მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2015    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
შუქდიოდური ეკონომიური ნათურები

 

  • თეთრი - ცივი, თბილი და შერეული ნათების - საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის,
  • წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი - ინტერიერის გასაფორმებლად.
შუქდიოდური ნათურების უპირატესობები ვარვარების ნათურებთან შედარებით: 
  • ელექტროენერგიის ეკონომია 8-9-ჯერ;
  • 25-ჯერ ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა;
  • თვალისთვის სასიამოვნო ნათება - კომფორტული გარემო;
  • შეკეთების შესაძლებლობა;

alt

უკანასკნელი რამოდენიმე ათწლეული აღინიშნა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების არნახული ტემპით. განსაკუთრებული გარღვევა მოხდა ნახევარგამტარული ტექნოლოგიების მიმართულებით. ნახევარგამტარების გარეშე დღეს წარმუდგენელია ადამიანის ყოფა - ინტერნეტი და კომპიუტერი, ტელევიზია და ტელევიზორი, საკომუნიკაციო ქსელები და მობილური ტელეფონი და ა.შ.  - ყოველივე ეს ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ნახევარგამტარების უნიკალურმა თვისებებმა შესაძლებელი გახადა ინფორმაციული ტექნოლოგიების არნახული განვითარება, რამაც თავის მხრივ დააჩქარა პროგრესი უკლებლივ ყველა დარგში. ნახევარგამტარების მრავალ, არაჩვეულებრივ თვისებათა შორის არის ერთი განსაკუთრებული თვისება - ნათების უნარი, რამაც საფუძველი დაუდო მთელი დარგის გაჩენას და განვითარებას - ეს არის ოპტოელექტრონიკა. ოპტოელექტრონიკის ძირითადი პროდუქტია ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი შუქდიოდი, რომელიც სულ უფრო და უფრო სრულიად დამსახურებულად იმკვიდრებს თავის ადგილს ყველა სფეროში. ეს არის სხვადასხვა ნახევარგამტარების საფუძველზე განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ხელსაწყო, რომელიც მასში დენის გავლისას იწყებს ნათებას. თქვენ იკითხავთ: რა არის ამაში გასაკვირი, ჩვეულებრივი ვარვარების ნათურაც ხომ ანათებს მასში დენის გავლისას? - ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ შუქდიოდის მიერ გამოსხივებულ სინათლეს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ შუქდიოდის სინათლე "ცივია". ყველამ ვიცით, რომ დიდი ხნის ანთებულ ვარვარების ნათურას ხელს ვერ მოვკიდებთ - ის დაგვწვავს, ხოლო შუქდიოდს, რამდენ ხანსაც არ უნდა ენთოს იგი, შეგვიძლია თავისუფლად შევეხოთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვარვარების ნათურაში გამავალი დენის ენერგიის უმეტესი ნაწილი იხარჯება არა ნათებაზე, არამედ სითბოს გამოყოფაზე, რაც არაა ნათურის დანიშნულება. შუქდიოდში გამავალი დენიც იწვევს მისი კრისტალის გათბობას, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს მკვეთრად განსხვავებული სურათი - ვარვარების ნათურისგან განსხვავებით შუქდიოდში გამავალი დენის ენერგიის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადაიქცევა სითბოდ, ხოლო უმეტესი ნაწილი ხმარდება სინათლის გამოსხივებას, ანუ ამ უნიკალური ხელსაწყოს პირდაპირ დანიშნულებას. აქედან გამომდინარეობს შუქდიოდური ნათურების მაღალი ეკონომიურობა.

სხვა ტიპის ეკონომიური - ლუმინესცენტური ნათურებისგან განსხვავებით (შეგახსენებთ რომ ისინი შეიცავენ ვერცხლისწყლის აირებს)შუქდიოდური ნათურები აბსოლუტურად უვნებელია.

მესამე განსაკუთრებული თვისება მდგომარეობს სწორად შერჩეულ რეჟიმში მომუშავე შუქდიოდის დიდი ხნის სიცოცხლისუნარიანობაში. ვარვარების ნათურის მუშაობის ვადა არის მხოლოდ 1000 საათი, ხოლო შუქდიოდურ ნათურებს შეუძლიათ იმუშაონ 25000-30000 საათი - აქ კომენტარი ზედმეტია.

ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ შუქდიოდური ნათურის სინათლე თავისებური - მსუბუქი და სასიამოვნოა, და მათი გამოყენებით განათებული გარემო გაცილებით უფრო კომფორტულია.

და ბოლოს - ჩვენი შუქდიოდური ნათურების კონსტრუქცია იძლევა საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების შესაძლებლობას, რაც ყოველივე ზემოთქმულთან ერთად ამართლებს მათ დღესდღეობით შედარებით მაღალ ფასს, თუმცაღა ფასისდა მიუხედავადაც შუქდიოდური ნათურა ეკონომიურად ფრიად გამართლებულია. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ აზრს, რომ ჩვეულებრივ ნათურა ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან, ამასთან ერთჯერადი ნივთია და ყოველი ნათურის გადაწვის შემდეგ უნდა ვიყიდოთ ახალი. შუქდიოდური ნათურა მოითხოვს სხვაგვარ შეხედულებას, მაგალითად ტელევიზორიც ხომ ძვირი ნივთია, მაგრამ ჩვენ მას ვყიდულობთ მრავალი წლის გათვლით, და დაზიანების შემთხვევაში კი არ ვაგდებთ, არამედ მიგვაქვს სახელოსნოში შესაკეთებლად. ამგვარი მიდგომა იქნებოდა სამართლიანი შუქდიოდური ნათურების მიმართაც. ერთმა ნათურამ უნდა იმუშაოს საშუალოდ 10 წელი, და ამ ხნის განმავლობაში უნდა დაგიზოგოთ 200-300 ლარის ელექტროენერგია. გაამრავლეთ ეს რიცხვი ნათურების რაოდენობაზე, რომლებიც სახლში გაქვთ და დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად სერიოზული დანაზოგია. ამ ფონზე შუქდიოდური ნათურების დღევანდელი ფასი აღარ მოგვეჩვენება ისეთი მაღალი როგორც ნათურისადმი ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში.

ამჟამად წარმოებაშია ხუთი მოდიფიკაცია, განსხვავებული კონსტრუქციით, ზომებით, სიკაშკაშით და მოხმარებული სიმძლავრით. თითოეული მოდიფიკაცია წარმოებს E14 და E27 ფორმატში და სამფერითი ტემპერატურით განსხვავებულ ვარიანტში - ცივი, თბილი და შერეული თეთრი ნათების - სულ 30 მოდელი.

ფერადი მოდელები მზადდება დაკვეთით.

დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 238-16-09; 265-33-47; 599-94-00-67; 599-19-35-61.

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
NiNo PaW
(2013-02-27 15:29:53)

alt sainteresoa !!!..

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO