მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2023    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ნაზუქი „თოვლის პაპა“ საახალწლო სუფრისთვის

მასალა:

კვერცხი - 2 ცალი,

შაქარი - 1 ჩ/ჭ,

კარაქი - 100 გრ,

რძე -1,5 ჩაის ჭიქა,

საფუარი - 1 ჩ/კ.

ფქვილი - 0,5 კგ-მდე.

ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ილი (დაფქული) - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ნახევარი ჭიქა თბილი რძეში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, საფუარი, კარგად მოვურიოთ და დავდგათ თბილ ადგილზე. სანამ საფუარი ამოსვლას დაიწყებს, გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი გათეთრებამდე, დავამატოთ თბილი რძე, შაქარი, გამდნარი კარაქი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი, ილი და კარგად ავურიოთ. ამასობაში საფუარიც ამოვა. დავუმატოთ ის გამზადებულ მასას და  შევურიოთ იმდენი ფქვილი, რომ ჩვილი ცომი გამოვიდეს, ვზილოთ დიდხანს. თუ ცომი ხელზე გეკრობათ, დაისველეთ ხოლმე ზეთით და მანამდე ზილეთ, სანამ ხელზე არ მოგცილდებათ. შემდეგ შეფუთეთ და დადეთ თბილ ადგილზე სანამ არ გაფუვდება და ზომაში 2-ჯერ არ მოიმატებს.

ამის შემდეგ გავაბრტყელოთ, მივცეთ ისეთი ფორმა, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები, თვალები შეგვიძლია ყავის მარცვლებით, ალუბლის მურაბით ან სულაც ქიშმიშით (რაც მოგეპოვებათ) გავუკეთოთ და შევდგათ გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.

ნაზუქის თავზე მოსასმელად 1 კვერცხის გულს დავუმატოთ 1 კოვზი რძე და კარგად  ავურიოთ. ნაზუქი რომ სანახევროოდ გამოცხვება, გამოვიღოთ აირღუმელიდან, წავუსვათ გამზადებული მასა "თოვლის პაპას", დავტოვოთ მხოლოდ ცხვირისა და ქუდის ადგილი. დარჩენილ მასას დავუმატოთ ცოტაოდენი წითელი საკონდიტრო საღებავი (თუ ეს არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ წითელი მურაბის წვენიც გამოიყენოთ, ან ჭარხლის წვენი), გადავუსვათ ქუდზე და ცხვირზე. ამის შემდეგ შევაბრუნოთ ისევ ღუმელში სანამ საბოლოოდ არ გამოცხვება.

შესამოწმებლად, გამომცხვარია თუ არა, შეგიძლიათ ასანთის ღერი ჩაურჭოთ. თუ ცომი არ ამოგყვებათ, ესეიგი „თოვლის პაპა" მზადაა.

სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ გაციებული, ხილის ასორტთან ერთად და დაამშვენოთ თქვენი საახალწლო სუფრა.

პერლა გილოცავთ ახალ წელს!

PS: ასეთი რეცეპტით ნაზუქები შეგიძლიათ სხვა დროსაც გამოაცხოთ (არა მარტო ახალ წელს), ოღონდ მომზადებისას დაუმატეთ ქიშმიში და წვრილად დაჭრილი ნიგოზი თქვენი გემოვნების მიხედვით, გააბრტყელეთ, მიეცით ნებისმიერი ფორმა და გამოაცხვეთ.

 

ავტორი: ემილი

alt

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO