პუბლიცისტური წერილი №1
პუბლიცისტურმა წერილებმა ერთხელ უკვე გამოაფხიზლეს ქართველი საზოგადოება და აიძულეს ერთი პაწაწინა ნაბიჯი წინ გადაედგა, მაგრამ იმის მერე ისევ ჯიუტად დგახართ მანდ და ფიქრადაც არ მოგდით რაღაც შეცვალოთ, წერა ერთადერთია რაც მე ამ ეტაპზე შემიძლია, ხოდა თუ ეს გიშველით რა მიდგას წინ? არც არაფერი და აი მეც ვწერ.
პირველი სასიხარულო ამბავი ისაა, რომ საქართველოში რაღაც ნაწილი ნორმალურად აზროვნებს და ბევრ საკითხში არჩევს შავს თეთრისგან, მაგრამ გაგიკვირდებათ და ეს აზროვნება მხოლოდ მათ გონებაში რჩება, განსახორციელებლად ხელის განძრევა კი არავის უნდა, მიზეზი - „არაფერი შეიცვლება, ეს ხომ საქართველოა!" მიკვირს ნეტავ როდესმე თუ ჩაფიქრებულხართ რამდენად არარაობაა ეს თქვენი მიზეზი?!
როდემდე უნდა ველოდოთ მხსნელს, რომელიც ამ ბნელეთიდან გამოგვიყვანს?
როდემდე უნდა გვჯეროდეს იმ მეამიტური მომავლის, როცა ყველა ქართველი ერთნაირად განვითარდება, რომ რაღაც სიახლისკენ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯი?!
როდემდე უნდა ვიყოთ პარაზიტები?! როცა ეს მიწა გაჭმევთ, გარჩენთ, ნუთუ არ ღირს მისთვის ცოტა რამ გავაკეთოთ, იმის ძახილის გარდა, რომ „ქართველთა აზროვნებას არაფერი ეშველება".
როდემდე უნდა ვიარსებოთ და უარი ვთქვათ სიცოცხლეზე?!
როდემდე უნდა ვიყოთ კმაყოფილები არაფრით?!
როდემდე უნდა გავყვეთ ცხვრებივით უტვინო ბრბოს?!
როდემდე ვაპირებთ დუმილს?!
როდემდე დარჩება ჩვენი სწორი აზრები მხოლოდ აზრებად?!
როდემდე ვაპირებთ ამ ბნელეთში დგომას?!
არ ვიცი, მე მწამს რომ ყველა თუ შევცვლით დღეს მცირედს რაღაც გამოვა და სულ მცირე ბნელ აზროვნებას მაინც დავაღწევთ თავს, რაც ნათელი მომავლისკენ ღია კარს ნიშნავს. სწორედ იმიტომ უნდა შევცვალოთ რაღაც რომ „ეს საქართველოა." რამდენმა ადამიანმა სულ მარტომ შეძლო და შეცვალა სამყარო ჩვენ კი ერთი პატარა ქვეყანა ვერ დაგვიყენებია სწორ გზაზე.
ჩვენი დუმილის ბრალია!
ავტორი: Nino Jackson
2015-11-01.
|