერეთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ერთად შევქმნათ სიმყუდროვე და მეგობრული გარემო.
თქვენი ყველა სურვილი და რჩევა ჩემთვის დასაფასებელია. ავაშენოთ ერთი დიდი სამეგობრო და არასოდეს მოვიწყინოთ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პერლას სამყაროში და გახსოვდეთ, პერლა თქვენი მეგობარია!
info@perla.ge
|