მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2017    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მცირეოდენი რჩევები მშობლებს, შვილებისაგან ტყუილის თავიდან ასარიდებლად

2014-12-24

ავტორი: Nino Jackson.

 

თინეიჯერების მშობლებისთვის ალბათ უცნობი არ იქნება სიტუაციები, როცა თქვენივე შვილებს ტყუილში გამოიჭერთ, ამიტომ გადავწყვიტე დღეს სწორედ ეს ყოფილიყო ჩვენი თემა. ოდესმე გიფიქრიათ, რომ მათ თქვენვე უბიძგებთ ტყუილისკენ? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში ეს ასეა.

მოდით დავიწყოთ სხვადასხვა ალტერნატივების განხილვა.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, თქვენმა შვილმა დაგიმალათ, რომ მშობელთა კრება იყო, თქვენ ამას სრულიად შემთხვევით იგებთ სხვა მშობლისგან, სკოლაში მისულს კი რამდენიმე არასასიამოვნო ქულა გხვდებათ. სახლში მისული ყველაზე უკეთეს შემთხვევაში  საყვედურებით ავსებთ შვილს და შემდეგ გიკვირთ, რატომ დაგიმალათ მან კრების შესახებ. რა თქმა უნდა მას არ უნდოდა თქვენი საყვედურების მოსმენა და როგორც შეძლო თავი აარიდა ამას. თუ თქვენ შვილთან ასეთი დამოკიდებულება გექნებათ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მოისმენთ მისგან სიმართლეს. აბა დაფიქრდით, იმ ასაკში როცა მოზარდს უკვე თავი დიდი ჰგონია და ცდილობს საზოგადოებაში იპოვოს ადგილი, თქვენ მის თავმოყვარეობას ლახავთ.

წესი ნომერი 1 : ჩხუბით მიაღწევთ მეტ ტყუილს!

წარმოვიდგინოთ მეორე სიტუაცია მან გთხოვათ, რომ თავის მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდეს თქვენ კი არ გაუშვით. თქვენი აზრით ეს გამოსავალია? მე ვიტყოდი, რომ არა, რადგან თქვენ ამ შემთხვევაშიც აიძულებთ მას გაიპაროს სახლიდან და აკეთოს ათასი სისულელე იმისთვის, რომ  გაატაროს დრო ისე, როგორც თვითონ უნდა. შინაპატიმრობა და დაშლა არაა ის რაც ასეთ სიტუაციაში თქვენ დაგეხმარებათ, ეს უფრო გაართულებს სიტუაციას, რადგან იგი არ ფიქრობს შესაძლო საშიშროებებზე მისთვის მთავარია ის კონკრეტული მომენტი, ამიტომ არსებობს ერთადერთი გზა უბრალოდ არ დაუშალოთ მას არაფერი ასე უფრო მეტს მოიგებთ, ის აღარ იქნება იძულებული მოგატყუოთ და თქვენც არ მოგიწევთ შერლოკ ჰოლმსობა მისი ადგილ-სამყოფელის დასადგენად.

წესი ნომერი 2: აკრძლვა გამოსავალი არაა!

რაც შეეხება მესამეს და ყველაზე მნიშვნელოვანს, მშობლები ხშირად აფრთხილებენ შვილებს, რომ არ დაუშვან ესა თუ ის შეცდომა, რისთვის? ხო, რა თქმა უნდა არ გინდათ მათაც თქვენნაირი შეცდომებით გაიარონ გზა, მაგრამ ვითომ ეს სწორია? მე ასე ვერ ვიტყოდი, სანამ თავადვე არ გააცნობიერებენ და იხილავენ იმ შედეგს რაც შეცდომას მოყვება მაინც არაფერი გამოვა, რადგან მოისმინო ის თუ რაოდენ მტკივნეული იყო დაშვებული შეცდომის გამო მიღებული პასუხი, არ ნიშნავს, რომ გამოცადო ის.  ეს მათ გამოცდილებას ვერ აამაღლებს, ამიტომ ჯობია რაღაც რაღცეების მიმართ პატარა ასაკშივე შეიქმნან წარმოდგენა და გამოიმუშავონ იმუნიტეტი. სხვა შემთხვევაში ის მოგატყუებთ, რადგან ვერ გაგიმხელთ, რომ დაუშვა შეცდომა რომელზეც ამდენს აფრთხილებდით, ამიტომ ამ შემთხვევაში მას ვერ დაეხმარებით.

წესი ნომერი 3: დაე ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე!

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO