22 იანვარს საქართველოში ახალი დღესასწაული - თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემსახურება ზამთრის სპორტის სახეობათა პოპულარიზაციას. ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ისეთი აქტივობებით, რომლებიც უშუალოდ თოვლთანაა დაკავშირებული - სეირნობით, გუნდაობით, თხილამურებზე სრიალით, თამაშობებით, შეჯიბრებებით...
თოვლის დღეს საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით 2012 წლიდან აღნიშნავენ მსოფლიოს 39 ქვეყანაში. მათ შორისაა საქართველო, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, კანადა, ფინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, ესპანეთი, თურქეთი, ავსტრალია და სხვები.
თბილისის მერიის ინიციატივით წელს თოვლის დღეს გუდაურში უმასპინძლებენ, სადაც გაიმართება საცირკო სანახაობები, აშენდება თოვლის კოშკი, მოეწყობა შეჯიბრებები...
თქვენ დიდი მხიარულება გელით - არ დარჩეთ ამ დღეს სახლში! თუ სათხილამურო ტრასებზე და თოვლიან გორაკებზე გუდაურში, ბაკურიანში, ან სხვა ზამთრის კურორტებზე ოჯახთან ერთად წასვლას ვერ შეძლებთ, ეზოებში მაინც გამოდით და ისიამოვნეთ თოვლით, რომელიც აუცილებლად უხვად გვექნება (ამინდის პროგნოზის მიხედვით) ამ დღეს!
პერლა გილოცავთ თოვლის საერთაშორისო დღეს და სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!
ავტორი: ემილი.
|