1. საგაზაფხულო მოდის მთელი კოლექცია რბილ, ჰაეროვან, ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი. მოდაშია როგორც მშვიდი, პასტელის, ასევე მკვეთრი, კაშკაშა ფერები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თქვენთვის მაამებელი ფერის სამოსი, დაწყებული (სალათისფერი) მწვანე შორტებით და დამთავრებული იასამნისფერი კაბით. მთავარია ეს თქვენს გარეგნობას და სურვილებს ესადაგებოდეს.
2. მართალია, თქვენს გარდერობში უკვე არის ჟაკეტიც, პიჯაკიცა და მოსასხამიც, მაგრამ ამ გაზაფხულზე მოგიწევთ თქვენს არსენალს დაამატოთ კიდევ ერთი ჟაკეტი მაინც. რადგან წელს სწორკუთხოვანი ფორმის ჟაკეტებია მოდაში. მას შეგიძლიათ მოუხდინოთ კაბა, ან ტანზე მომდგარი (შემოტმასნილი) შარვალი და რაღა თქმა უნდა, ჯინსები. ქალს ხომ ვერასოდეს ექნება საკმარისი რაოდენობის ჟაკეტი, არ მეთანხმებით?!
3. მამაკაცის სამოსით შთაგონებული კაბები და პერანგები, კონტრასტული ფერებითა თუ ტექსტურით, მანჟეტებითა და საყელოებით ძალიან მოსახერხებელია.
4. თავისუფალი, ფართო ტოტებიანი შარვალი 2014 წელს მოდის ტენდენციაა. ვიცი რასაც ფიქრობთ, მაგრამ მე შემიძლია დავიფიცო, რომ ეს შარვალი არაა განკუთვნილი მხოლოდ გამხდარი მოდელებისთვის. ის თქვენ უფრო გამხდარსა და მაღალს გამოგააჩენთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
5. სპორტული სტილის სამოსისთვის წელს დამახასიათებელია გაბედული ფერები და ქსოვილები. ჭარბობს გრილი, მსუნთქავი მასალები და წულები.
6. 2014 წლის გაზაფხულის კოლექციაში კაბები და ქვედაბოლოები არც ძალიან მოკლე და არც ძალიან გრძელია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმის გამო შესაძლოა მათში უფრო მაღალი გამოჩნდეთ.
7. წელს საგაზაფხულოდ მოდაშია ნაქსოვი სეზონური ზედები (სვიტერები). მას შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ როგორც ტანზე მომდგარი ვიწრო შარვალები, ასევე შორტები ან ქვედაბოლოები.
8. სპორტული სტილის, დახვეწილი, მომდგარი შარვალი ზოლებით - აი, ეს მართლაც რომ ინარჩუნებს, სტილის ცვლის მიუხედავად, თავის ადგილს თანამედროვეობაში.
9. შეგიძლიათ მაისური შეცვლოთ ბლუზით, რომელიც ბევრად უფრო დახვეწილია მასზე. იდაყვებამდე სახელოებით, ის ძალიან ელეგანტურად და საინტერესოდ გამოიყურება.
10. კიდევ ერთი მოდის ტენდენცია საგაზაფხულოდ არის გრძელი მოსაცმელები, ყოველგვარი საყელოს გარეშე, სწორკუთხოვანი ფორმებით. მათ შეგიძლიათ შეუხამოთ ტანზე მომდგარი, ჯინსის ან ტყავის შარვლები.
ავტორი: Nino Jackson
2014-03-13
|