მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2016    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფერები საძინებელში გავლენას ახდენენ ინტიმურ ცხოვრებაზე

 

მიღებულია, რომ საძინებელი ოთახისათვის უნდა შეირჩეს ცივი, სუფთა და მშვიდი ფერები (მონაცრისფრო, მოცისფრო, კრემისფერი..), რომლებიც ხელს უწყობენ უშფოთველ ძილს. თუმცა საგულისხმოა სხვა ფაქტორიც: წყვილებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საძინებელი ოთახი მხოლოდ უშფოთველი ძილისთვის არაა - ის მათი სასიყვარულო ბუდეა.

საიდუმლო არაა, რომ ფერები ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ ადამიანებზე და რა თქმა უნდა, გავლენას ახდენენ მათ ინტიმურ ცხოვრებაზეც. მათ უნარი შესწევთ ან ააგიზგიზონ სიყვარულის ცეცხლი, ან გაანელონ. აქედან გამომდინარე, თუ გსურთ სიახლე შეიტანოთ ურთიერთობებში, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დაუმატეთ საჭირო ფერი თქვენს საძინებელ ოთახს!

  1. თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში მოსაწყენმა ერთფეროვნებამ დაისადგურა? გააფორმეთ თქვენი საძინებელი ოთახი იასამნისფერში. ამ ფერს უნარი შესწევს გააღვიძოს თქვენში ფანტაზიები, გასაქანი მისცეს თქვენს ნიჭს და გიბიძგოთ თამამი ექსპერიმენტებისაკენ.
  2. მხოლოდ ახლა იწყებთ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას?  ეცადეთ თქვენს საძინებელში ფერთა მრავალფეროვნება, სიუხვე და სიკაშკაშე იყოს. ისინი იქნებიან თქვენი ცეცხლოვანი ინტიმური ცხოვრების მეგზურნი და ამასთანავე ხელს შეუწყობენ ხალასი ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
  3. ურთიერთობა გაცივდა და ვნებები ჩაცხრა? შეღებეთ საძინებელი ოთახი მუქ ოქროსფერში, გამოიყენეთ ოქროსფერი დეკორის ელემენტები, ბრონზესფერი ფარდები. მდიდრული ოფროსფერი დაგეხმარებათ თქვენს ურთიერთობაში ასწიოთ „ტემპერატურა", გაათბოთ გრძნობები და ააგიზგიზოთ ვნებები.
  4. დაგღალათ გამუდმებულმა კინკლაობამ და სკანდალებმა? შეღებეთ ოთახი თეთრად, რადგან ეს სუფთა და უბიწო ფერია და ფსიქოლოგიურად დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანებზე. გასაფორმებლად დაუმატეთ მწვანე ფერი, რომელიც პოზიტიურ ენერგეტიკას იძლევა. ასეთ გარემოში გაგიადვილდებათ ერთმენთის მიმართ მეტად დამთმობი გახდეთ - მოძებნოთ კომპრომისები.
  5. დაფეხმძიმებაზე ოცნებობთ? დაკიდეთ ლურჯი ფარდები და აუცილებლად შეაბით მას წითელი ფუმფულა ბაფთა! შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამას გირჩევენ ფსიქოლოგები, რათა წერომ რაც შეიძლება მალე მოაკაკუნოს თქვენს კარზე.
  6. ეჭვიანობთ რათა თქვენი სექსულაური ურთიერთობები არარეგულარულია? მიზეზია ან თქვენშია, ან თქვენს პარტნიორში... გააფორმეთ საძინებელი ხასხასა სალათისფერ ტონალობაში. ის ხალისს შეგმატებთ და სურვილს დაგიკარგავთ სხვაგან ეძიოთ შვება.
  7. ჭარბ წონას უჩივით? გააფორმეთ საძინებელი ნარინჯისფერ ტონალობაში. ეს ფერი ფიზიკური აქტივობის სტიმულატორია და ამასთანავე მადას აქვეითებს.

ავტორი: ემილი.

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-06-14 12:01:14)
  • altalt
  • martlebi xartaltalt



















































  • altalt
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO