მე!.. დიახ, მე თავად ვუდგენ საკუთარ თავს საზღვრებს და ისინი მხოლოდ ჩემშია, ჩემს ცნობიერებაში... მე თავად ვირჩევ სად, როდის და როგორ ვიქცეოდე, ვსწავლობდე თუ ვმუშაობდე, როგორ შეფასებას ვიღებდე და რა ფერის უნდა იყოს ჩემი დიპლომი...
დიახ, ჩემი სამუშაო - ეს ჩემი არჩევანია! ჩემზეა ოცნების ქალაქიც კი... და მხოლოდ მე ვირჩევ საკუთარ გზას რომლითაც უნდა ვიარო.. მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული მსუბუქ, ადვილად სავალ, გაკვალულ გზას ავირჩევ თუ ვიწრო, ფათერაკებითა და თავგადასავლებით სავსე ბილიკს და ამ არჩევანით აღმართს შევუყვები თუ თავდაღმართისაკენ დავეშვები...
დიახ, თუ ეს ყველაფერი ჩემი არაა, თუ საკუთარი ოცნებები და ამბიციები არ გამაჩნია, თუ არჩევანის საშუალება არა მაქვს, მაშინ გამოდის, რომ სხვაზე ვმუშაობ, სხვის ოცნებას ვასხამ ფრთებს...
არჩევანი ისევ ჩემზეა - მე თუ სხვა?!
მე ვადგენ გეგმას სადაც ჩემი რისკები, მიზნები და სვლებია განსაზღვრული! მე ვსაზღვრავ სადამდე შემიძლია გადავხტე, რას შევწვდე, რისთვის მეყოფა ძალები და როდის გავჩერდე! მე ვირჩევ როგორ განვვითარდე და სადამდე შევტოპო; მე ვანაწილებ როლებს, ვარჩევ რა არის მთავარი და რა არ იმსახურებს ჩემს ყურადღებას...
მე ვირჩევ ვისზე როგორ ვიფიქრო ან ვისზე საერთოდ არ ვიფიქრო!
ყოველი ახალი დღე ჩემზეა - ჩემს არჩევანზე!
დიახ, ეს მე ვარ! და ჩემი არჩევანის გარეშე მე არავინ ვიქნები!
ავტორი: ემილი.
2015-02-18.
|