* * *
-გურიაში, სამოთხის ბაღში ადამი, ევა და ბიძინა არიან. გველი დადის აქეთ-იქით დაბნეული...
- რა დაგემართა, რას დეიარები აქეთ-იქით? - ეკითხება ადამი.გველი გაოგნებული პასუხობს:
- სა წეიღო ამ კაცმა ვაშლის ხეი?
* * *
სიძე სმს-ს უგზავნის სიდედრს: "თქვენი ნახელავი (ქალიშვილი) ვერ ამზადებს ნორმალურ საჭმელს! არ ალაგებს! არ რეცხავს და ჩემს პერანგებსაც არ აუთოვებს!"
სიდედრი პასუხობს: "არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო! ნახელავი გადმოგეცათ, - გარანტიის ვადაც ამოწურულია! მწარმოებელი პასუხისმგელბლობას ვეღარ აიღებს! პს: შესაძლოა პროგრამამ აურია.. სცადეთ დაატრიალოთ თქვენი გასაღები სადაც საჭიროა.. თუ ვერაფერს გააწყობთ, გამოიძახეთ დამხმარე (ხელოსანი)!!!"
* * *
ქმარი გამთენიისას მივიდა სახლში. - სიტყვები არა მაქვს! - ეუბნება აღშფოთებული ცოლი.
- მადლობა ღმერთს! - ცაში ხელებს აღაპყრობს ქმარი.
* * *
ქმარი აღვიძებს ცოლს ღამით, აწვდის ანალგინს და ჭიქით წყალს.. - თავი არ მტკივა და რად მინდა?! - აჰააა! დაგიჭირეეე?!
* * *
12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლი ქმარს:
- ძვირფასო, ცხოვრებაში გამარჯვებული ხარ თუ დამარცხებული?
- დაზარალებული საყვარელო
* * *
- ცოლი რატომ არ მოგყავს?! 27 წლის ხარ, დროა უკვე... - თქვენ ისევ ცოცხალი ხართ?! 71-ის ხართ, დროა უკვე...
* * *
- შენ და შენი მეუღლე სექსის დროს საუბრობთ ხოლმე?
- ნუ, თუ დარეკავს, რატომაც არა!
* * *
ორი ძმაკაცი ხვდება ერთმანეთს. ერთი ეკითხება, სად მიდიხარო, მეორემ - მამაოსთან აღსარება უნდა ჩავაბაროო... ძმურად, დიდხანს ელაპარაკე, გთხოვო! მაგის ცოლთან დავდივარ და არ მოგვისწროსო... რას ამბობ, მაგას როგორ ვიზავ, ცოდვააო... თუმცა, მაინც "დაიკერა"... მივიდა და აბარებს აღსარებას... მიედო, მოედო... მოკლედ, 2 საათი ელაპარაკა. ბოლოს უთხრა - მამაო, რომ არ გავამხილო არ შემიძლია, ცოდვაში ვერ ჩავდგები, ამდენი იმიტომ გელაპარაკე, რომ ძმაკაცმა მთხოვა გაართეო, შენ ცოლთან დადისო...
მამაომ შეხედა და - მე ბერი ვარ, ცოლ-შვილი არ მყავს და დაფიქრდი აბა ვის ცოლთან დადის შენი ძმაკაციო...
* * *
შვილს ჯარში გაიწვევენ... არ უნდა წასვლა...
- შვილო, მოდი აქ... რატომ არ გინდა ჯარში?
- ომში რო წამიყვანონ და მომკლან?!
- ჰოო... ეხლა უყურე რა ხდება: ჯარში რო წახვალ, ორი შანსი გაქვს, - ან წაგიყვანენ ომში, ან არა. თუ არ წაგიყვანეს, ხო გიგულავია და გიგულავია?! თუ წაგიყვანეს, იქაც ორი შანსი გაქვს - ან მოგკლავენ ან არა! თუ არ მოგკლეს, ხო გიგულავია და გიგულავია... თუ მოგკლეს, იქაც ორი შანსი გაქვს - ან ჯოჯოხეთში მოხვდები ან სამოთხეში... თუ სამოთხეში მოხვდი, ხო გიგულავია და გიგულავია! თუ ჯოჯოხეთში, - იქაც ორი შანსი გაქვს, ეშმაკი ან შეგჭამს, ან არა! თუ არ შეგჭამა ხო გიგულავია და გიგულავია... ხოლო თუ შეგჭამა, იქაც ორი შანსი გაქვს - ან მოგინელებს ან არა! თუ არ მოგინელა, ხო გიგულავია და გიგულავია! ხოლო თუ მოგინელა... მძ@@ენი გინდ იქ ყოფილხარ გინდა აქ! წადი ჯარშიო!
* * *
რაჭველ გოგოს წლიური მოუვიდაო...
* * *
წყვილი საწოლში სექსის მერე:
- ძვირფასო, მე და შენ როდესმე დავქორწინდებით?
- გაგიჟდი?! ვის რა ჯანდაბად ვუნდივართ ჩვენ?!
* * *
დღეს ქუჩაში საყვარელ ბებოს შევხვდი, მაისური ეცვა წარწერით: „თუ გინდივარ, - გაიღიმე!" ...ცხოვრებაში არ დამჭირვებია ასეთი ძალისხმევა სერიოზული სახის შესანარჩუნებლად...
* * *
ახალგაზრდა ქალი ხანდაზმულ გურულ მამაკაცს ეკითხება: - რამდენი წლის ბრძანდებით? - ოთხმოცის. - ნამდვილად არ მოგცემდით. - არც მინდა...
* * *
- ძვირფასო, მაღაზიაში ჩადი რა!
- ჩავიდოდი, მაგრამ ისეთი ამინდია, ძაღლს არ გააგდებს კაცი გარეთ...
- კარგი რა, საყვარელო, ძაღლის გარეშე ჩადიიი!
* * *
დაქალები:
- ეს კაბა ძალიან გასუქებს..
- კაბა?! მე კი ხაჭაპურს ვაბრალებდი... აღარ ჩავიცმევ!
* * *
"ამას წინათ ისეთი კარგი ელარჯი ვჭამე ორი დღე ტუალეტში მაკრატლით დავდიოდიო"
* * *
მეგრელი და იმერელი მგზავრობენ. იმერელს მოხარშული დედალი აქვს საგზლად წაღებული, მეგრელს - ღომი. ეგ რა არისო, იმერელმა. რა არისო და.. ამას რომ ვჭამთ მეგრელები, მერე ჭკუა გვეხსნებაო! აბა, მომეცი შენი ღომიო. გაცვალეს... ჭამს იმერელი და არ მოეწონა. რას ვარგა ეს ცივი ღომი, დამიბრუნე ჩემი ქათამიო!
- ჰმ, - მიუბრუნდა მეგრელი, - ა, ხომ გითხარი, გაგეხსნა ჭკვაო?!"
* * *
პატრული აჩერებს მძღოლს უმნიშნელო დარღვევისთვის და აჯარიმებს.
- აბა, რისთვის დამაჯარიმე, არა ხარ ახლა ღირსი რომ გაგინოო?! - ეუბნება მძღოლი.
- პატრულის გინებისთვისაც ჯარიმაა, ბატონოო! -ნიშნისმოგებით პასუხობს პატრული.
- წყევლისთვისო?!
- არაო!
- მაშინ, შენ გაგიხმეს დედის მ@@ელიო!
ავტორი: ემილი
2016-02-26. |