14 თებერვალი ახლოვდება - შეყვარებულთა დღესასწაული. მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი წარმომავლობის შესახებ და იმაზე, თუ ვინ იყო წმინდა ვალენტინი.
ვალენტინის რეალურ ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით ის III საუკუნეში რომის იმპერიაში, ქალაქ ტერნში ცხოვრობდა. ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც ეხმარებოდა შეყვარებულ წყვილებს, აწერინებდა მათ სასიყვარულო წერილებს, ნაჩხუბარ და დაშორებულ წყვილებს შეარიგებდა, ჩუქნიდა ყვავილებს მეუღლეებს და საიდუმლოდ სწერდა ჯვარს ლეგიონერებს, რომელთაც ეკრძალებოდათ დაქორწინება (რომის იმპერატორი კლავდიუს იულიუს II ფიქრობდა, რომ მეომარი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავდა, უფრო თავგანწირვით იბრძოდა). სწორედ ამის გამო დასაჯა ვალენტინი იმპერატომა. ციხეში მჯდომარე ვალენტინს შეუყვარდა თავისი ზედამხედველის ქალიშვილი, რომელსაც სიკვდილით დასჯის წინ გამოსამშვიდობებელი ბარათი გაუგზავნა მოკლე წარწერით - "შენი ვალენტინი". ახალგაზრდა ეპისკოპოსი სიკვდილით დასაჯეს 14 თებერვალს. ამ თარიღს უკვე დიდი ხანია სიყვარულის დღეს უწოდებენ და შეყვარებული წყვილები დიდი მონდომებით აღნიშნავენ.
როგორც დღესასწაული ის აღინიშნება ევროპაში XIII საუკუნიდან, ამერიკაში 1777 წლიდან ხოლო საქართველოში - 90-იანი წლების დასაწყისიდან.
ეს ჩვეულებრივი დღე როდია. ამ დღეს კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება ულამაზესი სიყვარულის დღე აჩუქოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს, ჩაიდინოთ "სიგიჟე", რომელიც თქვენს ურთიერთობას გაალამაზებს, იყოთ თამამი და ამავდროულად ნაზი, მოსიყვარულე. შეეცადეთ გამოიყენოთ ეს შანსი და არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც ბედნიერს გაგხდით. გადააქციეთ ეს დღე სასიამოვნო მოულოდნელობად, გამოუტყდით მას სიყვარულში, გააბედნიერეთ და ერთად დატკბით ამ ბედნიერებით.
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ყველაფერს რომენტიკის ელფერი უნდა დასდევდეს, ყავასაც კი, რომელსაც საყვარელ ადამიანს მიართმევთ. თუ ის შორსაა, დაუტოვეთ შეტყობნება, რომ დილა თქვენით დაიწყოს! აუცილებლად შეხვდით და მოიფიქრეთ რაიმე ორიგინალური, რომ ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩეს მის მეხსიერებაში. გამოხატეთ თქვენი გრძნობა ღიად, დაუფარავად. უკან მოიტოვეთ კომპლექსები და ხმამაღლა, ყველას გასაგონად უთხარით, რომ გიყვართ!
ვისაც სურვილი გაქვთ ამ საიტიდან გამოუტყდეთ ძვირფას ადამიანს სიყვარულში, დაწერეთ თქვენი სიყვარულის ახსნა, მიუძღვენით ის შეყვარებულს, მიუწერეთ სახელი და გვარი (ან ფსევდონიმი, რომლითაც გინდათ რომ ის გამოქვეყნდეს) და გამოაგზავნეთ dizaini@perla.ge მისამართზე.
გისურვებთ სიყვარულში გამართლებას!
პერლა თქვენი მეგობარია!
ავტორი: ემილი.
|