ფრანგები ამბობენ: ,,მხოლოდ დილეტანტმა შეიძლება მოამზადოს ომლეტი 3 კვერცხით, ნამდვილ ომლეტს 2 კვერცხი ჭირდება,, ასე რომ თუ გშიათ, ძალიან ცოტა დრო გაქვთ და 2 კვერცხი მოგეპოვებათ, ყველაფერი რიგზეა. სულ მალე აღარ გეშიებათ.
ომლეტის უამრავი სახეობა არსებობს. ამჯერად შემოგთავაზებთ რეცეპტს- ომლეტი სოკოთი.
მასალა: (1 ულუფისთვის) 2 კვერცხი, 100 გ სოკო რძე 3-4 სუფრის კოვზი კარაქი მარილი წიწაკა
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი მანამ, ვიდრე აქაფებას არ დაიწყებს. დაუმატეთ რძე. ეს კიდევ უფრო ააქაფებს ომლეტიც უფრო ფუმფულა გამოვა. დაუმატეთ დაჭრილი სოკო. მარილი და წიწაკა გემოვნებით.
ტაფაზე დადეთ კარაქი და გააცხელეთ. დაასხით ზედ ათქვეფილი მასა. როგორც კი გვერდები დაებრაწება, ადგილ ადგილ გაჩხვლიტეთ ომლეტი და ზედაპირზე მყოფი თხევადი მასა ტაფის ზედაპირზე ჩაუშვით. ასე გააგრძელეთ მანამ, ვიდრე მთლიანად არ შეიწვება.
თუ ომლეტს არ გადააბრუნებთ და ამ ხერხით შეწვავთ, ის უფრო ფუმფულა და ნამიანი იქნება. მაგრამ თუ კარგად შემწვარი გიყვართ, მაშინ როდესაც ძირი შეიბრაზება, ომლეტი გადააბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით
|