მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2021    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჩხუბის ანატომია

მიღებულია, რომ ჩხუბი ცუდია. ...ნერვების დაწყვეტა, ცრემლები, შეურაცხმოყოფელი სიტყვები... მარტში, როცა ყველა დაღლილია, აფორიაქებულია და ზაფხულამდე კიდევ 3 თვეა დარჩენილი, კონფლიქტები უფრო და უფრო ხშირდება. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ეს, ერთის მხრივ, კარგიცაა.

ჩვენ ვჩხუბობთ, ვჩხუბობთ და კიდევ ვჩხუბობთ - გამოსავალი არ არის. ამიტომ ჩხუბი უნდა გვიყვარდეს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორ ვიჩხუბოთ. ჩხუბი, ეს ის არის, რაც სულიდან მოდის. ასეა მოწყობილი ურთიერთობები.

ყოველი ადამიანი თავისი ლოგიკით ცხოვრობს და ამის გამო საკუთარ თავში ჩაკეტვა და ბოღმით ავსება არ ღირს. უნდა გათავისუფლდეთ და გამოუშვათ გარეთ ის ნეგატიური ენერგია, რაც გთრგუნავთ. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მივცეთ ემოციებს გზა, რომ არ გავიჭედოთ, არ ჩამოვხმეთ, არ დავჭკნეთ და სულიც არ ამოგვხდეს.

ცნობილია, რომ ვინც ჩხუბობს - უფრო ჯანმრთელია, არ ავადმყოფობს და აქვს უკეთესი სახის კანის ფერი. ჩხუბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იძლევა საშუალებას გამოვუშვათ ორთქლი, აცოცხლებს და ახალისებს ურთიერთობებს (ცხოვრებაში ხომ ტირილი და ღრიალი არც ისე ხშირად გვიწევს, მაგრამ ჩხუბის დროს ეს ჩვეულებრივი ამბავია და თავისუფლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით).

წყენისგან განსხვავებით, ჩხუბი მშვენიერია, იმიტომ, რომ აქვს დასაწყისი, შუაწერტილი და ბოლო. ის მარაგად აღარაფერს იტოვებს. გვაიძულებს გამოვფერთხოთ ყველაფერი ცუდი, რაც დაგროვილი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ჯობია იჩხუბოთ, ვიდრე ნაწყენი დარჩეთ. რატომღაც წყენა წლების განმავლობაში გვახსოვს, ხოლო ჩხუბს სიცილით ვიხსენებთ ხოლმე. არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: არ ღირს ცხოვრების გადაქცევა ურთიერთობების გარჩევად. მაგრამ ურთიერთობების გარჩევა საჭიროა და მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ.

მიუხედავად ჩხუბისა, რომლის ფანატიც მე ვარ და წყენისა, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან, არის კიდევ მრავალსაათიანი ურთიერთობების გარკვევა, როცა, იმის მაგივრად, რომ კარგად იჩხუბოთ, ადამიანები სხედან და სახეზე წესიერების ნიღბაფარებულნი ულაგებენ ერთმანეთს არგუმენტების პასიანსს; მიდის უსასრულო, მტანჯველი ჭკუის სწავლება, წამება გრძელი და უაზრო თემებით და ეს ყველაფერი ცემა-ტყეპის, მტვრევის, ყვირილის ნაცვლად, რის შემდეგაც სრულიად გულწრფელად შეიძლება მოუხადო ბოდიში, თუნდაც მუხლებზე. მართალია, ვიცი ძალიან ცუდი მაგალითებიც, როცა ჩხუბი ძალიან სავალალო შედეგით მთავრდება, მაგრამ უბედური შემთხვევისგან ხომ არავინაა დაზღვეული? ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევაშიც, როცა ვხუმრობთ, რაიმე გვიხარია, როცა ვმუშაობთ, ან უბრალოდ, მივდივართ ქუჩაში. მართალია, ჩხუბი გადიდებული რისკის ზონაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მავნებელია.

გეთანხმებით, რომ ჩხუბი არასასიამოვნო პროცედურაა, მაგრამ დინამიურია და საფუძვლიანად გვაჯანჯღარებს, რაც ხანდახანობით აუცილებელიც კია. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ამ დროს ობიექტურ ხედვას ადგილი არა აქვს. სიმართლე იმისკენაა, ვინც უფრო ძლიერია. ჩხუბში ყველაზე მეტად მხიბლავს ადამიანის სიძლიერის გამოვლინება და არგუმენტების კორიანტელი.

კონკია სულ ჩხუბობდა თავის დედინაცვალთან, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. კარენინმა და კარენინამ კი იჩხუბეს და ყველაფერი დასრულდა რკინიგზის ლიანდაგებზე. აქედან შეიძლება დავასკვნათ ერთი რამ: არც ერთი წამით არ დაივიწყოთ საკუთარი თავი და თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რამ. თუ არ მოხდება სრული დრამატიზაცია, ბოლომდე არ დაკარგავთ იუმორის გრძნობას და არ "გადაუვლით" და არ გათელავთ სინამდვილეშიც, ჩხუბით იჩხუბეთ რამდენიც გნებავთ.

ჩხუბის ცოდნა და სკანდალების მოწყობა ნიშნავს იმას, რომ ცოცხლები ვართ, გვაკავშირებს მძაფრი გრძნობები და იდეალები (ყოველ შემთხვევაში სულ ერთი არ არის კონკრეტული ურთიერთობა ჩვენთვის) და ახალგაზრდულ თავშეუკავებლობას ჯერ კიდევ არ დავუტოვებივართ.

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
TATIA TATIA
(2012-02-06 22:56:02)

ცხუბი მოსაწონი არ არის, მაგრამ გულში ბოღმის ჩატოვებას მაინც სჯობს.

Tato Franklin
(2011-05-09 22:32:04)

shevcvalot fraza "me shen miyvarxar" frazit "modi vichxubot rameze" da mivigebt ufro xalisian,azrian, da naturaluri produqts "siyvaruls" romelsac eqneba warwera "gaecanit instruqcias" da aseve ewereba yovelgvari "konservantebisa da galatis gareshe "

სახელი გვარი
(2011-05-08 21:25:22)

მშვენიერი სტატია იყო - Ready Gooo ) ) ) :)

shav legi
(2011-03-18 20:03:17)

გაბუტვას და ცხვირის ჩამოშვებას, მერე დიდი ხნით დაბოღმილ სიარულს, ნამდვილად სჯობს მუშტი-კრივი. თუ ამ დროს ცოტა იუმორს შეინარჩუნებ და მთლად მხეცად არ იქცევი, კიდევ უკეთესი.alt 

dato gasviani
(2011-03-14 16:49:38)

ar mgonia  chxubis propaganda nametani kargi rcheva iyos:) tu maindamainc   ortqlis gamoshveba da yvirilis survili gaqvt homer simpsonivit sheyavit wynarad tavi skafandrshi da iyviret da ichxubet ramdenic gindat,sxvas mainc ar sheawuxebt:)))

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO