მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2016    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევარჩიოთ მზის სათვალეები

დადგა ზაფხული და მზის სათვალეები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ეს მოდური აქსესუარი არა მარტო ხაზს უსვამს თქვენს სტილს და იმიჯს, ის კარგი დამცავი საშუალებაა და აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თქვენს თვალებს. გარდა ამისა, მზის სინათლეში თვალები გეძაბებათ და იძულებული ხართ მოჭუტული თვალებით იაროთ, რაც ზადმეტ ნაოჭებს აჩენს თვალების გარშემო. ამიტომ, მხედველობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია მზის სათვალე შეიძინოთ. ჩვენ კი დაგეხმარებით, რადგან მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. 

მასალა.

სათვალის არჩევისას უმთავრესი და უპირველესი კრიტერიუმი მასალაა, რადგან ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სტილი და იმიჯი. სათვალის საფარის საუკეთესო მასალად ითვლება მინა. ის უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ულტრაიისფერი სხივებისაგან, ადვილად არ იკაწრება  და გარესამყაროც მის მიღმა უკეთ ჩანს, ვიდრე პლასტიკატის საფარიდან. მაგრამ აქვს ნაკლიც: ის შედარებით მძიმე და მსხვრევადია. ამიტომაც ბავშვებისა და სპორტსმენებისათვის რეკომენდირებული არ არის (დაცემის შედეგად შეიძლება დაიზიანონ თვალები). 

alt

შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ პლასტიკური საფარის მქონე სათვალეზე. საზიანო გამოსხივებისაგან თავის დასაცავად თანამედროვე პლასტიკურ საფარს დამზადების დროს შემადგენლობაში ურევენ სპეციალურ დანამატებს და დამზადების შემდეგაც ასევე უმატებენ სპეციალურ ფენას. ასეთი მასალისაგან დამზადებული მზის სათვალეები კარგი ალტერნატივაა, უფრო მსუბუქი და პრაქტიკულია. მაგრამ მისი არჩევის დროს ყურადრება უნდა მიაქციოთ თუ როგორ ჩანს გამოსახულებები მის მიღმა. ხარისხი შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი მორგების დროს და კარგად დააკვირდეთ, რომ სწორი ხაზები მასში სწორადვე ჩანდეს. თუ თქვენ შეარჩევთ ამ მასალისაგან დამზადებულ სათვალეებს, კარგად უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მასაც აქვს ნაკლი - ადვილად იკაწრება. დაკაწრული სათვალე კი მხედველობას დაგიზიანებთ. 

alt 

სათვალის არჩევის დროს აუცილებლად ნახეთ მისი ეტიკეტი, სადაც მოთავსებულია  წარწერა: "UV-A" და "UV-B" (ultraviolet), რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი სხივებისაგან პროცენტულად დაცვის ხარისხს ("B" ყველაზე საზიანო სხივების მაჩვენებელია). ამასთანავე შეიძლება შამჩნიოთ წარწერა "400 HM", რაც აღნიშნავს ტალღის მაქსიმალურ სიგრძეს, რომლისგანაც სათვალე გიცავთ. თუ რიცხვი იქნება 400-ზე ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ სხივების ნაწილი მაინც აღწევს მასში. ქალაქის პირობებში საკმარისია სათვალე, რომელიც ატარებს 18-43%-მდე სინათლეს. ზღვასა და თოვლიან მთებში კი რეკომენდირებულია სარკისებური საფარის მქონე სათვალე, რომელიც ბლოკავს ანარეკლებს და უკეთ იცავს თვალებს. როდესაც მხოლოდ მარტო ზემოდან დანათებული სხივებისაგან გვინდა თვალების დაცვა, არსებობს მხოლოდ ზედა ნაწილში გამუქებული ლინზები, მაგრამ მათი ნაკლი ისაა, რომ თვალებს ღლის. მხედველობისათვის უმჯობესია სათვალის ლინზები ერთგვაროვნად იყოს გამუქებული.  

alt 

ფერი.

სათვალის ფერი, როგორც წესი, დამოკიდებულია გემოვნებაზე. მაგრამ სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის ცოდნა, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ფერი გარე სამყაროს აღქმაზე. იმისათვის, რომ ავწიოთ განწყობა, საკმარისი არ არის უბრალოდ მოვირგოთ ვარდისფერი სათვალე. პირიქით, ეს ფერი არასახარბიელოდ მოქმედებს ფსიქიკაზე. 

ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება მუქი ნაცრისფერი (სინათლის აღქმა მეტად შეეფერება რეალობას) და მუქი მწვანე (ნაკლებად ღლის თვალებს და ამასთანავე სხივების მაქსიმალურ ფილტრაციას ახდენს). არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ წითელ ლინზებს, რომლებიც საგნების შეფერილობას ცვლის და რეალობის შეგრძნებას კარგავს.  ყვითელი და ნარინჯისფერი კარგია ღრუბლიან ამინდში.

alt 

სტილი. 

თუ თქვენ აიღჩიეთ მოდური სათვალე, რომელშიც თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობთ თავს, ეს ყველაზე საუკეთესო არჩევანია. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ სახეს სხვადასხვა ტიპის სათვალე უხდება. საერთო წესი კი ერთია - სათვალის ზემოთა ნაწილი უნდა იმეორებდეს წარბების მონახაზს. მზის სათვალის მეშვეობით შეიძლება ხაზი გავუსვათ სახის მოყვანილობას თქვენი გემოვნების მიხედვით. სათვალე, როგორც დამატებითი აქსესუარი უნდა ერწყმოდეს თქვენს სამოსს. არჩევანი შეიძლება შეაჩეროთ ეფექტურ სათვალეზე, მაგრამ თუ  ზედმეტი ყურადღება არ გსურთ, სჯობს კლასიკაზე შეჯერდეთ. 

alt

ძალიან პატარა ზომის სათვალე, თუნდაც საუკეთესო ხარისხის მინის ლინზებით, ლამაზად და მოდურად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ მზისგან ნაკლებად დაგიცავთ. 

და ბოლოს, ცოტა რამ მათ მწარმოებლებზე: ამ სფეროში ლიდერებად ითვლებიან  ფირმა "Ray-Ban"-ის სათვალეები, თუმცა მოდური აქსესუარების მწარმოებელ სხვა ფირმებსაც აქვთ საკმაოდ სოლიდური კოლექციები - Dolce & Gabbana, Prada, Dior, Giorgio Armani, Emporio Armani, Chanel, Gucci, Chloe, Louis Vuitton, Adidas.

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-07-04 07:40:34)

mec yvelaze metad momwons alt

TATIA TATIA
(2012-02-06 22:21:34)

Rey-Ban-ია ყველაზე მაგარი!!!alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO