* * *
"ძვირფასო თოვლის პაპავ, ერთადერთი, რასაც საახალწლო საჩუქრად გთხოვთ, იმ გოგონების სიაა, რომლებიც წინა წელს ცუდად იქცეოდნენ" - შოთა.
* * *
- საახალწლო კარნავალზე ვინ უნდა იყო? - ეკითხება ქალი მეგობარ მამაკაცს.
- შრეკი.
- ნიღაბი უკვე იყიდე?
- ჯერ არა. შენ ვინ უნდა იყო?
- ლამაზმანი!!!
- და შენ იყიდე უკვე ნიღაბი?
* * *
თოვლის პაპა სანტა კლაუსს ეტრაბახება:
- ჩემმა ფიფქიამ პირველი ადგილი აიღო კონკურსზე!
- გილოცავ! რა კონკურსი იყო?
- მის "ფრიგიდულობა"!
* * *
31 დეკემბერს ბავშვი რეკავს:
- ალლო, სასწრაფო დახმარებაა? მალე მოდით! მამაჩემი ჭკუიდან გადავიდა, წითელი ხალათი აცვია და იძახის, რომ თოვლის პაპაა!
* * *
ბაბუა შვილიშვილს ეკითხება:
- ანანო, რა გინდა ახალ წელს თოვლის პაპამ რომ გაჩუქოს?
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები!
- რაო? - გადაირია ბაბუა, - რად გინდა ეგ სისულელე?!
- ბაბუ, აბა კარგად დაფიქრდი: მე ხომ 4 თოჯინა უკვე მყავს და მეხუთე რაღად მინდა, სად დავტიო?!
* * *
- მამიკო, აბა, გამოიცანი, რომელი მატარებელი დაიგვიანებს ყველაზე მეტად?
- რომელი, შვილო?
- რომელი და... რომლის ჩუქებასაც შენ ჯერ კიდევ შარშან შემპირდი!
* * *
პატრული ავტომობილს აჩერებს გადაჭარბებული სიჩქარისთვის.
- ასე სად მიგეჩქარებათ? - ეკითხება ის მძღოლს.
- სახლში, ძმაო! მეგობრებთან ერთად ახალ წელს შეხვდი, შევყოვნდი და... სახლში ცოლი ნერვიულობს.
- რა დროს ახალი წელია, მაისია უკვე!
- მეც მაგას არ ვიძახი?! ამიტომაც ვჩქარობ!
* * *
- ალოო, განცხადების თაობაზე ვრეკავთ, "თოვლის პაპა და ფიფქია გამოძახებით"!
- დიახ!
- გამოგვიგზავნეთ, თუ შეიძლება 5 ფიფქია და ერთი ყუთი შუშხუნა ღვინო!
* * *
ფიფქია 90-60-90 ითხოვს თოვლის პაპას კარგი საჩუქრებით.
* * *
31 დეკემბრის საღამოს დათუნა დედას ეუბნება:
- დე, მოდი, 12-ის ნახევარზე ერთხმად ავყვირდეთ: "ახალი წელი მოსულაა! ახალი წელი მოსულაა!"
- რატომ? - ეკითხება გაოცებული დედა!
- ეგონოთ მეზობლებს, რომ ჩვენთან უფრო ადრე მოვიდა!
* * *
- თოვლის პაპავ, გემუდარები, მაჩუქე კონტსრუქტორი "ლეგო"! - გაჰყვირის ბავშვი მთელი ხმით.
- ასე ნუ ჰყვირი, თოვლის პაპა ჩურჩულით ნათქვამსაც კი გაიგებს! - აწყნარება მას დედა.
- თოვლის პაპა კი გაიგებს, მაგრამ მამიკოა თავის ოთახში ჩაკეტილი და შეიძლება ვერ გაიგოს!
* * *
პატარა და-ძმა თოვლის პაპას აკეთებენ ეზოში.
- უჰ! თითქმის მზადაა! - ამბობს ძმა. - გავიქცევი, სტაფილოს გამოვიტან სამზარეულოდან!
- 2 წამოიღე! ცხვირიც ხომ უნდა გავუკეთოთ! - ეძახის უკვე გაქცეულ ძმას და.
* * *
ფირმის ოფისში წინასაახლწლო დღესასწაული გამართეს. ყველაფერი უკვე მიირთვეს, სადღეგრძელოები თქვეს, იცეკვეს... განსაკუთრებით წინ წასულები კი განმარტოვდნენ... კუთხიდან 2 ახალგაზრდა თანამშრომლის ხმა მოისმის:
- ოჰ, ღმერთო ჩემო, ლევან, ასე არასოდეს გყვარებივარ! ...ღმერთო... ალბათ იმიტომ, რომ მალე ახალი წელი დგება!..
- არა, - დარცხვენილი პასუხობს ახალგაზრდა მამაკაცი, - უფრო იმიტომ, რომ მე ლევანი არა ვარ!
* * *
ორი მუდამ მშიერი ქუთაისელი სტუდენტი:
- მისმინე, ჯონდოია! მოდი, გოჭი ვიყოლიოთ, ჰა, რას იტყვი?! ვაჭამოთ, გავზარდოთ, სიმონ!.. რაცხა 4 თვეში ახალი წელიც დადგება და დავკლათ, კაი მწვადი ვჭამოთ!
- რას ამბობ, შე ჩემა, დაფიქრდი, რამდენი ნაგავი და სიბინძურე იქნება!
- ე ბიჭო, მიეჩვევა, რა უჭირს?!
* * *
ნაახალწლევს ძმაკაცები ერთმანეთს უყვებიან როგორ იზეიმეს:
- ამ ახალ წელს ჰავაიზე შევხვდი: ზღვაააა, პლიაჟიიი, გარუჯული გოგოებიიი...
- მე კი ინდოეთში შევხვდი: სპილოზე ამხედრებული... სითბო, ხილი, სარიში გამოხვეული ინდოლელი ლამაზმანები...
- მე კი თქვენთან ერთად შევხვდი... ოღონდ არ დავბოლილვარ!
* * *
ცოლქმარი ჩხუბობს. ქმარი ვერაფერს გახდა, დაიღალა და ცოლს ეუბნება:
- ჯანდაბას, ახალი წლისთვის ისე იყოს, როგორც შენ გინდა!
- გვიანია! გადავიფიქრე უკვე! - პასუხობს ცოლი.
* * *
სიძე დათაფლული ხმით ეუბნება სიდედრს:
- დედიკო, ახალ წელს ერთად შევხვდეთ, ეს წელი ხომ თქვენი წელია - გველის წელი.
ავტორი: ემილი.
|