მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
გიგანტების ბრძოლა

ლესელიძეს რომ ჩაუყვები ქვემოთ - ტურისტული კულინარიული ,,სამოთხისკენ" (ჩურჩხელები, ფერადი ტყლაპები, ღვინოები და რაც მთავარია ხინკლის არომატი - ეგრევე, რომ მიგახვედრებს ,,კუჭის კანონი" მარტო ,,ქართველებზე და ქართველებისთვის" ნარატივი არაა) - კუთხეში, ტროტუარზე მოფენილ ფირფიტებს მიადგები...  რას არ ნახავ აქ -  დიდი მრავალფეროვნებაა:  ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერის" რუსული ვერსიით დაწყებული - ბითლზების ჩანაწერებამდე დიაპაზონში ...  ბოლოს იქ რომ მოვხვდი - ელამ შემომანათა - მეც უმწეოდ გავუღიმე და შევჩერდი.  

სულ სხვა ემოცია ახლავს ფირზე ჩაწერილი მუსიკის მოსმენას... ის პატარ-პატარა ხარვეზებიც კი ნაწარმოების ორგანული ნაწილი ხდება. ნოსტალგიის და სითბოს უცნაური შეგრძნება გეუფლება ერთდროულად. განსაკუთრებით ეს ჯაზს ეხება...

რას არ გავიღებდი კარნეგი ჰოლში 1938 წლის 16 იანვარს ბენი გუდმანის დაორგანიზებულ კონცერტზე მოსახვედრად...  არა, კარნეგი ჰოლში, თუნდაც ტურისტის სტატუსით მოხვედრაც ოცნებაა - ისე როგორ იქნება, იმ კედლებს არ მოვეფერო - ჩაიკოვსკის დირიჟორობით ჩატარებული კონცერტით რომ გაიხსნა და დღემდე ახერხებს კონტინენტზე ,,პირველის" სტატუსის შენარჩუნებას...  თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი ოცნება -   ,,Savoy Ballroom" -ში ჩატარებულ კონცერტს - უფრო ზუსტად კი - ,,გიგანტების ბრძოლას" ეხება... 

მაშინ კონკურენტები - შემდგომ მეგობრები - ელა და ბილი სცენაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა ეს არ იყო თანამედროვე გაგებით ,,battles" - და საერთოდაც, მაზანზარებს იმის გაფიქრებაზეც კი, რაც იმ ღამით - იმ სცენაზე ხდებოდა...  -  წარმოიდგინეთ, ბილი - ქაუნთ ბეისის ბიგ ბენდთან  და მეორე მხარეს - ელა -  ჩიკ უების ორკესტრთან ერთად. ეჭვი მაქვს, იმ დარბაზიდან ბევრი გავიდა სამუდამოდ შერყეული ფსიქიკით - დადებითი ემოციაც ხომ სტრესია...  

მეორე დღეს პრესა აჭრელდა ამ მოვლენით. ჟურნალი "Metronome" გამარჯვებულად ელას და ჩიკ ვების ბენდს აცხადებდა - ჟურნალი ,,DownBeat" - ბილის და ბეისის ტანდემს.  როგორც ამბობენ დარბაზში ხმის მიცემა წარმოებდა და 3 : 1 - თან პროპორციით უპირატესობა ფიცჯერალდს ჰქონდაო...   მე არ ვიცი ვინ როგორ და -   50:50 - ეკუთვნით ჩემი გული ამ ქალბატონებს...   უბრალოდ ხანდახან  - ,, gloomy sunday " - ს მოსმენისას ცოტათი მეტად ბილი მიყვარს...  

,,ჩემი" გოგოები -  საოცარი ბედისწერით...  - ბილი საერთოდაც ბორდელში გაიზარდა...  არც ელასთვის იყო ქუჩა და განგსტერების სამყარო უცხო, თუმცა - ბილისგან განსხვავებით მას მეძავად მუშაობის პერსპექტივა არასოდეს დამუქრებია. ძალიან რთული გზა გაიარა ორივემ  ჯაზის ,,გიგანტების" სტატუსამდე...  მათ გარდაცვალებაზე საუბარი არ მიყვარს... - ბილი სასიკვდილო სარეცელზე პატიმარი იყო. ნარკოტიკებს კი არა, ნებისმიერ ცოდვას ვაპატიებ იმ ხრინწებისთვის - მის ხმაში რომ მესმის...  ,,არასწორი" ცხოვრების კვალი ის ,,მარილია", ის ,,სანელებელი" - რაც ასე განსაკუთრებულს ხდის მის შესრულებას...  <3  რაც შეეხება ელას -ბილისთან შედარებით ,,დღეგრძელი" იყო ნამდვილად - თუმცა,  ბრმა და ორივე ფეხ ამპუტირებული შეხვდა სიკდილს... 

კახი კავსაძის მონოლოგი გახსოთ ალბათ ნანა ჯანელიძის ფილმიდან და აკაკი ვასაძის გენიალური სიტყვები - ,,ნეტავ იქ თეატრი არის?"

ზუსტად ვიცი რომ თეატრიც არის და კიდევ ბევრი სხვა რამეც...   და თუ მე სულ ცოტა მაინც დავიმსახურე -,, იქ" ამ კონცერტზე მოვხვდები...  

აპრილი გადავფურცლეთ...   ჯაზის დედოფლების თვე...  7 აპრილს ბილი და 25 აპრილს - ელა  დაიბადნენ...  კანონზომიერი მეჩვენება ეს ამბავი - სამყაროს ჯაზის გაზაფხული აჩუქეს - გაზაფხულივით გოგოებმა...

no music no life... 

 

ავტორი: ლიკა მახათაძე

2019-05-01

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO