ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორმა სოლ მილერმა და მისმა კოლეგამ _ ჯონ მენერმა თავიანთი კვლევებით დაამტკიცეს, რომ მამაკაცებს გაცილებით უფრო იზიდავს ქალის სხეულის ნატურალური სურნელი, ვიდრე სურნელი ქალის პარფიუმერიისა.
მეცნიერებმა ქალების მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში შეაგროვეს მათი სხეულის სურნელის ნიმუშები და გამოსცადეს ისინი საპირისპირო სქესის მოხალისეებთან. გაირკვა, რომ მამაკაცები უფრო მეტად რეაგირებდნენ იმ ნიმუშებზე, რომლებიც აღებული იყო ქალებისაგან ოვულაციის პერიოდში. ძლიერი სქესის ასეთი რეაქცია სრულიად გეგმიური იყო. ალბათ სწორედ ეს სურნელი განსაზღვრავს მამაკაცების არჩევანს, პარტნიორის არჩევის დროს. მკვლევარები აცხადებენ: "ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ქალის სხეულის განსაკუთრებულ სურნელს ოვულაციის პერიოდში აქვს პირდაპირი ზეგავლენა მამაკაცებში, რაც იწვევს მათ ბიოლოგიურ პასუხს."
და კიდევ სურნელი
სურნელის (პარფიუმერიის) არჩევა დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, მაგრამ არანაკლებ როლს თამაშობს წელიწადის დროებიც.
ზამთარში, ცივ ამინდში სითბოს საჭიროებას განვიცდით, ამიტომ კარგი განწყობისათვის უპირატესობას ვანიჭებთ ცხელ, მშრალ არომატებს, ისეთებს, როგორიცაა ევკალიპტი, კამფორა, ნუში, ვარდი, დარიჩინი, აფროდეზია, გერანი.
შემოდგომისთვის, ცივი ნოტიო ამინდისათვის იდეალურია თბილი, მშრალი სურნელი: ამბერი, პაჩული, გარდინია, ტულასი, ოპიუმი, გერანი, ჩამპა.
ადრეულ გაზაფხულს, უხდება ოდნავ ნოტიო სუნები, როგორიცაა: ვანილინი, მირი, ფიჭვი, კედარი, ლოტოსი და ქოქოსი.
რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით უფრო ნოტიო, ცივი სურნელის საჭიროება იქმნება. ამ დროს კარგია ზეთოვანი არომატები: ნეროლი, როდოდენდრონი, როზმარინი, ჟასმინი. ნოტიო სურნელები: სანდალი, ლავანდა, ბერგამოტი, გიაცინტი, მაგნოლია, ლადანი, ია, ლიმონი. ეს სურნელები ზაფხულის მხუთავი სიცხის დროს თავს კარგად გვაგრძნობინებენ.
ტანსაცმელი ამშვენებს ადამიანს, ხოლო სურნელი ასახავს მის შინაგან სამყაროს. ჩვენ ინტუიციით ვირჩევთ სურნელს, ამიტომ არომატის მიხედვით შეიძლება ბევრი რამ ვთქვათ მის მატარებელზე. მაგალითად, როგორ გრძნობს თავს და როგორი უნდა რომ წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში.
ადრე არსებობდა სტერეოტიპები, რომ თითოეული სურნელი შეესაბამება გარკვეულ გარეგნობას. მაგალითად, შავგვრემან ქალს უხდება აღმოსავლური სურნელი. ქერას, პირიქით, მსუბუქი, ახალი სურნელი.
კიდევ ერთი სტერეოტიპი: არომატი ამორჩეული უნდა იყოს სამუდამოდ, ან იმდენი ხნით, რომ გარშემო ყველა თვლიდეს მას შენს საკუთარ სურნელად.
ჩვენს დროში ასე აღარ ფიქრობენ. თანამედროვე ქალებს მინიმუმ 6 სახეობის სუნამო აქვთ და მათ თავიანთი განწყობის, ხასიათის, წელიწადისა და დღე-ღამის დროების, სხვადასხვა სიტუაციების მიხედვით ხმარობენ. მაგალითად, სამსახურისთვის, რომანტრიული შეხვედრისთვის, ბუნებაში გასასვლელად, სპორტული კლუბისთვის. იცვლება როლი _ იცვლება სურნელიც.
უნდა გვახსოვდეს, რომ სურნელი შეიძლება იყოს, ენერგიული, რომანტიული და იდუმალი. ამიტომ დღეს სუნამოს არჩევანს უკავშირებენ ხასიათსა და არა გარეგნობას. ჯერ კიდევ ძველბერძენმა ფილოსოფოსმა ჰიპოკრატემ გამოყო ადამიანის ხასიათების 4 ტიპი. არ არსებობს სუფთა, რაფინირებული რომელიმე ერთი ტიპის ადამიანი, ყველა ადამიანში არის ორი ან მეტი ტიპი გაერთიანებული. მიუხედავად ამისა, თქვენს ხასიათში შეიძლება გამოვყოთ ერთი დომინანტი ტიპი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ქვემოთ ჩამოთვლილ კლასიფიკაციასთან.
ქოლერიკი: ესენი არიან ცოტათი აგრესიული ადამიანები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად გამოხატული მიმიკა, მოძრავი ჟესტები. არიან თავისუფლების მოყვარულნი, ოპტიმისტები, კონტაქტურები (ზოგჯერ ზედმეტადაც), მიჩვეულნი არიან მუშაობის ძალიან მაღალ ტემპს, სრულიად იხარჯებიან, დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავთ ბოლომდე, გამოირჩევიან დიდი პასუხისმგებლობით, პირად ცხოვრებაში ცეცხლოვანი და მტკიცენი არიან. მათთვის საუკეთესო არომატებია: ყვავილის მოტკბო სურნელი შეზავენული ხის სურნელთან და აღმოსავლურ ციტრუსებთან: გერანი, როდოდენდრონი, ვანილინი, პიტნა, ღამის დედოფალი.
სანგვინიკები: ძლიერი პიროვნებები, ხანდახან იმპულსურები, ადვილად აღგზნებადნი. კონტაქტურნი, მეგობრულნი. კომპანიის სულიო, მათზე იტყვიან. არ ჩერდებიან ერთ ადგილზე, უყვართ მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება, აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და არტისტიზმი. ადვილად აგვარებენ კონფლიქტებს და ადვილად პოულობენ გამოსავალს უცნაური სიტუაციებიდან. მათ შეესაბამება არომატები, ნედლი ყვავილისა და ციტრუსის სურნელი: ლავანდა, სანდალი, ლადანი, ბერგამოტი, მაგნოლია, ნეროლი.
ფლეგმატიკები: მშვიდები, აუჩქარებლები, არ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, თანმიმდევრულნი, თანაბარნი, აუჩქარებელი მეტყველებით, ძნელად იცვლიან ხასიათს, სიყვარულში გამოირჩევიან ერთგულებით, მედგრები და მიზანმიმართულები, რაც საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ. მედგრობა და მოთმინება, ეს ორი კოზირი აქვთ მათ. მათთვის საუკეთესო სურნელია: ნაზი, ახალი, ყვავილოვან სურნელთა ნაზავი: პაჩული, ქოქოსი, დარიჩინი, მიხაკი, ლიმონი, აფროდეზია.
მელანქოლიკები: მგრძნობიარე, ემოციური ადამიანები, ფრთხილები და დაკვირვებულები (ხანდახან ეს პარანოიაშიდაც კი გადასდით). აფასებენ მუსიკას და გამომსახველობით ხელოვნებას. არ არიან თავდაჯერებულები, რის გამოც ხშირად ვარდებიან დეპრესიაში. სურნელი: ახლი არომატები ციტრუსებთან და ხის სურნელთან შეზავებული: ვარდი, ღვია, კამფორა, ოპიუმი, მირა, ფორთოხალი, გიაცინტი, ია.
ავტორი: ემილი.
|