მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივნისი    » «    2016    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფაქტები სიყვარულზე
  • სიყვარული კოკაინს გავს. შეყვარებული ადამიანის თავის ტვინის ტომოგრაფიისას შეიმჩნევა საინტერესო მოვლენები: აღგზნებულია სწორედ ის ზონები, რომლებიც პასუხს აგებენ დაჯილდოვებით გამოწვეულ კმაყოფილებაზე. ეს გახლავთ ქიმიური ნივთიერების - დოპამინის შედეგი, რომელიც ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. საინტერესო კი ისაა, რომ ტვინის ზემოთხსენებული ზონები ასეთი სიძლიერით მხოლოდ კოკაინზე რეაგირებენ.
  • სიყვარული - ეს გადარჩენის საშუალებაა. ცხოველთა იმ სახეობებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავთ, ურთიერთობა ამ გზით ვითარდება: ჯერ სურვილი წარმოიშობა, შემდეგ გატაცება (ვნება) და ბოლოს მიჯაჭვულობა (დამოკიდებულება). მეცნიერები თვლიან, რომ სურვილი - ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, როგორიც შიმშილი, წყურვილი... თავის მხრივ ეს სიყვარული ჯერ არ არის, მაგრამ მის აუცილებლობას განაპირობებს მომავალში. გატაცება უკვე ერთი გარკვეული ინდივიდის მიმართ გაცხოველებული ინტერესია და შესაბამისად სიყვარულის დასაწყისი. მიჯაჭვულობა კი ძალიან ძლიერი კავშირია ხანგრძლივი დროით. ამ პროცესებზე დაკვირვებით მეცნიერები ასკვნიან: ადამიანების სიყვარული სწორედ ცხოველური ვნება-გატაცების სახეცვლილი (დახვეწილი) ფორმაა. ბუნებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება და დიახ, - ეს გადარჩენის ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც გვეხმარება კონცენტრირებული ვიყოთ მხოლოდ ერთ ადამიანზე შთამომავობის გასამრავლებლად და აღსაზრდელად.
  • სიყვარულის ხანგრძლოვობა 1,5-3 წელია. თუ გავითვალისწინეთ მთელ რიგ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შეყვარებულობისას ადამიანის ორგანიზმში ხდება, სიყვარული ფიზიკურად ვერ გაგრძელდება 1,5 წელზე მეტ ხანს. ამ პერიოდის შემდეგ ადამიანში ენდოკრინული ჯირკვლების მიერ ქიმიური ნივთიერებათა ინტენსიური გამოყოფა უბრუნდება საწყის (შეყვარებულობამდე) ნორმას. შესაბამისად, თუ ადამიანებს მხოლოდ ქიმია აერთიანებთ, მათი კავშირი 1,5-3 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს. ხდება „განელება" და ამასთან საერთო ინტერესები და მიზნები, როგორც დამაკავშირებელი კომპონენტები, აზრს კარგავენ. საბედნიეროდ ადამიანებს მხოლოდ ქიმია არ აკავშირებთ და ამისი მაგალითია უამრავი ერთად დაბერებული მოსიყვარული წყვილი.
  • სიყვარული ბრმაა. მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ტომოგრაფიებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის ის ზონები, რომლებიც ნეგატიურ ემოციებზე და რაციონალურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, შეყვარებულ ადამიანებში მიძინებულ მდგომარეობაშია, ხოლო იმ ადამიანებში, ვინც შეყვარებული არაა, ჩვეულებისამებრ აქტიურია.
  • სიყვარულიდან დეპრესიამდე ერთი ნაბიჯია. ადამიანი, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა განიცდის ორ ეტაპს: ჯერ დოპამინის დოზა იწევს ორგანიზმში ნორმაზე გაცილებით მაღლა. ასეთი დოზის გადაჭარბება შფოთვას და გამძაფრებული სიყვარულის შეგრძნებას იწვევს. მაგრამ დრო გადის და მეორე ეტაპი დგება - დოპამინის დონე მკვეთრად ეცემა ნორმაზე დაბლა. შედეგად კი დეპრესიას ვიღებთ.
  • სიყვარული - ძლიერი დამოკიდებულება. როგორც აღვნიშნეთ, სიყვარული კოკაინს უტოლდება ზემოქმედებით. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9. თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. ექიმები მათ, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლა, ურჩევენ გათავისუფლდნენ მისგან ისეთივე გზით, როგორც ყველა სხვა დამოკიდებულებები. აუცილებელია მოიშოროთ ყველაფერი, რაც მოგონებებს უკავშირდება, იზოლირებული იყოთ გარშემომყოფთა მხრიდან შეხსენებებისგან, არ უპასუხოთ ზარებს და დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით.
  • სიყვარული მედიკამენტებით იკურნება. შეყვარებულ ადამიანს, ისევე როგორც მანიაკს, რომლსაც არ შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ქმედებები, ემართება საკმაოდ სერიოზული ქიმიური ცვლილებები - ნორმაზე გაცილებით დაბლა ეცემა ისეთი მნიშნელოვანი ჰორმონის დონე, როგორიცაა სეროტონინი. ეს გამოწვეულია დოპამინის (ნარკოტიკი, რომელიც გონივრულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში და თვითკონტროლში გვიშლის ხელს) დიდი დოზის გამო. ამ ჰორმონებისა და ქიმიური რეაქციების დაკვირებით ამერიკაში მთელი სერიოზულობით გადაწყვიტეს სიყვარულის მედიკამეტოზური მკურნალობა, რადგან ხშირია ფაქტები სიყვარულის საფუძველზე ჩადენილი თვითმკვლელობების და სხვა სახის დანაშაულებებისა.
  • სეროტონინი სიყვარულს კლავს. მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: საცდელ თაგვს მისცეს სეროტონინის დიდი დოზა. შედეგად მან ზურგი აქცია თავის პარტნიორს და განურჩევლად ყველა თაგვს ერთდროულად დაუწყო ლაქუცი. მეცნიერებმა ეს მოვლენა შემდეგნაირად ახსნეს: სეროტონინი მკვეთრად ამცირებს დოპამინის დოზას ორგანიზმში და მასთან ერთად სიყვარულის შეგრძნებასაც. შეყვარებულ ადამიანებს კი ვაფრთხილებთ: მთავარია - არ დაივიწყოთ, რომ ანტიდეპრესანტების ზემოქმედებით სეროტონინის დონე მკვეთრად იზრდება და დიდია რისკი მან თქვენს გრძნობას საფრთხე შეუქმნას.
  • სიყვარულს სიახლეები შველის. წყვილები, რომელთაც ქვეყნის ან საცხოვრებელის დატოვება მოუწიათ და უცხო ადგილას მოხვდნენ, კვლავ განაგრძობენ გიჟური ქმედებების ჩადენას სიყვარულის გამო. ასეთ შემთხვევებში ისევ დიდი რაოდენობით გამოიყოფა დოპამინი - როგორც რეაქცია სიახლეებზე, წყვილი კვლავ და კვლავ შეყვარებულად გრძნობს თავს და სრულ ეიფორიაშია. ფსიქოლოგები მეუღლეებს (წყვილებს) ურჩევენ, რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაუთმონ პაემანს და ამისათვის სხვა და სხვა ადგილი შეარჩიონ ხოლმე. ასე მათი გრძნობა დიდხანს გასტანს პირვანდელი მხურვალე ფორმით. აუცილებელია მუდამ ეძიოთ რაღაც ახალი.

  • მამაკაცებს თვალებით უყვართ. ტომოგრაფიები აჩვენებს, რომ შეყვარებულ მამაკაცებს აქტიური აქვთ ტვინის ის ნაწილი, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. შეყვარებულ ქალებს კი მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ზონები აქვთ აქტიური. აქედან დასკვნები თავადვე გააკეთეთ.

       პერლა გისურვებთ ხანგრძლივ და ბედნიერ სიყვარულს!

 

ავტორი: ემილი.

2016-02-07.

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO