მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2018-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2018-06-01
ბოლო ზარი - 2018-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2018-02-14
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივლისი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
პასქა - სააღდგომო კულიჩი

მასალა:

კვერცხი - 5 ცალი,
შაქარი - 350 გრ.
კარაქი - 200 გრ.

ფქვილი-  1,2 კგ
რძე - 400 გრ.
საფუარი- 1 ს/კ
მარილი - დანის წვერით.
ვანილი, ჯავზის კაკალი, ილი, მიხაკი, დარიჩინი - გემოვნებით.
ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა.
ყვითელი ფერი - დანის წვერით,
კონიაკი - 100 გრ.
ქიშმიში - 1 ჩ/ჭ.

მომზადების წესი:
წინადღით მოვათავსოთ ქიშმიში ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეხურება სახურავი, დავასხათ კონიაკი და დავტოვოთ (ქიშმიშის ნაცვლად შეგიძლიათ გაამოიყენოთ ეგზოტიკური ხილის ჩირი, წვრილად დაჭრილი. ოღონდ ამ შემთხვევაში კონიაკში ჩალბობა არ დაგჭირდებათ).

1 ჩ/ჭ თბილ რძეში (ცხელი არ უნდა მოგივიდეთ, თორემ საფუარი აღარ ამოვა) გავხსნათ საფუარი, დავამატოთ 1 ს/კ შაქარი, ცოტა მარილი, 2 ს/კ ფქვილი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილზე, სანამ ამოსვლას არ დაიწყებს (ყურადღებით იყავით, ეს მალე მოხდება და არ გადმოგივიდეთ).

1 კვერცხის გული ცალკე გადავინახოთ. დანარჩენი კვერცხები 1 ჩ/ჭ შაქართან ერთად გავთქვიფოთ. დარჩენილ თბილ რძეში გავხსნათ დანარჩენი შაქარი, დავამატოთ გათქვეფილ კვერცხებს, დავუმატოთ ამოსული საფუარი, გამდნარი თბილი კარაქი (ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც გამოვიყენებთ, იყოს თბილი, რომ მიღებული ცომი არ გაცივდეს და გაფუება არ შეწყვიტოს), შევურიოთ დანაყილი ან დაფქული სანელებლები: ილი, მიხაკი, ჯავზი, დარიჩინი, ყვითელი ფერი, ვანილი, ლიმონის ცედრა. გადავწუროთ კონიაკში ჩამბალი ქიშმიში, მოვაყაროთ ცოტა ფქვილი, და ასე შევურიოთ მიღებულ პასკის მასას, დარჩენილი ფქვილი მთლიანად შევურიოთ და მოვზილოთ თხელი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას და ვაცადოთ სანამ გაფუებას დაიწყებს.

alt

ცომი რომ ამოფუვდება, გავამზადოთ პასკის გამოსაცხობი ფორმები. გავათბოთ სათითაოდ, წავუსვათ ზეთი ან კარაქი, ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, გაფუებული ცომი კოვზით გავანაწილოთ ფორმებში, ისე, რომ მათი მხოლოდ 1/3 ნაწილი შეივსოს. შემდეგ დავდგათ გახურებულ აირღუმელთან ახლოს და ასე დავტოვოთ სანამ ცომი ფორმებში არ ამოფუვდება (ცომი ისე უნდა ამოვიდეს, რომ 1 სმ დააკლდეს ფორმების ზედაპირამდე).

პს: ბოლო წლებში მაღაზიებში გამოჩნდა ერთჯერადი ყალიბებიც, რომლებსაც გათბობა არ დაჭირდება, პირდაპირ შეგიძლიათ ცომი მოათავსოთ შიგნით.

დატოვებულ 1 ცალი კვერცხის გული გავაზავოთ 1 სუფრის კოვზ რძეში ან წყალში, დავუმატოთ 0,5 ჩ/კ შაქარი, კარგად შევურიოთ და მიღებული მასა გადავუსვათ გამოსაცხობად გამზადებულ პასქებს თავზე. შემდეგ შევდგათ 120 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და ვაცხოთ, ვიდრე არ დაიბრაწება. ცხობის დასრულებამდე ღუმელი არ გამოაღოთ.

alt

გამომცხვარი პასქები ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან და დააწყვეთ ლანგარზე. გაციების შემდეგ შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ.

პერლა გისურვებთ ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!

ავტორი: ემილი (დალი ბებოს რეცეპტებიდან).

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
pupi pupaki
(2011-05-03 02:37:00)

alt

giuli avalishvili
(2011-05-01 18:30:23)

zalian momecona, magram ar ceria fqvilis raodenoba

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO