მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ვარსკვლავური ადამიანები

დღეს როგორი ტიპის ადამიანებზეც მინდა ვისაუბრო, პირობითად „ვარსკვლავური ადამიანები“ დავარქვი.

ამ ტიპის ადამიანებს აქვთ ერთი შეხედვით დახვეწილი მანერები, კარგი კომუნიკაციის უნარი, შეუძლიათ სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა და კარგად გამოსდით სხვებისგან კეთილგანწყობის მოპოვება.

ცუდი ისაა, რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს მხოლოდ მათი გარეგნული მხარეა, ე.წ. ნიღაბი, რაც მშვენივრად გამოსდით და რაც ძალიან უნდათ, რომ სინამდვილე იყოს. შინაგანად კი ნამდვილი ველურები არიან, აკლიათ აღზრდა, შინაგანი კულტურა, აქვთ ბავშვობიდან გამოყოლილი უამრავი კომპლექსი, რასაც საგულდაგულოდ მალავენ, რაზეც ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი არ საუბრობენ, რაც დაღს ასვამს მთელს მათ ცხოვრებას და რაც წინსვლაში ძალიან უშლის ხელს. ამიტომ ხშირად წარუმეტებლები და უიღბლოები არიან.

ასეთი ადამიანები ძალიან ლამაზად იწყებენ ურთიერთობას, ნამდვილ ბედნიერებას აღწევენ, მაგრამ ეს მანამდე ხდება, სანამ წყვილი ერთმანეთს კარგად გაიცნობს და ნიღაბი მოსძვრება.

თანაცხოვრებაში, როცა ახლოს გაცნობა იმდენად ხდება, რომ ვერანაირი ნიღაბი ვეღარ ფარავს მათ ნამდვილ სახეს, თავს იყრის შეცდომები, წყენები, იმედგაცრუებები, იწყება უკმაყოფილობები, ღებულობენ შენიშვნებს, ხდება მუდმივი გარჩევები ურთიერთობაში და მათ უკვე აღარ მოსწონთ საკუთარი თავი ასეთი. აღარ მოსწონთ საკუთარი თავი ნამდვილი, მთელი თავისი უარყოფითი მხარეებით, რომელიც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი და ვეღარაფერს უხერხებენ.

ხვდებიან, რომ უბედურები არიან, ბედნიერების დაუკებელი სურვილი უჩნდებათ და მისდაუნებურად ახალი „მსხვერპლის“ ძებნას იწყებენ, რომ თავი ისევ ისე აღმატებულად იგრძნონ, როგორც ამ ურთიერთობის დასაწყისში გრძნობდნენ. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად, ყოველგვარი გააზრების და ბოროტი ზრახვების გარეშე ხდება, უბრალოდ, იმდენად მოსწონდათ თავიანთი თავი იმ ნიღაბში და ისეთი თვითკმაყოფილები იყვნენ, რომ  მის გარეშე ცუდად არიან.

მაგრამ, ებედურება ისაა, რომ ამ დროს უკიდურესად ეგოისტობას ავლენენ. არ ინდობენ მეწყვილეს და საერთოდ არ მუშაობენ საკუთარ თავზე, რომ რამე გამოასწორონ. უბრალოდ თავიდან ირგებენ თავიანთ მომხიბვლელ ნიღაბს და სანადიროდ გადიან.

საერთოდ არ ხდება გაცნობიერება, რომ ბედნიერებას არ იმსახურებენ და ამ ხერხებით ვერასდროს მიაღწევენ იმას, რაც სინამდვილეში მათ სულიერ ჰარმონიას მოუტანს. მერე უკვირთ, რომ ამდენი ძალისხმევა დახარჯეს, ამდენი დადებითი ენერგიები გასცეს, ყველაფერი კარგად დაიწყო და რატომ არ დაუფასდათ... რატომ გახდა მათი ურთიერთობა ტოქსიკური, რატომ დადიან დაუსრულებელ წრეზე და საბოლოოდ ვერ მკვიდრდებიან.

ეს იმიტომ, რომ არ არიან ნამდვილები, თამაშობენ ერთგულებას, თამაშობენ ღირსებას, თამაშობენ მზრუნველობას, თამაშობენ გულისხმიერებას, დაუსრულებლად იტყუებიან, იტყუებიან, იტყუებიან...  და როდის იყო ნიღაბს ბედნიერება მოჰქონდა, თუ საკუთარ თავზე არ იმუშავებ, არ გახდი ისეთს, რომ ნიღბის გარეშე იწვევდე რჩეული ადამიანის აღფრთოვანებას და კმაყოფილებას, რომ არ გჭირდებოდეს თვალთმაქცობა და ტყუილები და უბრალოდ იყო ისეთი, როგორიც მართლა მოგწონს საკუთარი თავი - იყო მართალი პირველ რიგში საკუთარ თავთან და სურვილებთან...

 

ავტორი: ემილი

2022-11-13

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO