* * *
ქუთაისელს ძმაკაცები ესტუმრნენ. ქეიფობენ. სუფრაზე ქათამი დევს, მაგრამ ცოტა მაგარი ხორცი აქვს, ძნელად დასაღეჭი...
ერთ-ერთი სტუმარი ეუბნება მასპინძელს: - დათოია, მათხოვე ე ქათამი, ხვალ სტუმრები მყავს და ზეგ ქე გადმოგიტან ისევეო!
* * *
ქორწილის ქუთაისური განმარტება:
"ქალის გადაცემა სახმარად საზეიმო ვითარებაში"
* * *
ქუთაისელების დიალოგი:
- მაქანე იმას იცნობ?
- რავა არა, სიმონ, მაგი იმის იგი არაა?
* * *
ჭიჭიკია ამბობს, ჩემი მეზობელი ისეთი მახინჯია, ცოლს ეჩხუბება ხოლმე, - რატომ არ მიღალატე, ქალო, რას გავს ბოვშიო!
* * *
ნამდვილი ამბავი: მოქმედება ხდება ქუთაისში. 4 წლის გოგონამ, რომელიც სერიალების დიდი ტრფიალი ყოფილა, კარგად აითვისა "ეროტიული ამბორის" ხელოვნება და ბაღში თანატოლ ბიჭს "სწვდა". ბავშვი ბაღიდან გარიცხეს. შეიკრიბა "შერცხვენილი" სანათესაო "აღვირახსნილი ქალბატონის" დასატუქსად. ამ დროს გოგონას საყვარელი ბიძია გამოჩნდა და პატარამ ძლივს ამოილუღლუღა:
-"მოი, მოი, სულიკო ბიძია.. შენც გეიგე ჩემი ბოზობის ამბავი?!"
* * *
ქუთაისლები შედიან რესტორანში, მოუტანეს ძალიან თხლად დაჭრილი ყველი.
- ჭიჭიკია, დაკეტე კარ-ფანჯარა, თვარა წეიღო ყველი სკვაზნიაკმა!
* * *
ერთი ქუთაისელი მეორეს ეკითხება:
- ბუჯო, წყალი მოდის თქვენთან ზასტავაზე?
- წყალი, სიმონ, რიონშიც აღარ მოდის, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ და ისთე გრილდებიან.
* * *
ქუთაისელმა ლასვეგასის კაზინოში მეორე ქუთაისელი ნახა.
- აუ, ანზორია, რაფრა გამიხარდა შენი ნახვა! რომელ სასტუმროში გაჩერდი, სიმონ?
- ჯერ არ ვიცი, რაცხა ოთხი დღეა რაც აქანე ჩამევედი.
* * *
ქუთაისელი მივა ყასაბთან ხორცის საყიდლად და ეკითხება:
- გული გაქვთო? - არაო.
- ჯიგარი გაქვთო? - არაო.
- ტვინი გაქვთო? - არაო.
- რაია, სიმონ, პოლიციელი დაკალით?
* * *
ქუთაისელი საგარეჯოს უდაბნოში მოგზაურობს, უცებ დაბლა დაგდებული ქაღალდი დაინახა და აიღო "გათხარე ათმეტრიანი ორმო და განძს იპოვი!" გამწარებული თხრის. გათხარა 10 მ-ის სიღრმეზე და კიდევ ქაღალდია: "კიდევ 10 მეტრი გათხარე და განძი იქაა". კიდევ გათხარა და ისევ ქაღალდი დახვდა: "არ გეწყინოს, თუ ძმა ხარ, ვიხუმრე... ახლა ცადე და აცოცდი მაღლა, თუ მაგარი ხარ!"
* * *
- სიმონ, ჯონდოია, ხედავ იმ კაცს, შლაპა რომ ახურავს? - ეკითხება ქუთაისელი მეგობარს.
- იქ სამი კაცია და სამივეს შლაპა ახურავს.
- იგი, მოკასინები რომ აცვია.
- სამივეს მოკასინები აცვია.
გაბრაზებული ქუთაისელი იარაღს იღებს და ორს ტვინს გაასხმევინებს.
- ჯონდოია, ახლა ხომ ხედავ იმ კაცს, ცოცხალი რომ დარჩა?
- კი, ვხედავ.
- ხოდა, ეს ტიპი არ მევასება მე, სიმონ!
* * *
საფიჩხიაზე პარიკმახერი კლიენტს პარსავს.
- რაია, ბუჯო, აი შენი ძაღლი სულ რომ ხელებში გიყურებს? - ეკითხება კლიენტი.
- რაია და ყურს უცდის, უყვარს ყურები.- უპასუხა ენამახვილმა პარიკმახერმა.
* * *
ქუთაისელ სასიძოს სასიმამრო უყვირის:
- რაია ეგი ახლა, სიძეობას მიპირობ და ორ ნაბიჯზე ვერ უნდა გენდოს კაცი?!
- რა იყო, ბატონო?
რამდენჯერ გითხარი, ჩემ გოგოს რომ წეიყვან სასეირნოდ, 12 საათს არ გადააცილო მოყვანა-მეთქი?
- მერე რაია, ათი წუთი დავაგვიანეთ.
- ათი წუთი იქით იყოს, ვინ მომითრიე აქანე?! ეგია ჩემი გოგო?
* * *
- რაია, ბუჯო, მაგ ზებრის ტყავს რომ დაათრევ სულ, გედეირიე, შე უპატრონო? - ეჩხუბება ქუთაისელი მეგობარს.
- ამას, სიმონ, გავაფენ ქუჩაში და საცა მინდა, იქანე მევიწყობ გადასასვლელს.
* * *
თვითმფრინავი ვარდება. ქუთაისელმა ერთადერთ პარაშუტს სტაცა ხელი.
- სად მიდიხარ? ანამუსებს სტიუარდესა, - ვერ ხედავ, სალონში რამდენი ქალია?
- გიჟი ხომ არ ხარ, საცაა მიწაზე დავენარცხებით, სა მცალია ახლა მე ქალებიზა?!
* * *
ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში.
- რა მოგივიდა, კაცო? - ეკითხებიან თანამშრომლები.
- უძილობა მჭირს.
- მერე?
- ღამის სამ საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ვეკითხები, აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ ვარ-მეთქი.
- მერე?
- წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო, სიმონ...
* * *
- არა, ძმაო, ზოგი არც ცოცხალი უქნია ღმეთს და არც მკვდარი!
- რაზე ამბობ?
- რაზე, სიმონ და, გოჩაიას სიდედრის გასვენებაზე ვიყავი. იმნაირი მახინჯი მკვტარი ჯერ არ მინახავს, ჭირისუფლებს გამოსვლა რცხვენოდათ და კუხნიდან ტიროდნენ.
* * *
ერთი ქუთაისელი მეორეს:
- რა მაგრა დაზმანულხარ, შე ჩემა! ვისია მაი კოსტუმი?
- პიერ კარდენის.
- შარვალი?
- პიერ კარდენის.
- საროჩკა?
- ისიც.
- ნამუსი თლათ დაკარგე, შე ჩემა, ტიტველი დატოვე კაცი?!
* * *
შემთხვევითი სექსის შემდეგ
ფრანგი ქალი: - ”ვერც სახელს გეტყვი და ვერც ნომერს მოგცემ!”
უკრაინელი ქალი: - ”აი, ჩემი ნომერი, დამირეკე!”
ქუთაისელი ქალი: - ”აქანე დავდგამ სტენკას!”
ავტორი: ემილი. |